RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სამშვიდობოს დღე სამხრეთ ოსეთში

15.07.2009  |  10:25

3370.jpegდაახლოებით ერთი წლის წინ რუს სამშვიდობოებს სამხრეთ ოსეთში წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საქართველო მათ თავს დაესხმებოდა. მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა. სამხედროებიო უკვე აღიარებული რესპუბლიკის საზღვარზე დახმარებას უწევენ მას. ოსები კი ისევ ისე აღნიშნავენ სამშვიდობოს დღეს და იხსენებდნენ თუ როგორ მოუტანათ მათ რუსმა ჯარისკაცებმა 1992 წელს მშვიდობა და 2008 წელს ამისთვის სიცოცხლე გაწირეს.

სანამ ბორის ელცინი და ედუარდ შევარდნაძე 1992 წელს შეთანხმებოდნენ, სამხრეთ ოსეთმა ზედიზედ ორი აგრესია გადაიტანა ქართული ჯარის მხრიდან.

პირველი, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, დასრულდა სამოქალაქო ომით. ცხინვალი აიღეს. რეგიონის ათი ათასობით მაცხოვრებელი ლტოლვილი გახდა. ოსეთის თავდაცვის დანაყოფებმა გაყარეს საქართველოს სამხედრო ფორმირებები. საპასუხოდ ოფიციალურმა თბილისმა სამხრეთ ოსეთის ბლოკადა დაიწყო. გაითიშა ენერგომომარაგება, რამაც სიცივისგან მსხვერპლი გამოიწვია. იბლოკებოდა გზები, რომლებითაც ცხინვალში პროდუქტები შედიოდა. თავს ესხმოდნენ ლტოლვილების კოლონებს. საქართველოს ჯარი პერიოდულად ცხინვალს ცეცხლს უხსნიდა მის გარშემო მყოფი სიმაღლეებიდან.

1992 წლის ბოლოს ედუარდ შევარდნაძე მოვიდა მთავრობის სათავეში. მან გადაწყვიტა თავისი წინამორბედი ნაბიჯის გამეორებდა და კვლავ აპირებდა ცხინვალის ძალით აღებას. თუმცა რუსეთის ხელისუფლების ზეწოლით შევარდნაძე დათმობებზე წავიდა და დაიწყო მოლაპარაკებები მშვიდობიან დარეგულირებაზე.

1992 წლის ივნისში ხელი მოეწერა შეთანხმებას. 14 ივლისს შეწყდა ცეცხლი და კონფლიქტის ზონაში შევიდნენ სამშვიდობოები. ეს დღე სამხრეთ ოსეთისთვის ზეიმად იქცა და მას დღემდე აღნიშნავენ.

ამ შეთანხმების თანახმად სამშვიდობოები 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ მშვიდობას და იყვნენ სამხედრო ქმედებების შეკავების გარანტები. მაგრამ 2004 წლიდა, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ოფიციალურმა თბილისმა რუსი სამშვიდობოების დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო. მათ აბრალებდნენ შეიარაღებისთვის ხელის დაფარებაში, კანონიერ გამშვები პუნქტებიდან კი არა, როკის გვირაბიდან როტაციებს, კონტიგენტის გაძლიერებას, ეუთოს დამვკირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნას. სამშვიდობო კონტიგენტს უწოდეს დაინტერესებული და არა ნეიტრალური ძალა. ამით მიანიშნეს, რომ რუსეთი ეკონომიკუტრად მხარს უჭერდა ედუარდ კოკოითის რეჟიმს და ურიგებდა რუსულ პასპორტებს ადგილობრივ მაცხოვრებლებს.

საქართველოს პარლამენტმა რამდენჯერმე მიიღო გადაწყვეტილება კონფლიქტური რეგიონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე. თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ დსთ-დან გამოსვლის შემდეგ შეეძლო. სამხრეთ ოსეთში კი სამშვიდობოები ორმხრივი ეგიდის მიხედვით იმყოფებოდნენ. ამიტომაც ამ საკითხის გადაწყვეტა რუსეთის პრეზიდენტის თანხმობის გარეშ შეუძლებელი იყო.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სამშვიდობოები შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნეოდნენ, თუმცა კონფლიქტის ესკალაცია იგრძნობოდა საზღვრის ახლოს მდებარე ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნაში, საქართველოს მზვერავი აპარატების ფრენაში და ქართული მხრიდან სამხედრო ტექნიკის შეკრებაში.

საპასუხოდ სამშვიდობოები ხსნიდნენ ახალ ბლოკ-პოსტებს და თვითმფრინავით აკვირდებოდნენ სამხრეთ ოსეთს. საქართველოს ელჩი გაიწვიეს მოსკოვიდან, ხოლო აფხაზეთიდან რუსეთში პრეზიდენტი სერგეი ბაღაბში გადაფრინდა. თბილისმა განაცხადა, რომ კრემლი ომისთვის ემზადებოდა. რუსულმა მხარემ გაახმოვანა ქართული ჯარის მომზადებისა და შეიარაღების ტემპები, ასევე მისი კონფლიქტის ზონაში დისლოცირების ფაქტი .

ივლისში ეგონათ, რომ ომი არც ერთი მხარისთვის არ იყო ხელსაყრელი. რუსეთს არ უნდა დაეწყო სამხედრო ქმედებები, რადგანაც მისი ურთიერთობები დასავლეთთან იძაბებოდა. აი თბილისს კი იმ მომენტში "სეპარატისტული რეგიონების" მშვიდობიანი გზით დაბრუნების იმედი გადაეწურა. თუმცა სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში სააკაშვილს არც ომის მოგების იმედი უნდა ჰქონოდა. ნუთუ ის ფიქრობდა, რომ რუსეთიხელს ჩაიქნევდა თავის სამხედრო მსახურებზე?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100