RSS
на русском en in english
23.11.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პარლამენტარები არკვევენ: ოპოზიციას რუბლებში უხდიან თუ ევროებში?

24.06.2009  |  17:57

3153.jpegსაქართველოს პოლიტიკურ წრეებში ახალი სკანდალი მზადდება. ამჯერად ფულის გამო. პარლამენტარებს სურთ იცოდნენ: საიდან ელიან ოპოზიციონერები ფულს? იმის შესახებ, რომ რადიკალებს თურმე აფინანსებს რუსეთი - ხანაც თავად კრემლი, ხანაც ქართველი პოლიტპატიმრები, ხანაც კანონიერი ქურდები - ხელისუფლების წარმომადგენლები და თავად პრეზიდენტიც, არაერთხელ საუბრობდნენ. ახლა კი ცეცხლზე ნავთი დაასხა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ იყო საზღვარგარეთ, რათა "ეშოვნა ფული შემდგომი ბრძოლისთვის".

ლევან გაჩეჩილაძემ თავისი მოგზაურობის დეტალების დაკონკრეტებისგაბ თავი შეიკავა. "ხელისუფლებამ უნდა გაიგოს: დიახ, მე ფულის საშოვნად ვიყავი წასული. რაც არ უნდა დაარქვან ამას, მე ვიცი, რომ ჩემი ქვეყნის წინაშე გულახდილი ვარ. დადგება დრო, ვიტყვი, სად წავედი და ვის შევხვდი. მე საკმაოდ ოპტიმისტური დაპირებებით ჩამოვედი. ჩვენ ფული გამარჯვებისთვის და ჩვენი მოძრაობის გაგრძელებისთვის გვჭირდება",- მიმართვა გაჩეჩილაძემ რუსთაველზე შეკრებილ ხალხს. მან დაამატა: "მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფული მალე ჩამოვა და ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენი ბრძოლის გაგრძელების ახალ სტრატეგიულ და პრაქტიკულ ელემენტებს".

დღევანდელი საპარლამენტო ბიურო მთლიანად მიეძღვნა ოპოზიციის ფინანსების საკითხს. ეს გასაგებიც არის. გავიდა პროტესტების და მიტინგების უკვე მესამე თვე, ფული ოპონენტებს თითქოსდა უნდა დაეხარჯოთ და მთელი ეს პროტესტი საჰაერო ბუშტივით უნდა ჩიფუშოს. გისოსებიანი კამერების გამოშვებაც კი შეწყვიტეს. თანაც ზაფხულისთვის შემართებამაც აშკარად იკლო. თუმცა ოპოზიციამ მოახერხა ფულის კვლავ შოვნა. თანაც არა რუსეთში, რომელსაც ისედაც აბრალებენ ყველაფერს, არამედ ევროპაში. გაჩეჩილაძემ ხო ტურნე ევროპაში შეასრულა.

მმართველი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბაშვილმა და შოთა მალშხიამ განაცხადეს, რომ აპირებენ გარკვევას: "საეჭვო ხომ არ არის ეს ფული და რუსეთიდან ხომ არ მოდის". თუმცა ქართველმა ოპოზიციონერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აქვთ რუსეთთან კავშირი და , რა თქმა უნდა, არ იღებენ იქიდან ფულს.

მთელი ორშაბათი, ის კი, როგორც ცნობილია,ტრადიციუალად მძიმე დღეა, პარლამენტარები ცდილობდნენ ოპოზიციის დაფინანსების წარმოშობის გარკვევას. პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ ოპოზიციონერებს მოთხოვეს ახსნა-განმარტებები - საიდან არის ფული? "კანონის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ საზღვარგარეთიდან დაფინანსების მიღება. ამიტომაც გასულ წელს ჩვენ მივიღეთ ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების მაქსიმალურად დაფინანსების გადაწყვეტილება",- განაცხადა ბაქრაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციას გამოექომაგა პარლამენტის ვიცე სპიკერი ლევან ვეფხვაძე, რომელიც "ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას" წარმოადგენს. მისი თქმით, საზღვარგარეთ დაფინანსების ძიება იმით არის განპირობებული, რომ ქვეყნის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ბიზნესზე, რათა ქართველმა მეწარმეებმა არ დააფინანსონ ოპოზიციონერები.

საპარლამენტო უმრავლესობამაც არ დაიზარა პასუხი. როგორც მმართველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, "ბიზნესი აფინანსებს სტაბილურობას და არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ის არ დააფინანსებს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის სემოტანისკენ არის ორიენტირებული". ხელისუფლებამ არაერთხელ დააბრალა ოპოზიციას ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება: თურმე, რომ არა საპროტესტო აქციები, კრიზისი შეიძლებოდა არც ყოფილიყო.

საპასუხოდ ვეფხვაძემ უმრავლესობის წარმომადგენლებს შეახსენა სკანდალური ფაქტი: გასუი წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 13 პოლიტიკური პარტიიდან 12-მა მთლიანობაში დახარჯა სულ 1 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც ერთმა მმართველმა "ერთიანმა ნაცინალურმა მოძრაობამ" დახარჯა 12 მილიონი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100