RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ოპოზიციის რეალისტები და მეოცნებეები

14.07.2009  |  09:40

3353.jpegქართული ოპოზიცია ხელისუფლებისთვის ცხელი შემოდგომის მოწყობის პირობას დებს. ამასობაში კი მის რიგებში ძალთა ახალი გადაჯგუფება იგეგმება. უფრო მეტიც, ირაკლი ალასანიამ, რომელიც გაემიჯნა რადილაურ ოპოზიციას, აცხადებს, რომ ხელისუფლების განწყობა შეიცვალა და ის ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა.

ალასანია ახლახან დაბრუნდა ვაშინგტონიდად, სადაც მოლაპარაკებები აწარმოა ოფიციალურ პირებთან. თავისი ვიზიტის შემდეგ მან თბილისში პრეს-კონფერენცია დაგეგმა. იქ ალასანიამ განაცხადა, რომ ამერიკელ პარტნიორებს მოუთხრო 15 ივნისის შესახებ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია ოპოზიციის მიტინგი და ქვეყანაში აამუშავა რეპრესიული მანქანა.

ალასანია, ქართული მასმედიის აზრით, არის ის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც აწყობს ამერიკასაც და რუსეთსაც. პერიოდულად ვრცელდებოდა ჭორების იმის შესახებ, რომ ალასანია ხელისუფლებასთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც პროფესიონალი დიპლომატი, ირაკლი ალასანია თავს იკავებს რიტორიკისგან და ერთ-ერთი პირველი გამოვიდა ხელისუფლებასთან დიალოგის წინადადებით. ახლა მან განაცხადა: "სამწუხაროდ, ხელისუფლება ჯერ კიდევ აგრძელებს იგნორირების პოლიტიკას, მაგრამ მე ვიცი, რომ იქაც არის მზარდი განწყობა იმისა, რომ შეიცვალოს რეჟიმის მიერ რეალური დიალოგის იგნორირების პოლიტიკა".

თუმცა ბოლომდე გასაგები არ არის - როგორ და რა საკითხებზე უნდა აწარმოოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგი. სააკაშვილთან გამართული ორი შეხვედრა სრულიად უშედეგო აღმოჩნდა და ოპოზიციონერებიც საპროტესტო აქციებს დაუბრუნდნენ. შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ლევან გაჩეჩილაძე პირისპირ სასაუბროდ მიიწვია. რეზულტატი იგივე იყო, რაც ადრე. 10 ივლისს კი ლევან გაჩეჩილაძემ ახალი ოპოზიციური მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა.

ირაკლი ალასანიას ლოგიკით გამოდის, რომ მოლაპარაკების პირველი ორი რაუნდი არასერიოზული იყო, ახლა კი ყველაფერი ნამდვილად იქნება? ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციური პატიების რაოდენობა იზრდება. თავად ალასანია ერთ კვირაში მოაწყობს საკუთარი პარტიის "ჩვენი საქართველოს" პრეზენტაციას. ამასთანავე ის რჩება "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერად, რომელიც ახალი წევრებით შეივსება. ალიანსში შესვლას აპირებს "ეროვნული ფორუმი". ალასანიამ ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა. როგორც იუწყება რადიო "კომერსანტი", მისი თქმით, საპროტესტო აქციების დროს ალიანსი და "ეროვნული ფორუმი" ახლო პარტნიორები იყვნენ.

თუკი ალასანია საუბრობს ხელისუფლებაში განწყობის შეცვლასა და "რეალური დიალოგის" შესაძლებლობაზე, "ეროვნული ფორუმი", რომელიც უახლოეს დროში ალიანსში შევა, ხალხს მოუწოდებს "ერთიანი შტაბის" შექმნისა და დაუმორჩილებლობის აქციის დაწყებისკენ.

ამის შესახევ განაცხადა ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ. სწორედ შტაბმა უნდა გადაწყვიტოს, მისი აზრით, საპროტესტო აქცეიები დროს წარმოქმნილი ყველა პრობლემა.

სანიკიძემ ასევე მოუწოდა კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ აქტიურად ჩაეტარებინათ მუშაობა რეგიონებში. "ეს ხელისუფლება უკვე ყელში ამოუვიდა, არა მარტო თბილისს, არამედ მთელ საქართველოს, და ვენ უნდა დავიწყოთ ერთიანი დაუმორჩილებლობის აქციის ორგანიზება",- განაცხადა მან. ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ მალე ძალიან დიდი აქციები დაიწყება. "ერთი დიდი აქცია სჯობს ათ უაზროს",- ხაზი გაუსვა სანიკიძემ.

მიუხედავად ოპოზიციაში არსებული აშკარა აზრთა სხვადასხვაობისა, ოპოზიციონერები გაერთიანების იმედს არ კარგავენ. ალასანიას თქმით, თითქმის მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ მისი პარტია გააგრძელებს ალიანსის სხვა წევრებთან კოორდინირებას. ამასთანავე ალასნიას იმედი აქვს, რომ მისი პარტიის რიგებში იხილავს საპარლამენტო უმცირესობის წევრს გია ცაგარეიშვილს. კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100