RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს პარლამენტი გაამკაცრებს დემოკრატიას

06.07.2009  |  10:21

3265.jpegქართულ პარლამენტში მწიფდება პროექტები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდავს. ოპოზიციის გამუდმებული აქციებით შეწუხებულმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტები, რომლებიც ფაქტიურად კრძალავს საკნების დადგმას ქუჩის სავალ ნაწილზე და პლასტიკური ტყვიების გამოყენებას ნებადართულს ხდის. კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა პარტიების ფინანსებზე კონტროლს აძლიერებს.

ხელისუფლებისა ოპოზიციის დაპირისპირება  თბილისში გადაიზარდა დემოკრატიული ხელისუფლებისთვის მიუღებელი ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებში. ეს არის პლასტიკური ტყვიების სროლაც, დაქირავებული კრიმინალების დემონსტრანტებთან მიგზავნაც, გატაცების მსგავსად აქციების მონაწილეების წაყვანა პოლიციაში, მოსასმენიც აპარატები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ოფისებში იპოვეს. ამ ყველაფერში უკვე ვეღარაფერს შეცვლი. მაგრამ ხელისუფლებამ წინასწარ გადაწყვიტა სამართალდამცავთა საყვედურებისგან თავის დაცვაზე ზრუნვა.

1 ივლისს  ცნობილი გახდა, რომ ქართველმა  პარლამენტარებმა შეიმუშავეს  რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც პროტესტის გამოხატვის ხერხებს ზღუდავს.

ძირითადად დეპუტატები დემონსტრაციებისა და მასობრიცი აქციების დროს დარღვევების გამო დაკავების  სასჯელს 30 დღიდან 90 დღემდე ზრდიან. ასევე იგეგმება ჯარიმების  გამკაცრება, მათ შორის  შენობებსა და ძეგლებზე წარწერების გაკეთებაც. რა თქმა უნდა, მათ რიცხვში მოხვდება ღობეებზე ჰალსტუხების დაკიდება და სხვის რეზიდენციებში კურდღლების შეშვება. მსგავსი ცვლილელები შეიძლება "ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსშიც" შევიდეს.

კანონში "მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ" მომზადებულია შესწორება გზების გადაკეტვის აკრძალვის სახით, თუკი მოპიკეტეთა რიცხვი საკმარისად დიდი არ არის. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, გზის გადაკეტვა ხელოვნური ბარიერებიტ მკაცრად დაისჯება. ამგვარად, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დადგმული საკნები უკანონოდ გამოცხადდება.

ყველაზე მეტად ეს შესწორებები ტაქსისტებს გაახარებს, რომლებიც ოპოზიციის  აქციების განმავლობაში ორჯერ  გამოვიდნენ პროტესტით. პირველად, 22 მაისს, ეს დასრულდა მათი ჩხუბით საკნების ქალაქის პოლიციასთან. მძღოლების უკანასკნელი აქცია შედგა 1 ივლისს. მძღოლები საყვირებით აპროტესტებდნენ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას. ტაქსისტებს აღარ სურთ ზემდეტი კილომეტრების გავლა და დამატებითი საწვავის დაწვა. ამას გარდა, მიმდებარე წვრილ ქუჩებზე ზედმეტად ბევრი მანქანა გროვდება და საცობები იქმნება. ოპოზიცია ამ მიზეზებს სულაც არ თვლის დამაჯერებლას და აცხადებს, რომ ტაქსისტების აქცია ხელისუფლების ორგანიზებულია.

თუკი  იქნება მიღებული კანონი მანიფესტაციების  შეზღუდვაზე, მაშინ ასეთი  კონფლიქტები აღარ განმეორდება. "მომავალში ქუჩის რაიმე კონსტრუქციით გადაკეტვას შესაბამისი რეაგირება მოყვება და სამართალდამცავი ორგანოებიც შესაბამის ზომებს მიიღებენ",- გააფრთხილა კუბლაშვილმა.

დეპუტატები  პოლიციის შესახებ კანონის  შეცვლის მომხრეებიც არიან. მათ თანამშრომლებს სამსახურეობრივი  მოვალეობის შესრულების დროს არალეტალური იარაღის გამოყენების უფლება ეძლევათ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის იარაღი, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და აპრიბირებულია ევროპის ქვეყნებში. მათ შორის შედის პლასტმასის ტყვიები, რომელთა გამოც რამდენიმე ოპოზიციონერი საავადმყოფოში მოხვდა, ორმა მათგანმა კი მხედველობა დაკარგა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100