RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ფულზე, ძალაუფლებაზე და ქალებზე

29.06.2009  |  12:28

3188.jpegისტორია ფულზე, უფრო სწორად ქართუი ოპოზიციის დაფინანსებაზე, სერიალად გადაიქცა. ლევან გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის კახა თარგამაძესთან შეხვედრის განხილვის შემდეგ, ქართულმა ტელეარხებმა "პოლიტიკური გარიგების" თემაზე გადაინაცვლეს. ერევნიდან დაბრუნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატებთან შეხვედრა გადაწყვიტა, რათა შეეთავაზებინა ოპოზიციისთვის დაფინანსების მიღება ბიუჯეტიდან და არა მტრის ჯიბიდან, რომელსაც კახა თარგამაძეც მიაკუთვნა. ამ უკანაკსნელ ოფიციალური თბილისი ხან რუსეთთან აიგივებდა, ხანაც საერთოდ კრემლთან. 

მიხეილ სააკაშვილი "კონკრეტული ინიციატივების" წამოყენების პირობას დებს, რათა პარტიის დაფინანსება გამჭვირვალე გახადოს. ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსებას, მაგრამ ფართომასშტაბიანი საპროტესტი აქციების დაწყების შემდეგ ისინი თანხებს აღარ იღებენ ბიუჯეტიდან. ხელისუფლების გათვლა ლოგიკურია - რომელი რევოლუცია ან ხელისუფლების შეცვლა გინახავთ ფულის გარეშე? მაგრამ შეუდრეკელმა ოპოზიციონერებმა ფულის ძებნა საზღვარგარეთ დაიწყეს. რასთან დაკავშირებითაც ატყდა სკანდალი. ქართულმა ტელეარხებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ოპოზიციის ლიდერები ხვდებიან შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს. 

პარლამენტარები, რომლებიც მთელი კვირაა არჩევენ ოპოზიციის დაფიფანსების წყაროს, დაიღვარნენ ოპოზიციონერების მისამართით ბრალდებებით. თავდაპირველად მმართვეი უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძის თაობაზე განაცხადა: "დღეს ოპოზიციის დაფინანსების ძირითადი წყარო არის ბურაჯანძე და მისი პოლიტიკური პარტია. მე ვთვლი, რომ საზოგადოებასაც და ოპოზიციასაც აქვს იმის ცოდნის უფლება, თუ კონკრეტულად საიდან და რა გზებით შესდით ფული და რაზე იხარჯება. ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ ყიდულობდნენ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები "კალაშნიკოვებს" და როგორ ურიგებდნენ აქციის მონაწილეებს ბეიზბოლის კეტებს". 

მალევე გაბაშვილი გადაერთო ლევან გაჩეჩილაძეზე და დავით გამყრელიძეზე. "მე არ შემიძლია მივცე სამართლებრივი შეფასება იმას, იყო თუ არა ეს შეხვედრა კანონის დარღვევა და შესაძლებელია თუ არა ამის თაობაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მე არ ვარ სამართალდამცავი და იურისტი, მაგრამ ფაქტი, რომ კახა თარგამაძისგან, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ოპოზიციამ მიიღო დაფინანსების დაპირება და კანონდარღვევა სწორედ ესაა, მორალური მხარე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოცემული ფაქტის სამართლებრივი შეფასება",- აცხადებდა გიორგი გაბაშვილი. 

ოპოზიციონერებმა ყველა ბრალდება გააპროტესტეს. მათ განაცხადეს, რომ სულაც არ უთხოვიათ ფული თარგამაძისგან, არამედ პირიქით, არკვევდენ სააკაშვილის საიდუმლო კავშირებს რუსეთთან. გაჩეჩილაძემ რადიო "უცნობში" ინტერვიუში განმარტა, რომ "კახა თარგამაძეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია. მაგალითად, ვარდების რევოლუცია 2003 წელს აფინანსებდნენ სოროსის ფონდი, კრიმინალური ავტორიტეტები, ასევე საქართველოს სპეცსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი იგორ გიორგაძე, რომელიც ქვეყნიდან 1995 წელს გაიქცა",- განაცხადა ოპოზიციონერმა. ლევან გაჩეჩილაძემ ასევე თქვა, რომ "ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ, თუ როგორ და რით აწყობს რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილი".

სკანდალური შეხვედრის მეორე მონაწილემ დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ "თარგამაძისგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინის ადმინისტრაცია რუსეთში მომუშავე ქართველ ბიზნესმენებს ოპოზიციის დაფინანსებას უკრძალავს. ამას გარდა ჩვენ ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ ხუბუტიასა და ებრალიძეზე". 

მოკლედ, იმის შესახებ, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაცია აბსურდის თეატრს წააგავს, ორი აზრი არ არის. 

კომეტარები ოპოზიციონერების შეხვედრაზე კახა თარგამაძესთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლად მიჩნევს, ბევრია, როგორც ნებისმიერ სკანდალს შეეფერება. აზრები გაიყო: ზოგი შეხვედრას ამართლებს, ზოგიც - აკრიტიკებს. ახალი მიმართულება მოვლენებს თავად მიხეილ სააკაშვილმა მისცა. 

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100