RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

შრომითი ულტიმატუმი საქართველოსთვის

20.07.2009  |  17:53

3414.jpegსაქართველოს პროფკავშირებმა საკუთარი წინადადებები წამოაყენეს შრომით კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თაობაზე. ხელისუფლებასთან და დამსაქმებლებთან შეთანხმების შემდეგ, შეიძლება, ცვლილებების ნაწილი შევიდეს ძალაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარიცხავენ ვაჭობის პრეფერენციის ევროპული სისტემიდან.

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა ცნობა იმის შსახებ, რომ საქართველოს GSP+ სავაჭრო რეჟიმიდან გამორიცხვა ელოდება. თანაც არა სავაჭრო დარღვევების გამო, არამედ დისკრიმინაციული შრომითი კოდექსის. კანონდმებლობის ამ პრობლემებზე პროფკავშირები ჯერ კიდევ 2005 წლიდან საუბრობდნენ, როდესაც ხელისუფლება აპირებდა შრომით კოდექსში ლიბერალური ნორმების შეტანას. ძირითადად, ისინი ლიდებარული იყო დამსაქმებლისთვის, მუშაკისთვის უფლებების შემლახავი.

2006 წელს მიღებული კოდექსი ზღუდავდა სახელმწიფოს ჩარევას დამსაქმებელსა და მომუშავეს შორის დადებულ ხელშეკრულებაშუ. ბუნებრივია, დამსაქმებლებმა ეს ფაქტი თავიანთ სასარგელოდ გამოიყენეს. კომპანიები აღარ უხდიდნენ თანამშრომლებს ორსულობის და მშობიარობის ხარჯებს, დაიწყეს მოკლევადიანი კონტრაქტების გაფორმება.

გაერთიანებული პროფკავშირები თითქმის ოთხი წელი მოითხოვდნენ ცვლილებების შეტანას. "ჩვენ მოვითხოვთ შროითი კოდექსის ახალი სტატიების გაუქმებას. ისინი საქართველოს მოქალაქეების ღირსებას და უფლებებს ლახავს, რის შედეგადაც ხალხი სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდის. ჩვენ მოვითხოვთ რეალურ 8 საათიან სამუშაო დღეს და ათიათასობით ადამიანის დასაქმებას",- აცხადებდა პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

ის ამტკიცებდა, რომ თუკი მკაცრი კანონები დაუწესდებათ დამსაქმებლებს, მაშინ მოხერხდება 150 00 ადამიანის დასაქმება. ეს მისწრება იქნებოდა ქვეყნისთვის, სადაც, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2008 წელს უმუშევართ რიცხვი 316 000 ადამიანს აღწევდა, ანუ მომუშავე მოსახლეობის 16%-ს.

პროფკავშირბეის ბოლო გამოსვლა თებერვალში შედგა. რადგანაც ოპოზიცია აპრილის აქციებისთვის იწყებდა მზადებას, სააკაშვილი კი თავს არც ისე მოხერხებულად გრძნობდა უკვე თავის სავარძელში, ხელისუფლებამ დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა. მან პროფკავშირებს მისცა უფლება, რომ დაემუშავებინა შესწორებების პროექტი და წარედგინა პარლამენტისთვის.

სანამ მიდიოდა მუსაობა კანონპროექტზე, შრომითი კანონმდებლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ პედაგოგები. ისინი დაიღალნენ გაურკვევლობით და დირექტორების თვითნებობით, რომლებიხ ხელმძღვანელობდნენ კოდექსის ზედმეტად ლიბერალური წესებით. მასწავლებლებმა აიღეს ვარდისფერი ბუშტები და პროტეტსის ნიშნად პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეზე დაკიდეს.

პროფკავშირების მოთხოვნებს გაგებით მოეკიდა საპარლამენტო უმცირესობა. ქრისტიან-დემოკრატების პარტიამ "5 ძირითადი ცვლილების" შეტანის წინადადება წამოაყენა. ის წარმოადგინა მაგდა ანიკაშვილმა. ქრისტიან-დემოკრატების შესწორება გულისხმობდა: პირველ რიგში, მიზეზის გარეშე გათავისუფლების აკრძალვას. ასევე გათავისუფლების შემთხვევაში კომპენსაციას მინიმუმ ორი თვის ხელფასის ოდენობით. მოკლევადიანი კონტრაქტი კი თანამშრომელთან მხოლოდ ორჯერ შეიძლება გაფორმდეს, მესამე კი გრძლევადიანი უნდა იყოს, ანუ სამ თვიანზე მეტი.

მეოთხე ცვლილება ეხებოდა შეთანხმების გაფორმების წესრიგს: თუკი ის იდება ორ თვეზე მეტი ვადით, მაშინ იქ დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მხარეების უფლება-მოვალეობები. ბოლოს, მეხუთე შესწორება აკანონებდა ზედმეტი საათების მუშაოის ორმაგად ანაზღაურებას.

14 ივლისისთვის პროფკავშირების პროექტი უკვე მზად იყო. ახლა ხელისუფლება მას დამსაქმებლებთან შეათანხმებს. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, შესწორებები ეტაპობით შეევა ძალაში, პირველი ცვლილებები კი ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს. წინასწარი ინფრომაციით, წინადადები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის მოქალაქეების მიღება სამსახურში და მათი გათავისუფლება, სამუშაო საათების რაოდენობა, ორსულთა უფლებები. თუმცა მტკივნეული თემა უმუშევრებისთვის დახმარების გადახდის შესახებ ამ კანონპროექტში არ არის გადაწყვეტილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100