RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გაუგებრობის გაკვეთილები ან ვინ დაიცავს რუსულ ენას?

20.07.2009  |  17:50

3413.jpegრუსეთი და საქართველო გამოუცხადებელი ომის პირობებში არიან. საბედნიეროდ, აფეთქებები და სროლა გასული წლის აგვისტოს ჩაბარდა. თუმცა ორივე მხარე არ უშვებს ხელიდან მიზეზს. ქართველმა პარლამენტარებმა რუსულ ენასთან ბრძოლა გადაწყვიტეს. გიორგი გაბაშვილის აზრით, რუსული ენა ტელეეთერში დომინირებს. ამიტომაც დეპუტატები ახლა მუშაობენ კანონზე, რომელიც შეზღუდვებს აწესებს რუსული ენის გამოყენებაზე.

რუსული ენის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო მმართველი უმრავლესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა. "რუსული კარგი ენაა, მაგრამ ქართულ ტელეეთერში ის უსამართლოდ დომინირებს",- განაცხადა მან ამ დღეებში. რუსულ ენას საქართველოში პირველად არ ესხმიან თავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ თებერვალში ინტერნეტ-ფორუმის "რეაქცია" ჯგუფი გამოვიდა ინიციატივთ, რომ 25 თებერვალი გამოცახდებულიყო რუსული ენის ბოიკოტის დღედ ქართულ მასმედიაში.

ამ ბოიკოტის გაგრძელება, როგორც ჩანს, საკანონმდებლო დონეზე გადაწყვიტეს. 9 ივლისს გადაწყდა კანონმდებლობასი ცვლილებების შეტანა. ამ შესწორებების თანახმად, აკრძალული იქნება რუსულ ენაზე დუბლირებული ფილმების ჩვენება. გამონაკლისი იქნება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია.

რუსულად დუბლირებული ფილმების ტრანსლირების უფლებას მხოლოდ რუსულენოვან არხებს მისცემენ, ისინი კი არც ისე ბევრია. რუსულ ენაზე მაუწყებლობს მხოლოდ "ალანია". სხვა ტელეარხები ეთერიდან კი რუსულენოვანი ფილმები საერთოდ გაქრება, რაც ქართველ მაყურებელს სულაც არ ახარებს. ასევე ეს კანონი ითვალისწინებს კინოთეატრებში რუსულად გახმოვანებული ფილმების ჩვენებას.

საპარლამენტო ოპოზიცია ცდილობს გააკრიტიკოს შესწორებები და აცხადებენ, რომ ეს არის ძალადობა, რადგანაც ხელისუფლებას სურს აიძულოს ხლხო ისწავლოს უცხო ენები. ოპოზიციის დეპუტატები იმასაც ამბობენ, რომ უცხოური ფილმების ყურება სუბტიტრებით პრობლემა არა მხოლოდ მხედველობა დაქვეითებულებისთვის იქნება. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა კი იმ ფაქტზე მიუთითა, რომ საქართველოში არის ხალხი, ვინც უცხოურ ფილმებს ქართულად ახმოვანებს და ახალმა კანონმდებლობამ შეიძლება მათ ხელი შეუშალოს.

დავით ბაქრაძემ კი ოპოზიციონერებს მოუწოდა, რომ არ შეექმნათ ტრაგედია ამისგან. უნდა აღინიშნოს, რომ კანონი ფილმების აუცილებელი დუბლირების შესახებ შემოვიდა 90-ან წლებში, თუმცა მას არ იცავდნენ.

ძირითადად ამერიკულ ფილმებს ქართულად კი არა რუსულად ახმოვანებდნენ. მით უმეტეს, რომ მაყურებლების უმეტესობას რუსული ენა ესმოდა.

მათ, ვინც საქართველოში ყოფილა, ემახსოვრებათ თუ როგორ კარგად იციან სტუმართმოყვარე ქართველებმა რუსული ენა. ხშირად ტიტულოვანი ერი წარმომადგენლები რუსულად უკეთ გამოთქვამდნენ აზრს, ვიდრე ქართულად. ზვიად გამსახურდიას მოსვლის შემდეგ, რომელმაც განაცხადა "საქართველო ქართველებისთვის!", ქართული გვარის მქონე ბავშვების გამოყვანა დაიწყეს რუსულ სკოლებიდან, რუსულენოვანმა მოსახლეობამ კი ბევრი პრობლემის გამო, მათ შორის ეკონომიკურისაც, დაიწყო საქართველოს დატოვება. მოკლედ, რუსული ენა მაშინ ოფიციალურად არავის აუკრძალავს, ასე რომ ახლანდელმა "დემოკრატებმა" ნაციონალისტ გამსახურდიასაც კი აჯობეს.

მხოლოდ ახლანდელი ქართული ხლეისუფლების დადანაშაულება იმაში, რომ რუსულ ენაზე მოსაუბრე ქართველი მალე წითელ წიგნში შევა, არ ღირს. გასულ წელს მაღალი ტრიბუნებიდან გაისმა წინადადება რუსული ენის დსთ-ს ტერიტორიაზე ოფიციალურად გამოცხადების შესახებ. იდე ახალი არ არის, 2003 წელს რუსეთის საგარო სამინისტრომ დიწყო ამ საკითხის დამუშავება. ამის დაფინანსებას კი არავინ მიჰყო ხელი.

ქართველებს ახლა რუსულის შესწავლის აუცილებლობა არ აქვთ - ის არ არის სავალდებულო სამუშაოს დაწყებისას. იმ კომპანიებშიც კი, რომლებიც რუსებს ეკუთვნით, არ არის აუცილებელი რუსულის ცოდნა. რუსეთში წასვლა პრობლემურია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება - კიდევ უფრო რთული.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100