RSS
на русском en in english
26.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბაიდენს გისოსებიან საკანში ჩაჯდომას შესთავაზებენ

16.07.2009  |  10:25

3382.jpegთითქმის ერთი თვეა ქართული ოპოზიცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის დასახვედრად გრანდიოზული მიტინგის მოწყობით იმუქრება. ამასობაში კი საპროტესტო მუხტი ნელდება, ოპოზიციაში კი სულ უფრო ხშირად საუბრობენ ხელისუფლებასთან დიალოგზე. ოპოზიციამ გადაწყვიტა სექტემბერში რუსთაველის გამზირის გათავისუფლება, თუმცა მანამდე ბაიდენს აჩვენებენ საკნებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვაშინგტონს მაინც გამოუვიდა ქართველი პოლიტიკოსების შერიგება?

თბილისში ვნებათაღელვის შემცირება სახეზეა. ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პოლიტიკური პარტიები ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამის შსახებ განაცხადა პარკამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაფინანსების შეფერხება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ საქართველოს პარლამენტს საპროტესტო აქციების გამო არ შეეძლო ჩვეული რეჟიმით მუშაობა და , შესაბამისად, შეუძლებელი იყო ბიუჯეტში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება.

ოპოზიცია ადრე ხელისუფლებას არახელსაყრელი პარტიების გამიზნულ ფინანსურ შვიწროვებაში სდებდა ბრალს. ოპოზიციის დაფინანსება დიდი დავის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ივნისის ბოლოს კონკრეტული ინიციატივებით გამოსვლის პირობა დადო, რათა ეს პროცესი გამჭვირვალე გამხდარიყო.

პრეზიდენტის ინიციატივებზე ჯერ არაფერია ცნობილი, მაგრამ ბიუჯეტში ოპონენტებისთვის მოიძებნა ფული.

როგორც ჩანს ერთგვარი ტაიმ-აუტი დაკავშირებულია ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტთან. თვის განმავლობაში ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ნინო ბურჯანაძე ამჟამად ევროპაში და ამერიკაში იმყოფება ვიზიტით.

რა მითითებები მიიღეს მერაბიშვილმა და ბოკერიამ ამერიკაში? ამ საკითხით დაინტერესდა რადიო "კომერსანტი". ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები დიალოგის განახლების თაობაზე. კულუარებში ამბობენ, რომ ამერიკაში ბოკერიას, ალასანიას და მერაბიშვილის ერთდროული ვიზიტები შემთხვევითი არ არის. როგორც ამტკიცებენ, ამ უკანასკნელებმა მიიღეს მითითებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. თუკი აქციები გაგრძელდება მთავრობას დათმობებზე წასვლა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის დარბევა გახდება საჭირო. ეს კი ერთმნიშვნელოვნად მისი გამარჯვება იქნება. მასმედიის მტკიცებით, მალე ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მორიგ ეტაპს დაიწყებს.

საინტერესოა, რომ კვლავ დაიწყო საუბრები დიალოგის აუცილებლობაზე. შაბათს ამ ინიციატივით მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლები გამოვიდნენ. დიალოგზე საუბრობს ირაკლი ალასანიაც. მისი თქმით, ამ აზრს ემხრობიან ლევან გაჩეჩილაძე და "ეროვნული ფორუმიც", რომელსაც კახა შარტავა ხელმძღვანელობს. ეს სამეული უკევ შეხვდა სააკაშვილს. შარტავა და ალასანია პრეზიდენტთან მაისში გამართულ პირველ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

გაჩეჩილაძესთან სააკაშვილმა პირისპირ ისაუბრა ივნისში. მაშინ მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს. ახლა შეიძლება განწყობა შეიცვალა.

რაც შეეხება მოლაპარაკებების თემას, დავით ბაქრაძის თქმით მას თემატური ხასიათი ექნება: "უნდა განიხილოს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და საკონსტიტუციო კომისია, ცვლილებებისაამომრჩევლო სისტემაში, საქართველოს დეოკუპაცია, საგარეო პოლიტიკა და ყველაფერი ის, რამაც უნდა გააერთიანოს ყველა პოლიტიკური ძალა ჯანმრთელი ღირბეულებებით".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100