RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

კანონიერი რეზინის ტყვიები

14.07.2009  |  09:44

3354.jpegსხვადასხვა დროის პოეტები და მწერლები ტყუილად არ უმღეროდნენ საქართველოს თავიანთ ნაწარმოებებში. თუმცა დატკბობა მტკვრის ხმაურით, აბანოებით და მზის სხივებით, როგორც ჩანს უახლოეს დროში არ იქნება შესაძლებელი... დამნაშავე პოლიტიკაა. პარლამენტი ხმას აძლევს პოლიციის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების დაკანონებას, მიტინგების ჩატარების წესების გამკაცრებას, პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ოპოზიციური მიტინგები სხვა არაფერია, თუ არა "ქარიშხალის წყლის ჭიქაში". პარადოქსია, მეტი არაფერი...

ჩვნდება კითხვა: მართალია თუ არა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ოპოზიციის პროტესტს ასე უწოდებს? თუკი ოპოზიციონერები ამდენად უწყინარები არიან რა საჭიროა წესების გამკაცრება?

თუმცა პარლამენტმა პირველივე მოსმენაზე მისცა ხმა 11 ივლისს საკანონმდებლო შესქორებებს, რომლების მმართველმა პარტიამ მოამზადა. ცვლილებები მიმართულია მიტინგის წესები გამკაცრებისკენ და ადმინისტრაციული ჯარიმებისა და დაკავების ვადების გაზრდისკენ. ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებები კრძალავს ნებისმიერი აქციის ჩატარებას ადმინისტრაციულ შენობებთან 20 მეტრის რადიუსზე. ზუსტდება ასევე ქუჩის სავალი ნაწილის გადაკეტვის წესები: ეს დაშვებულია მხოლოდ მიტინგზე საკმარისი რაოდენობის ხალხის ყოფნისას, როდესაც მანიფესტაციების სხვაგვარად ჩატარება უბრალოდ შეუძლებელია. დაკავების ვადა კი 30 დღიდან 90 დღემდე იზრდება.

ოპოზიცია დიდი ხნით ადრე გამოდიოდა ამ ინიციატივის კრიტიკით. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს რეპრესიების ახლაი ტალღის დაწყებას. ბესელიას თქმით, ეს შესწორებები დიქტატურის გზას აღებს და მათი დაშვება არ შეიძლება. ლევან გაჩეჩილაძემაც ასევე აღნიშნა, რომ საკანნონმდებლო ხელისუფლებაში ცვლილებების შეტანით ხელისუფლება მოსახლეობას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას ყურადღება არ მიაქცია. საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა ხმის მიცემაში მონაწილეობაზე. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები დაჟინებით მოითხოვდნენ პროექტის ვენეციური კომისიისთვის გაგზავნას და მხოლოდ ამის შემდეგ მის განხილვას. თუმცა უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პაკეტი ვენეციური კომისიის ექსპერტიზაზე მხოლო მისი მიღების შემდეგ გაიგზავნება.

ჯონდი ბაღათურია სასჯელის ვადის შემცირებას მოითხოვდა 15 დღემდე. როგორც დეოუტატი აცხადებდა, "კომუნისტურ რეჟიმშიც კი ადმინისტრაციული სასჯელი იყო 15 დღე, დემოკრატიულ ქვეყანაში კი ვადის გაზრდა არაფრით არ შეიძლება". ბაღათურიამ თქვა, რომ "კანონის დამრღვევები" შეიძლება პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ახლანდელი შესწორებები ატარებს პოლიტიკურ ხასიათზ, როდესაც ისროლა რეპლიკა, რომ პოლიტიკური მოტივებით კომუნისტები თავიანთ ოპონენტებს 15 დღით კი არა 15 წლით სვამდნენ.

ასე რინ "ნაციონალები" კომუნისტებისგან შორს არიან, ისევე როგორც დემოკრატებისგან. უმცირესობის ხმისთვის ხომ მმართველ უმრავლესობას ყურადღებაც არ მიუქცევია.

საპარლამენტო ოპოზიციამ დასახმარებლად თემიდას ხმობას ცდილობდა. თუკი ხელისუფლება მხოლოდ ახლა დააკანონებს რეზინის ტყვიების გამოყენებას, მაშინ 2007 და 2009 წელს უკანონობა მოხდა. შესაბამისას, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

თუმცა მმართველი უმრავლესობა გაჯიუტდა იმის შესახებ, რომ არსებული კანონი სულაც არ კრძალავს არალეტალური იარაღის გამოყენებას წესრიგის დამყარების მიზნით. დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა, რომელიც კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორია, განაცხადა, რომ შესწორებები იმისთვის გახდა აუცილებელი, რათა "დადგეს ის დრო, როდესაც პოლიციას შეეძლება არალეტალური იარაღის გამოყენება".

გამოდის, რომ ახლანდელ "დემოკრატიულ საქართველოში" ხელისუფლების პარტია ყოველთვის მართალია. ტყუილად არ ადარებენ ვარდების რევოლუციის შედეგად მოსულ "ახალგაზრდა რეფორმატორებს" ნეობოლშევიკებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100