RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მედვედევისა და ობამას დიალოგში სააკაშვილი ზედმეტი აღმოჩნდა

08.07.2009  |  16:12

3299.jpegამერიკისა და რუსეთის შეხვედრის პირველსავე დღეს საქათველო მათი საუბრის თემა გახდა. რა თქმა უნდა. ამ ფაქტის სხვადასხვანაირადც გადმოცემა შეიძლება. მით უმეტეს, რომ ბარაკ ობამამ კრელმში კონფერენციაზე გაიმეორე ვაშინგტონის ცნობილი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ თბილისი, შეიძლება, სულაც არ უხსენებიათ იმიტომ, რომ პრეზიდენტებს მეტი განსხილველი არაფერი ჰქონდათ. ეს უფრო თანამოსაუბრეების სურვილს ჰგავდა მალე დაეხურათ "უსიამოვნო თემა", რათა გონება მოეკრიბათ ყველაზე მთავარზე, რისთვისაც ობამა მოსკოვში ჩავიდა.

როგორც შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სჰეფერმა ივარაუდა, საქართველოს რუსეთსა და ამერიკას შორის განხეთქილება არ ჩამოუგდია. სჰეფერმა თქვა: "მე არ ველი, რომ ეს საკითხი უახლოეს დროში გადაიჭრება, მაგრამ მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ის რაიმე უთანხმოებებს გამოიწვევს".

კრემლში ამერიკელმა და რუსმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკების მსვლელობით კმაყოფილები არიან. "მოლაპარაკებები ვიწრო წრეში ძალიან პროდუქტიული იყო. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ მივაღწევთ ყველა განსახილველ საკითხში პროგრესს",- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. "ჩვენ ტყუილად არ დაგვიკარგავს დრო, განვიხილეთ მნიშვნელოვანი თემები",- აღნიშნა თავის მხრივ მედვედევმა.

მოგვიანებით დიმიტრი მედვედევთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ობამამ განაცხადა, რომ მან თავის რუს კოლეგასთან ერთად განიხილა ის საკკთხები, რომელთა თაობაზეც ორ ქვეყენას დღემდე აქვს უთანხმოება, "ძირითადად ჩვენ საქართველოს საკითხს ვიხილავდით".

როგორც ცნობილია, რუსეთმა ცნო მანამდე საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ორი რესპუბლიკის - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებლობა. ეს მოხდა სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ 2008 წელს წამოწყებული ომის შემდეგ. თბილისი აცხადებს, რომ საქართველო არასოდეს შეურიგდება ტერიტორიების დაკარგვას.

პრეს-კონფერენციაზე ბარაკ ობამამ ამერიკის სეერთებული შტატების ცნობილი პოზიცია გაიმეორა ამ საკითხთან დაკავშირებით: "მე დავადასტურე ჩვენი აზრი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ეცეს. ჩვენ საქართველოს ახლანდელ საზღვრებს არ ვეთანხმებით. ჩვენ სამხედრო კონფლიქტით არ ვართ დაინტერესებულები. ყველა ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს. მე და პრეზიდენტ მედვედევს გვსურს ქიშპობის გვერდზე გადადება და წინსვლა",- თქვა ობამამ.

საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. რეაქციის სისწრაფე გვკარნახობს: საქართველოს ლიდერი გულისყურით ადევნებდა თვალს ამერიკის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტის მიმდინარეობას. სხვათა შორის, ეს ვიზიტი საქართველოს მასმედიის პირველ განხლვის თემად იქცა. ადგილობრივი ანალიტიკოსები აკეთებდნენ პროგნოზებს, აზარტული დამკვირვებლები ნაძლევებს დებდნენ,როგორც შეეფერება ცხელი კავკასიური სისხლის ხალხს.

ექსპერტების უმეტესობა იმ აზრზე თანხმდებოდა, რომ ამერიკა "არ დათმობდა საქართველოს". ამაში განსაკუთრებულად დარწმუნებული იყო ირაკლი ალასანია. რომელიც ახლახნ დაბრუნდა საკმაოდ დადებითი ვოიაჟიდან ვაშინგტონიდან. იქ მას რიგი მნიშვნელოვანი კონტაქტები აქვს. ის,როგორც ჩანს, როგორც დასავლეთისკენ ორიენტირებული ახალგაზრდა პოლიტიკოსი, წინასწარ ჩააყენეს მოსკოვში საქართველოს სასაუბრო თემის ნიუანსებში.

ცოტა არ იყოს სასაცილოდ ჟღერდა ქართველი რომანტიკოსი პოლიტიკოსის შალვა ნათელაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ საკმარისია თხოვნა და მის ქვეყანას შეეშვებიან. რადგანაც საქართველოს ყველა უბედურება, მისი მტკიცე რწმენით, ამერიკისა და რუსეთის კავკასიაში მოქიშპეობისგან მოდის. პოლიტიკოსისთვის საკმოდ უჩვეულო მიდგომაა.

რადგანაც არა მგონია მას არ ესმოდეს, რომ მისი უფრო მეტად იღბლიანი კოლეგები, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან, სწორედ ამ ქიშპობაზე აგებენ პოლიტიკურ სტრატეგიას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100