RSS
на русском en in english
25.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საპროტესტო აქციების რეტროსპექტივა: შავი და თეთრი

13.07.2009  |  09:45

3335.jpegსაქართველოს ოპოზიციამ უკვე გამოაქვეყნა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის სამოქმედო გეგმა. ოპოზიციონერებმა უკვე მოიპოვეს დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა კანონში მოსალოდნენ არადემოკრატიულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიტინგებს და მსგავს მანიფესტაციებს ხელისუფლებას დაუქვემდებარებს. უფრო მეტიც, ამერიკელი სტუმრის ჩამოსვლისას შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი ოპოზიციური ორგანიზაცია.

გაერთიანებული ოპოზიციის უპარტიო ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე აპირებს ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური "საქართველოს დაცვის" მოძრაობის წარდგენას. ასე ოპოზიცია აპირებს გააგრძელოს საპროტესტო ტალღის სტრუქტურული ფორმირება, რათა სექტემბრისთვის წამოიწყონ ახალი. ოპოზიცია პირობას დებს კოორდინაციის რეჟიმის შენარჩუნების და სექტემბრამდე კონფერენციის ჩატარების, რათა პირველ საპროტესტო აქციებზე გაკეთდეს დასკვნები და გამოსწორდეს შეცდომები.

მოკლედ, თუკი გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით საქართველოში უკვე 20-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა, ხოლო უკვე არსებული პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერები აპირებენ ახალი პარტიების შექმნას, მაშინ შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობა არაერთხელ მოუწევთ. "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანიაც აპირებს უახლოეს მომავალში საკუთარი პარტიის შექმნას. მისი სახელიც კი გახდა ცნობილი - "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები". ამასთანავე 8 ივლისს "ალიანსმა საქართველოსთვის" თავის საპრეზიდენტო კანდიდატად სწორედ ირაკლი ალასანია დაასახელა.

როგორ იქნება პარტიებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის მუშაობა კოორდინირებული არავინ იცის. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ოპოზიციური ლიდერები საზღვარგარეთის დახმარების მოპოვებისთვის იბრძვიან. ამ კვირაში ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსს. ამჯერად მათ დიპლომატებს გაუზიარეს თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება კანონმდებლობაში შესწორებების შეტანის თაობაზე.

ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის მსგავსი შეხვედრები უკბე რეგულარური რეჟიმით ტარდება, მაგრამ ცვალებადი წარმატებით. დიპლომატები ხან აკრიტიკებენ ოპოზიციის ქმედებებს, ხან ხელისუფლებას ტუქსავენ. ამასთანავე დიპლომატიური კორპუსი უცვლელად მოუწოდებს მხარეებს დიალოგისკენ.

მიდგომების გაწონასწორებულობაზე და ურთიერთგაგების აუცილებლობაზე დიპლომატები ახლაც საუბრობდნენ. ოპოზიციონერები კი თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. "თუკი ვინმე ფიქრობს, რომ დემოკრატიული ფასადის დახმარებით შეძლებს ქვეყნის დაბრუნებას საბჭოთა კავშირის და დიქტატურის დროში, ძალიან ცდება და ყველაფერს ცუდად დაამთავრებს",- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.

"ალიანსი საქართველოსთვის" წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გაოცება გამოხატეს კანონმდებლობითი ცვლილებების თაობაზე.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო შესწორებების გარდა ოპოზიციამ შეხვედრაზე თავისი აქტივისტების დაკავების საკითხიც წამოაყენა. სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ნაბიჯია უკან, წარსულისკენ.

გერმანიის ელჩმა საქართველოში პატრისია ფლორმა ჟურნალისტებს ოპოზიციასთნ შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ შესწორებების საკითხი დიდი ყურადღებით უნდა აიწონოს, რათა შენარჩუნდეს ბალანსი ფუნდამენტურ უფლებებსა და პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირების აკრძალვას შორის. მან ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატებმა რეკომენდაციები გაუწიეს შესწორებებთან ვენეციური კომისიის დაშვევის, რომელიც ევროპის საბჭოს მრჩეველია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100