RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ამერიკის ანტიკრიზისული ელჩი საქართველოში აგვისტოში ჩამოვა

24.06.2009  |  10:43

3141.jpegსაქართველოში ამერიკის ახალი ელჩი ჩამოვა. გასული კვირის ბოლოს თეთრმა სახლმა სახლმა მიიღო თბილისში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შეცვლის გადაწყვეტილება. ჯონ ტეფტს შეცვლის ჯონ ბასი. თუმცა ამ უკანასკნელის კანდიდატურა ჯერ კიდევ სენატმა უნდა დაამტკიცოს. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვაშინგტონმა უკვე მიიღო დიპლომატიური წარმომადგენლის შეცვლის გადაწყვეტილება. ამის თაობაზე Georgiatimes-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა "ახალ მემარჯვენეთა" წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ოპოზიციის ლიდერებისგან ჯონ ტეფტის მისამართით სულ კრიტიკული შენიშვნები ისმოდა. ამერიკელმა ელჩმა ღიად, ფრანგი კოლეგის მსგავსად, განსაჯა ქართული ოპოზიცია პარლამენტის წინ მომხდარის გამო, როდესაც ახალგაზრდა რადიკალებმა დეპუტატებს კვერცხები და ბოთლები ესროლეს, რის შედეგადაც ჩხუბი მოუვიდათ დაცვასთან. ამერიკის საელჩომ განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ "მოცემულმა ქმედებებმა უკვე გადაკვეთა აზრის თავისუფლად გამოთქმასა და კრიმინალურ ქმედებას შორის გავლებული ზღვარი".

ტეფტი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებდა. თუმცა, ოპოზიციამ ამერიკელი ელჩი ქვეყნის კი არა, ხელისუფლების მიმართ ლოიალურობაში დაადანაშაულა. ამერიკის ელჩი საქართველოში არაადეკვატურია საქართველოში შექმნილი სიტუაციის ფონზე, განაცხადა ერთი კვირის წინ "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ. "რატომ არაფერს ამბობენ ამერიკა და საერთაშორისო ორგანიზაციები მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავის ხალხს რეზინის ტყვიებს ესვრის ისე, რომ მშვიდობიანი საპროტესტი აქციის მონაწილეები მხედველობას კარგავენ?"- ვერ ხვდება კაციტაძე.

საკუთარი სიტვის დასრულებისას კაციტაძემ იმედი გამოთქვა, რომ "უახლოეს მომავალში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი საქართველოში უფრო ადეკვატური იქნება". ასე რომ, თეთრ სახლში გაიგეს ოპოზიციის მოწოდება, რომელიც უკვე მესამე თვეა რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის და ვერაფრით მოიპოვა საერთაშორისო საზოგადოების კეთილგანწყობა? ნაწილობრივ, დარწმუნებულები არიან თბილისში.

იმავე მამუკა კაციტაძემ ჩვენს ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა: "ის, რომ ამერიკის ყოფილი ელჩის ქმედებები არაობიექტური იყო და იმსახურებდა ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების მხრიდან კრიტიკას, ეს ერთი საქმეა. მაგრამ ელჩის შეცვლა იყო ადმინისტრაციის გამოძახილი ამ კრიტიკაზე. სექტემბერში იწურებოდა ტეფტის ვადა. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში საკადრო ცვლილებები გარდაუვალი იყო". ამასთანავე პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ჯონ ტეფტი საქართველოში ბუშის ადმინისტრაციის უკანასკნელი წარმომადგენელია. პოლიტიკური ლოგიკით, მისი შეცვლა წინასწარვე იყო გადაწყვეტილი. კაციტაძემ თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტის მთავარ "მესიჯად" თვლის განცხადებას, რომ "დადგა ცვლილებების დრო". ჩვენი თანამოსაუბრის აზრით, სწორედ ახალი ელჩი გახდება ახლანდელი ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკის გამტარებელი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100