RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

კანონი დემოკრატიასა და დემაგოგიას შორის

09.07.2009  |  23:14

3322.jpegუკანასკნელ დღეებში საზოგადოების ყურადღება საქართველოში და საზღვარგარეთაც მიჯაჭვული იყო რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრაზე. მაგრამ თბილისში არც შიდაპოლიტიკური ამბები დაუვიწყებიათ. როდესაც მოსკოვის სამიტი დასრულდა, ქართულმა მასმედიამ შეავსო ადგილობრივი პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებები. განხეთქილების მიზეზი გახდა შესწორებები კანონმდებლობაში, რომელთა დახმარებითაც პარლამენტარებს ოპოზიციის რუსთაველის გამზირიდან გაძევება სურთ.

ჯერ კიდევ გასულ თვეში პარალმენტარებმა გადაწყვიტეს კანონში "პოლიციის შესახებ", ადმინისტრაციულ სამართლებრივ კოდექსში და "შეკრებებისა და მანიფესტაციები" კანონში ცვლილებების შეტანა, რათა წერტილი დაესვათ გაუთავებელი მიტინგებისა და საპროტესტო აქციებისთვის. ივლისის სიცხის დადგომასთან ერთად მიტინგები თანდათანობით შემცირდა. მაგრამ ზაფხულს აუცილებლად შემოდგომა მოყვება, რომელზეც ოპოზიციონერები ახლა მთელ იმედებს ამყარებენ.

თუკი შესწორებები შევა კანონმდებლობაში, შემოდგომა შეიძლება ძალიან ჩუმი და მშვიდობიანი იყოს, რადგანაც ხელისუფლება ოპონენტებს სასწრაფოდ პასუხისგებაში მისცემს შესწორებული კანონის მთელი სიმკაცრით. კანონმდებლები, ძირითადად, არ ფარავენ, რომ აპირებენ გისოსებიანი საკნების უკანონოდ ცნობას.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი აპირებს ოფიციალურად აკრძალოს ნებისმიერი სპეციალური კონსტრუქციის გამოყენება ქუჩის გადასაკეტად აქციის დროს. ამისთვის, მისი თქმით, მიიღება შესწორებები კანონში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ". კუბლაშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ საუბარია კანონის ზოგიერთი ასპექტის დაზუსტებაზე.

თუმცა, მისი თქმით, შესწორებების შეტანის შემდეგ ოპოზიციას მაინც ექნება ადმინისტრაციულ შენობებთან მანიფესტაციების ჩატარების, მაგრამ არა 20 მეტრზე ახლო დისტანციით. გამოდის, რომ არ მიუახლოვდნენ შენობებს და არც ქუჩა გადაკეტონ, ოპოზიციონერებს მოუწევთ ჯაჭვის გაკეთება სავალი ნაწილის კიდეზე და ასე ეცადონ ბალანსის დაცვას ახალი კანონის ზღვარზე.

რადგანაც მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოს ახლანდელი ხელისუფლებისადმი უცვლელი დარჩა, ოპოზიცია აპირებს კიდევ ერთხელ შეახსენოს დასავლელ მეგობრებს სააკაშვილის მთავრობის მიერ დემოკრატიის დარღვევის შესახებ.

ეკა ბესელიამ მიუთითა იმაზე, რომ ცვლილებები, რომელთა შეტანასაც ხელისუფლება რიგ კანონებში აპირებს, ხელს შეუწყობს რეპრესიების ახალ ტალღას. ბესელიას თქმით, ეს შესწორებები დიქტატურისკენ გზას ხსნის და არ შეიძლება მათი მიღების დაშვება. "ამ ცვლილებეის სედეგად, ხელისუფლება გეგმავს პოლიტიკუი რეპრესიების ახალი ტალღის დაწყებას და ადამიანის ისეთი უფლებებისთვის უკანონობის დარქმევას, როგორიც არის აზრის გამოთქმის და სიტყვის თავისუფლება. ეს ყველაფერი კონსტიტუციის დარღვევაა და ამას ჩვენი მწვავე რეაგირება მოყვება",- განაცხადა ბესელიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძემ ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებაში ცვლილებების შეტანით მთავრობა ხალხს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს. მან თქვა, რომ ვერანაირი კანონპროექტი ვერ შეაჩერებს საზოგადოების პროტესტს. "აქციები გაგრძელდება. სანამ არსებობს პროტესტი, არ არსებობს არანაირი ქაღალდი და კანონი, რომელიც მას შეაჩერებს. მსოფლიო მაგალითი: ადამიანმა გამოიგონა ბოქლომი, მაგრამ გასაღებიც ადამიანმა გამოიგონა. ხელისუფლება ისე არ უნდა მოიქცეს, რომ ბოქლომიც და გასაღების თან გაიყოლოს. არ უნდა მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება",- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ოპოზიციის უკან დახევის დაჯერება რთულია, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ახალი კანონი ძალაში შევა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100