RSS
на русском en in english
19.08.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ჯაშუშომანიის საზაფხულო რეციდივი

02.07.2009  |  11:12

3236.jpegოპოზიციის ლიდერების კახა თარგანაძესთან შეხვედრის სკანდალი ჯერ კიდევ არ იყო ჩაწყნარებული, რომ თბილისში მორიგი აჟიოტაჟი ატყდა. ყველა კრიმინალურ-პოლიტიკური გარჩევის შემდეგ, როლებიც დაკავშირებული იყო თარგამაძის გულახდილობასთან, ახლანდელ ინციდენტს სკანდალსაც კი ვერ უწოდებ. ოპოზიციური პარტიის ოფიცებში იპოვეს მოსასმენი აპარატურა.

პირველი, ვინც ოფისში ნაპოვნზე განაცხადა  იყო სალომე ზურაბიშვილი. მან ორშაბთს ჟურნალისტებს უჩვენა ელექტროსადენი, რომელშიც დამონტაჟებული იყო მოსასმენი მოწყობილობა. სხვათა შორის, სწორედ ამ პარტიის ოფისში შეიკრიბნენ ოპოზიციონერები სათათბიროდ. ვის და რატომ მოუვდა აზრად მოსასმენი აპარატურის ძებნა უცნობია.

უცნაურია, თუ რატომ გადაწყვიტეს ოპოზიციონერებმა  მხოლოდ ახლა ამ საკითხზე ზრუნვა? დაპირისპირების დროს ხომ უამრავი ვიდეო და აუდოჩანაწერი გამოქვეყნდა. ოპოზიციონერებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ იპოვიდნენ მოსასმენს. "ჩვენი შემოწმება შედეგიანი აღმოჩნდა. ისინი (მოსასმენი აპარატები) აღმოაჩინეს ოფისის მთავარ ოთახში. ეს ორი აპარატი თქვენი თანდასწრებით ვიპოვეთ. ვნახოთ, კიდევ რამდენიიქნება",- ემოციების გარეშ აცხადებდა ზურაბიშვილი.

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა  ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების მოსმენას უწოდა  "პოლიტიკურ პარტიებზე რეპრესიების  განხორციელების ერთ-ერთი ფორმა". მოკლედ, ეს ხმაურიანი ისტორიის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. რამდენიმე საათის შემდეგ მომასმენი აპარატები აღმოაჩინეს კონსერვატიული პარტიის ოფისში, მეორე დღეს კი "ალიანსი საქართველოსთვის" ოფისში.

საქმეში ჩაერია საქართველოს სახალხო  დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც  არ ფარავს თავის სიმპათიებს ოპოზიციის მიმართ. მან გააკეთა სპეციალური განცხადება. სუბარმა განაცხადა, რომ მოსასმენი აპარატების ოპოზიცური პარტიების ოფისებში დაყენება ქვეყანაში რეპრესიული რეჟიმის დასტურია. ამასთანავე სუბარის რწმუნებით, ყველა მოსასმენი აპარატი დანომრილია და შსს-ს "ერთ წამში შეუძლია გაიგოს, ვინ და როდის დაამონტაჟა ის". "ჩვეულებრივი ადამიანი ასეთ აპარატს ვერ იყიდის",- ახსნა ომბუდსმენმა.

კონსერვატიული პარტიის ლიდერი მოსასმენი  აპარატების დამონტაჟებას საქართველოს მთავრობას  აბრალებს. ის თვლის, რომ ამასთან  დაკავშირებით "როგორც მინიმუმ, პოსტიდან უნდა გადადგეს ვანო მერაბიშვილი". "რუხი კარდინალის" გადაყენებას, რომელიც ფაქტიურად ყოვლისშემძლეა, ოპოზიცია აქციების დაწყების პირველი დღიდანვე ითხოვს.

რა არ დააბრალეს მას: ისიც, რომ  მისი ბრალია საქართველოში პოლიციური რეჟიმის დამყარება; მასმედიის შევიწროვებაც; 2007 წელს მიტინდის დარბევაც; ზონდერ-ბრიგადების შექმნაც, რომლებიც ახლა ოპოზიციონერებს ცემენ. თუმცა ყოვლისშემძლე ჩინოვნიკის პოზიციები ჯერჯერობით ურყევია. ამ დღეებში კი ის საერთოდაც ვაშინგტონში იმყოფებოდა ვიზიტით. ვანო მერაბიშვილის, მისი მოადგილის ეკა ზღულაძის და სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრების ოკეანის მიღმა გამართული შეხვედრების შესახებ საკმაოდ ლაკონური ინფორმაცია ჩამოვიდა. ცნობილია, რომ ისინი მიიღეს "ძალიან სერიოზულ კაბინეტებში".

ამასობაში, მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებიც კი გამოდიოდნენ  მოსმენების წინააღმდეგ. "კონსტიტუცია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის  ხელუხლებლობას ითვალისწინებს, ამიტომაც იმედი მაქვს, რომ  სამართალდამცავი ორგანოები  ჩაატარებენ ობიექტურ გამოძიებას და საზოგადოება გაიგებს სიმართლეს",- აცხადებდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ელენე თაქთაქიშვილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100