RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

თბილისი ამერიკულ-რუსული ”გადატვირთვის” მოლოდინშია

01.07.2009  |  13:04

3223.jpegშემდეგ კვირას შედგება აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვიზიტი მოსკოვში. რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ მარტში გაკეთდა განცხადება ბრიუსელში ნატოს საბჭოზე, შევა ახალ ფაზაში. ორი ქვეყნის პრეზიდენტები განიხილავენ პარტნიორობის პერსპექტივებს. როგორ აისახება ეს სიახლეები საქართველოზე, რომელიც უკვე მეორე ათწლეულია რუსეთსა და ამერიკას შორის განხეთქილების მიზეზია?

დიმიტრი მედვედევის და ბარაკ ობამას შეხვედრისთვის მზადება ოპტიმისტურ ტალღაზე მიმდინარეობს. 27 ივნისს ნატომ დარუსეთმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მოილაპარაკეს. მხარეებს შორის სამხედრო კავშირები შეწყდა აგვისტოს ომიდ შემდეგ. ამერიკეი პრეზიდენტის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე რუსეთისა და ამერიკის პარლამენტარებმა განიხილეს ურთიერთობების აქტუალური პრობლემები. შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა. ამერიკელმა პარლამენტარებმა აღიარეს აშშ-ს რამდენიმე შეცდომა რუსულ-ქართული ომის შეფასებაში.

თუმცა დიდი იმედების დამყარება ამ ვიზიტზე არ ღირს. ამის შესახებ აცხადებს გავლენიანი ამერიკელი პოლიტოლოგი ტომ გრემი: "ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. არა მგონია, რომ ხლა ამერიკა მზად იყოს ისეთი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის, როგორიც მოსკოვში სურთ". პოლიტოლოოგის აზრით, ახლა ყველაზე მთავარია ბიძგი მიეცეს ურთიერთობების განვითარებას.

საქართველოს პრობლემას ტომ გრემი ცალკე შეეხო. ამერიკელი ანალიტიკოსის აზრით "შეუძლებელია ამ საკითხის გარშემო დაძაბულობის მოხსა". მან განაცხადა, რომ ამერიკა სააკაშვილს კი არა საქართველოს უჭერს მხარს. თუმცა ამასთანავე ტომ გრემი ხაზს უსვამს: "ახალი შეთანხმბემა შექმნის ნდობის ახალ დონეს. შემდგომში ნათელი გახდება, რომ ამერიკე მხარს უჭერს საქართველოს, და არა პირადად სააკაშვილს. ნელ-ნელა ურთიერთობების ატმოსფერო სხვანაირი გახდება და მაშინ მოსკოვი ამას სულ სხვანაირად შეხედავს. შემდეგ კი ჩვენ შევძლებთ ისეთი სიტუაციის პოვნას, რომელიც დააკმაყოფილებს ამერიკასაც და რუსეთსაც".

არც ამერიკელი კონგრესმენები აკონკრეტებენ, თუ როგორი იქნება თეთრი სახლის ქმედებები ახალ პირობებში. კონგრესის წარმომადგენელთა საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ჰოვარდ ბერმანმა თავი აარიდა პასუხის გაცემას კითხვა, თუ რამდენად მოსალოდნელია თეთრუ სახლის მხარდაჭერის შეწყვეტა ფერადი რევოლუციების ლიდერებისთვის. სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ დრო იცვლება, მაგრამ ბერმანი, როგორც მისი წინამორბედები ტომას ლანტოსი და ჰენრი ხაიდი, ისევე მკაცრად იცავს ამერიკის ინტერესებს, როგორც რუსეთის წარმომადგენლები, თავიანთი სამშობლოსას. ასევე კოსაჩოვი ამტკიცებდა, რომ რუსი დეპუტატები თანამშრომლობდნენ ხაიდისთანაც და ლანტოსთანაც.

რუსეთისა და ამერიკის ხელმძღვანელებს მართლაც ბევრი საკითხის გადაჭრა მოუწევთ. ასე რომ საეჭვოა საქართველოს თემა პრიორიტეტუი გახდეს დიმიტრი მედვედევისა და ბარაკ ობამას საუბრისას. თუმცა ამ საკითხის მნიშვნელობის უკუგდებაც არ შეიძლება.

27 ივნისს ნატოს გენერალურმა მდივანმა იან დე ჰოოპ სჰეფერმა განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთსა და ამერიკას შორის უთანხმოების მიზეზი. "მე არ ველი, რომ ეს საკითხი გადაიჭრება უახლოეს დროში, მაგრამ მე ამ პრობლემას განხეთქილების მომტანად მივიჩნევ".

ოფიციალურ თბილისს კი მაინც ბრმად სწამს, რომ ამერიკის ახაი ადმინისტრაცი ისევ ძველებურად გაუწევს საქართველოს მფარველობას. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლემა გიორგი გაბაშვილმა განუცხადა, "ამერიკის სტილში არ შედის თავისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესების დათმობა". ამასთანავე, ექსპერტები, მათ შორის ქართველები, ვარაუდობენ, რომ საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს "დამამშვიდებელი პრიზების მიღება" - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია. თანაც ალიანსიც დაკავებუია "გადატვირთვით და ახალ პარტნიორებს საეჭვო ღირსებებით, რომლებშიც საქართველოს და უკრაინა იგულისხმება, მან უკვე ამჯობინა ერთი ძველი - საფრანგეთი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100