RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართველ პოლიტიკოსებში მოდაში მკვლელობების დაბრალება შემოვიდა

30.06.2009  |  13:50

3205.jpegსაქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაცია სულ უფრო იხლართება. ღმერთმა ქართველები ხელოვნების ტალანტით დააჯილდოვა, მაგრამ ეს ნიჭი, პოლიტიკაში გადატანილი, უკუღმართ შედეგს იძლევა. ახლანდელი ვნებათაღელვისგან ჟრუანტელი დაგივლით ტანში. საქართველოს ყოფილი შინაგან საქმთა მინისტრის გახმაურებულ ისტორია გაგრძელდა. ამოტივტივდა კრიმინალური ფაქტები. საზოგადოება შოკშია პოლიტიკოსებისგან. 

პარასკევს ისედაც ხმაურიან ოპოზიციის დაფინანსების თემას ახლაი დეტალები შეემატა. ლევან გაჩეჩილაძის და დავით გამყრელიძის კახ თარგამაძესთან შეხვედრით უკმაყოფილო მმართველმა უმრავლესობამ ოპოზიციონერებს მათი არც თუ ისე ბრწყინვალე წარსული გაახსენა. 

ოპოზიცონერი დეპუტატის ძმას მიშა იაშვილს, რომელიც მონაწილეობდა კახა თარაგამაძესთან შეხვედრაში, უწოდეს "კრიმინალურ ბიზნესთან ასოცირებული". "ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ეს ადამიანი ყიდდა ელექტროენერგიას, როდესაც საქართველოს მოსახლეობა იყინებოდა",- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მიშა იაშვილმა ბიზნეს პარტნიორებთან ერთად ხელში ჩაიგდო საქართველოს ავიახაზები და ავიაცია. 

დავით გამყრელიძესაც, რომელსაც 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ინტელექტუალურმა ელიტამ მისცა ხმა, შეახსენეს თუ რა ფულით ცხოვრობს ის. გამყრელიძის სადაზღვევო ბიზნესი ხომ სწორედ თარგამაის დროს ყვაოდა. მას მიანიშნეს იმაზე, რომ ის ხალხს ძარცვავდა ავტომანქანების სავალდებულო დაზღვევით მის კუთვნულ კომპანიაში "ალდაგი". შეთანხმებები კი ისე ეშმაკურად იყო შედგენილი, რომ კომპანია ფაქტიურად არასოდეს უხდიდა თავის კლიენტებს დაზღვევას. 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოგვარე გივი თარგამაძე, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს ხელმძღვანელობს, თითქმის სისინებდა: ოპოზიციის ლიდერებმა "საზოგადოებას სახეში შეაფურთხეს". მაშინ როდესაც ხელისუფლება დიალოგს სთავაზობს, მიუთითა მან, ეს ხალხი ღიაღ ხვდება "ქვეყნის მტერს", რომლისგანაც ფულის მიღება სურთ. გივი თარგამაძემ თავისი მოგვარე იმაშიც დაადანაშაულა, რომ ამ უკანასკნელს სურს მის მიერ მოკლული ადამიანების ფულით სააფინანსოს ერთი შესაძლო მკვლელობა. გაუგებარია რომელ მკვლელობაზეა საუბარი. მაგრან ფაქტი სახეზეა: გაწელილ შიდაპოლიტიკურ კონფლიქტში პოლიტიკოსები მკვლელობაში ბრალდებამდე მივიდნენ. 

კახა თარგამაძე ვალში არ დარჩენილა. თავიდან ის თავს იკავებდა რაიმე განცხადებებისგან, მაგრამ შაბათ კვირას ვეღარ მოითმინა. კვირას საღამოს პირვეი არხის გადაცემაში "პოლიტიკური კვირა" ყოფილმა მინისტრმა ქართული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მათ გაცვალეს "გლობალური მასშტაბის" ინფორმაცია. ექს-მინისტრმა გააფრთხილა ლევან გაჩეჩილაძე, რომ ამ შემოდგომაზე ის შეიძლება "გარკვეული ქმედებების" ობიექტი გახდეს. 

ამასთანავე კახა თარგამაძემ აღნიშნა, რომ თავის დროზე ისრაელში შეხვედრისას მან ბადრი პატარკაციშვილს ინფორმაცია მისცა ზურაბ ჟვანიას შესაძლო მკვლელობაზე. სხვათა შორის, საიდუმლო სიკვდილი ზურაბ ჟვანიასი, რომელიც, ოფიციალური ვერსიით, გაზმა დახუთა, ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული. ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე ნათელის მოფენის პირობა დადო მისმა თანაპარტიელმა ზურაბ ნოღაიდელმა. მაგრამ სენსაციური გულახდილობა მაინც არ გვეღირსა. შიდაპიოლიტიკური კრიზისის ფონზე ეს თემა ისევ აქტუალური გახდა. 

ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი თავის მხრივ გარდაიცვალა ლონდონში გასული წლის დასაწყისში მოულოდნელი გულის შეტევით. კახა თარგამაძეს არ დაუზუსტებია, ვისგან ემუქრებოდა ამ ხალხის სიცოცხლეს საფრთხე. 

მან მხოლოდ ის თქვა, რომ "საფრთხე არსებობდა იმ ხალხის მხრიდან, ვისაც ბადრი და ჟვანია უშლიდა ხელს". ამოტივტივდა კიდევ ერთი შავბნელი ისტორია - ქართველი ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობა. 

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100