RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული დაპირისპირების სიესტა

07.07.2009  |  10:13

3280.jpegმართალია  ოპოზიცია ამაყად აცხადება, რომ შვებულებაში არ გავიდოდა, მაგრამ ზაფხულის შუა რიცხვებისთვის, როდესაც თერმომეტრის მაჩვენებელი  ორმოცამდე ადის, საპროტესტო მუხტი დაბლა ეცემა. ლევან  გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის კახა თარგამაძესთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდემ რიგმა ოპოზიციონერებმა საკნები დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ რამდენიმე დაგგემილი აქცია მოგველის,უკვე აშკარაა - დაპირისპირების გაგრძელება შემოდგომამდე გადაიდო.

თუკი  ოპოზიციონერთა ერთ ნაწილს არ სურს იმასთან შეგუება, რომ სამთვიანმა დაპირისპირებამ არანაირი რეალური რეზულტატი  არ მოიტანა, სხვები არ ფარავენ  თავიანთ გეგმებს შემოდგომისთვის: მათ სურთ ხელისუფლებასთან  გადამწყვეტ ბრძოლაზე გადასვლა. გახდება კი ის გადამწყვეტი? მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ოპოზიცია და ხელისუფლებას შორის ფრეა. ასე რომ დღეს ზურაბ ნოღაიდელმა განუცხადა ჟურნალისტებს: "სავსებით აშკარაა, რომ საპროტესტო აქციებს რეზულტატი არ მოაქვს, საპროტესტო ტალღის ხელოვნურად შენარჩუნება კი არ ღირს. ბევრად უკეთესია შემოდგომამდე მოცდა და ხელისუფლებაზე ახალი ძალებით შეტევა".

მოკლედ, ნოღაიდელის პარტია ოპოზიციური მოძრაობის ავანგარდში არ ყოფილა. პარტია ყველაზე გვიან  შეუერთდა ქუჩის საპროტესტო აქციებს. თავად ნოღაიდელიც დიდხანს ფიქრობდა, მიეღო  თუ არა მონაწილეობა ქუჩის  მანიფესტაციებში. მას შემდეგ რაც საბოლოოდ დათანხმდნენ, ნოღაიდელი და მისი პარტია რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გამოეთიშნენ აქციებს. როგორც თბილისური გაზეთი "ვერსია" იუწყებოდა, ამის მიზეზი გახდა უთანხმოებები ლიდერებს შორის. ნორაიდელმა მოცდა ამჯობინა.

და აი მისი დროც დადგა. ოპოზიციამ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა ნოღაიდელის პარტიის თავის რიგებში მიღება. ქართული მასმედია ხომ ირწმუნებოდა, რომ ნოღაიდელის გუნდთან, რომელშიც საქართველოს ყოფილი პოლიტ-ელიტა გაერთიანდა, ამერიკაც და რუსეთის მზად იყვნენ დიალოგის საწარმოებლად. ამ დროის განმავლობაში ნოღაიდელმა წარმოადგინა საკუთარი ეკონომიკური პროგრამა, ჯარის რეფორმირების პროექტი, ასევე აფახაზეთთან და ოსეთთან თანამშორმობის მექანიზმები.

ახლა  ყოფილი პრემიერი ერთ-ერთი პირველი  აცხადებს საზაფხულო ტაიმ-აუტს. გამართლებულია თუ არა ასეთი  გადაწყვეტილება? საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფულია. "ცხოვრება მშვენიერი არ არის, საქართველოში კატასტროფული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია",- თქვა მან. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოვლენების განვითარებამ სამოქალაქო დაპირისპირებამდე შეიძლება მიგვიყვანოს და მხარი დაუჭირა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. მისი თქმით, მას საქართველოს ისტორიაში ასეთი ძლიერი ოპოზიცია არ ახსოვს.

მოკლედ, დაპირისპირების საშემოდგომო  რაუნდზე უკვე ისაუბრა ლევან გაჩეჩილაძემ. "მე დარწმუნებული ვარ საზოგადოების შემართებაში, რომ ჩვენ შევძლებთ უკანასკნელი ნაბიჯების გადადგმას",- აცხადებდა გაჩეჩილაძე. "იმედი მაქვს, რომ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად "დავასრულებთ" სააკაშვილს და მის რეჟიმს შემოდგომაზე",- თქვა მან. ამასთანავე გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ზაფხულშიც გააგრძელებდნენ ოპოზიციონერები პროტესტს. "ზაფხულში ჩვენ რამდენიმე ძალიან სერიოზულ აქციას ვგეგმავთ,- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა.- ერთ-ერთი მათგანი მიეძღვნება ივლისის მეორე ნახევარში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს, მეორე კი - რუსეთთან ომის დაწყბის წლისთავს 7 ივლისს."

იმავე აზრს იზიარებს "ქალთა პარტიის" ლიდერი გუგული მაღრაძე. ის თვლის, რომ პოლიტიკური აქტიურობა  შეიძლება შემოდგომაზე გაიზარდოს  და ოპოზიცია კონკრეტულ რეზულტატებს  მიაღწევს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100