RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოშიც ”გადატვირთვაა”

06.07.2009  |  10:14

3262.jpegქართველ ოპოზციონერთა რიგებში, როგორც ჩანს, ძალთა გადაჯგუფება  ხდება. სამთვიანმა გაუთავებელმა აქციებმა სააკაშვილის მოწინააღმდეგეები სასურველ მიზანს იოტის ოდენათაც კი ვერ მიაახლოვა. ოპოზიციონერები შემოდგომაზე უკანასკნელ და გადამწყვეტ ბრძოლას პირდებიან ხალხს. მანამდე კი ბრძოლა მიდის ვაშინგტონის კეთილგანწყობის მოპოვებისთვის. პოლიტიკია ხომ ჯგუფური თამაშია.

საქართველოში  ოპოზიციურ პარტიათა რიცხვი ძალიან გაიზარდა. უკვე 20-ზე მეტია. თბილისში კი ახლა საუბრობენ იმაზე, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარი პარტიის შექმნა გადაწყვიტა. ეს წინადადება საინფორმაციო სააგენტოს 30 ივნისს გააცნო ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ. მისი თქმით, ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე უახლოეს მომავალში ერთ პოლიტიკური ბლოკში აღმოჩნდებიან. ამასთანავე ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს, რომ ლევან გაჩეჩილაძე შექმნის ცალკე პოლიტიკურ მოძრაობას ან პოლიტიკურ პარტიას, რომელშიც, მისი აზრით, გაერთიანდებიან საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული აკადემიაც.

ოპოზიციის რიგებში ძალთა გადაჯგუფებაზე  საუბარი წავიდა გახმაურებული შემთხვევის გამო, როდესაც  ლევან გაჩეჩილაძე და დავით  გამყრელიძე შეხვდნენ შინაგან  საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს, რომელიც  ქართული ხელისუფლების ვერსიით რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობს. ამ ისტორიას კომენტარი გაუკეთა ყველამ - მიხეილ სააკაშვილისა და მმართველი უმრავლესობით დაწყებული, ყველა ოპოზიციური პარტიის ხელმძაღვანელებით დასრულებული.

სიჩუმეს მხოლოს ირაკლი ალასანია ინარჩუნებდა. ამასაც, რასაკვირველია, თავისი მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, ალასანია იმ დღეებში ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც ის ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის მიწვევით ჩავიდა. მეორე რიგში, დავით გამყრელიძე "ალიანსი საქართველოს" წევრია. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა არ შეატყობინა ალასანიას თავისი სკანდალური შეხვედრის თაობაზე. თავად "ალიანსი საქართველოსთვის" შეიქმნა გაზაფხულზე, ოპოზიციის მიერ ფართომასშტაბიანი მიტინგების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. ეს იყო ოპოზიციონერების ლამის პირველი განხორცილეებული მცდელობა პოლიტიკური მძიმეწონიანების გაერთიანებისა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ხელისუფლებას მარტო ებრძოდნენ და ვერ პოულობდნენ ერთმანეთთან საერთო ენას.

გამოდის, რომ "ალიანსში საქართველოსთვის" პირველი შეცდომა მოხდა, რის გამოც მთელი ოპოზიციური მოძრაობა შეიძლება ფსკერზე  დაეშვას. შემთხვევითი არ იყო, როდესაც მმართველი უმრავლესობა ბერლინის შეხვედრაზე კომენტარის გაკეთებას ითხოვდა ალასანიასგან. ჯერ კიდევ არ არის დავიწყებული, რომ სწორედ გამყრელიძემ წამოწია ალასანიას პრეზიდენტობის კანდიდატურა. ალასანიას გუნდის წევრს ვიქტორ დოლიძეს საზოგადოების დამშვიდება მოუწია: "თუკი საჭირო გახდება, ალასანია მზად იქნება საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად". ალასანია დაბრუნდა. მაგრამ, როგორც პროფესიონალმა დიპლომატმა, თავი შეიკავა მკვეთრი განცხადებებისგან. ის მხოლოდ შემოიფარგლა განცხადებით იმის თაობაზე, რომ პოლიტიკურ სპექტრში არ უნდა არსებობდეს საზღვარგარეთული დაფინანსება და უცხოური კაპიტალი.

პრესაში გახშირდა მოსაზრებები, რომ  ალასანიას რაღაც ფარული მოლაპარაკებები აკავშირებს ხელისუფლების წამრომადგენლებთან. ვაშინგტონშიც ის შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ვიზიტის დროს იმყოფებოდა.

"ვაშინგტონში  იმყოფებიან შსს-ს ხელმძღვანელობა ვანო მერაბიშვილთან ერთად  და ოპოზიციის წარმომადგენლები  ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით.

ამერიკაში ერთდროულად ამდენი მაღალჩინოსნისა და დაპირისპირებულ ბაკანებში მყოფი პოლიტიკოსების ყოფნა გარკვეულ ეჭვებს იწვევს საქართველოს ელიტაში მის თაობაზე, რომ ქვეყნის ბედს სწორედ ეს ადამიანეი წყვეტენ ერთად",- წერდა "დამოუკიდებელი გაზეთი".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100