RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

არასეკვესტრირებული ბიუჯეტი

13.07.2009  |  09:50

3337.jpegბიუჯეტის არასეკვესტრირება ანუ იდეა იმის შესახებ, რომ კრიზისმა ჩაიარა და დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, ამჟამად ძალზედ პოპულარულია საქართველოს ხელისუფლებაში. ექსპერტები კი გაფრთხილებას იძლევიან უსაფუძვლო იემედების გამო. საქართველოს ეკონომიკური სიტუაცია ისეთივე ჩახლართულია, როგორც პოლიტიკური.

ხელისუფლება ბიუჯეტის ზრდაზე საუბრობს, თავის მხრივ კი ექსპერტები კრიზისის ახალ ტალღას წინასწარმეტყველებენ. მიუხედავად ამისა, რამოდენიმე დღის წინ პაელამენტის ბიუროს სპეციალურ სხდომაზე, დამტკიცებული იქნა ქვეყნის ბიუჯეტის შეცვლის პროექტი. რომელიც მის ზრდას ითვალისწინებს, იტყობინება ინტერნეტ-პორტალი "ბიზნეს-გრუზია".

საქართველოში ეკონომიკურ სიტუაცუისათან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითად, საქართველოს ნაციონალური ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, როგორც ქართული რადიოსადგური "კომერსანტი" გვატყობინებს, აცხადებს, რომ ქართულ ეკონომიკაში ორი ყველაზე უფრო ცუდი და მძიმე კვარტალი უკვე განვლილია. საერთაშორისო სავალიუტო ფონდზე დაყდნობით ის ამტკიცებს, რომ მსოფლიო ეკონომიკა რეცესიას განიცდის და საქართველო ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ არის. ამიტომაც ქადაგიძის თქმით, კრიზისის პირობებში აუცილებელია ბიზნესის წახალისება. "ეკონომიკის წახალისების გეგმის პირველ ეტაპზე ჩვენ მაქსიმალურ აქტივობას ველოდებით, (სახელმწიფო) გეგმაში წარმოდგენილია ის ნაბიჯები, რომლებიც გააცოცხლებენ ეკონომიკას და ოპტიმიზმს დაუბრუნებენ ბიზნეს სექტორს".- ამბობს ქადაგიძე.

აქსპერტი ეკონომიკის დარგში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი დავით ნარმანია ამტკიცებს:"საუბარი ქართული ეკონომიკის გამოცოცხლებაზე ზედმეტია, უმუშევართა რიცხვი იზრდება, საბიუჯეტო შემოსავლები და მთლიანი შიდა პროდუქტი იკლებს, რა აქტივობაზეა საუბარი?".

ახლახანს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ასად ალლამიმ გაფრთხილება გააკეთა, რომ მორიგი კრიზისის ტალღა უახლოეს მომავალში შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც მცირე ეკონომიკა აქვთ, რაც " გავლენას იქონიებს სახელმწიფო ხარჯებზე, სოციალურ მდგომარეობაზე და უმუშევრობის ზრდაზე". თუმცა, მიუხედავად უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების პროგნოზებისა, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ წელიწადს ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს 317 მილიონი ლარით. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისიდან შემცირდა საგადასახადო შემოსავლები.

რის ხარჯზე მოხდება ბიუჯეტის ზრდა? ამ კითხვას, საპარლამენტო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა ამგვარი პასუხი გასცა:"საუბარია გრანტებზე, კრედიტებზე და გათვლა გაკეთებულია შემოსავლების შემცირებაზე". ამ წლის ბოლომდე საქართველომ უნდა მიიღოს საერთაშორისო ფინანსური დახმარების დიდი მაწილი. მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები, გათვლილია ამ სავარაუდო კრედიტებზე, რომლის მიღებაც მთავრობამ არც ისე დიდი ხნის წინ გადაწყვიტა.

თუმცა, არამარტო სავარაუდო, მსოფლიო ბანკმა ამ დღეებსი 85 მილიონი დოლარი გამოყო. ევროკომისიამ სამშაბათს გამოაცხადა საქართველოსთვის დამატებითი ორი მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ, იმ ადამიანებისათვის დახმარების გასაწევად, რომლებიც უფრო მეტად დაზარალდნენ 2008 წლის აგვისტოს საქართველო- სამხრეთ ოსეთის კონფლიქტისას.

საერთაშორისო სავალიუტო ფონდის მისია საქართველოში იმყოფება ორკვირიანი ვიზიტით. მოლაპარაკებებისას, პირველად იქნება განხილული სსფ-ს მხრიდან საქართველოს საბიუჯეტო დახმარების საკითხი, გვატყობინებს "ვზგლიადი". სსფ-ს მიერ ადრე გამოყოფილი თანხები მხოლოდ სავალიუტო რეზერევების შევსებას მოხმარდა. კონკრეტულად როგორ დახმარებას გაუწევს საერთაშორისო სავალიუტო ფონდი საქართველოს, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ამის და მიუხედავად, ეკონომისტების ნაწილი რჩევას იძლევა არ გაზარდონ ბიუჯეტი, არამედ პიტიქით, შეამცირონ. ყოფილი დეპუტატი და ეკონომიკის საკითხების ექსპერტი შოთა გვენეტაძე, რომელიც ახალა ოპოზიციურ პარტია "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" წარმოადგენს, ამბობს:" ამ წელიწადს შემოსავლები 1 მილიარდი ლარით შემცირდება. ამიტომაც აუცილებელია დღესვე მომზადდეს ბიუჯეტის სეკვესტრირების გეგმა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100