RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მუშაობა საქართველოში ფუფუნებაა

21.07.2009  |  09:24

3418.jpegსაქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს არწმუნებს, რომ შემოდგომაზე საქართველო კრიზისიდან გამოვა. ეს პრემირ-მინისტრმა ნიკა გილაურმაც ახსენა ისრაელში ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას. თუმცა სტატისტიკა დიდი პრობლემებზე მეტყველებს - როგორც ეკონომიკის, ისე დასაქმების სფეროში.

2008 წელს უმუშევრად დარჩენილ ქართველთა რიცხვმა 315 800 ადამიანს მიაღქია, რაც ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 16,5% იყო. ამის შესახებ "ინტერფაქსს" რესპუბლიკის სტატისტიკის დეპარტამენტში შეატყობინეს. დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ეს უკანასკნელ წლებში უმუშევრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 2007 წელს ის შეადგენდა 13,3%-ს.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებას სტატისტიკის დეპარტამენტის დადანაშაულებაც შეუძლია იმაში, რომ ის მოსკოვს ემსახურება. ასე ექცევიან ძირითადად ოპოზიციონერებს, რომლებიც არასასურველ განცხადებებს აკეთებენ. მაგრამ რეალობას ვერ შეედავები. პიარ აქციებით და ცარიელი დაპირებებით ხალხს ვერ გამოკვებავ. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ 2009 წელს ჩატარებული სოციალური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, სწორედ უმუშევრობა აშინებს ყველაზე მეტად ქართველებს. ამას მოსდევს: კვები პროდუქტების გაძვირება, ეროვნული ბალუტის გაუფასურება, პოლიტიკური არსტაბილურობა ქვეყანაში, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების გაძვირება, ხელფასების შეკვეცა, სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობა, კრედიტების მიუწვდომლობა.

ყველა ამ პრობლემას, ხელისუფლების მტკიცებით, გამუდმებით ებრძვიან. მიხეილ სააკაშვილმა ხომ 2008 წლის არჩევნები სწორედ ამ ლოზუნგიტ მოიგო - "დავამარცხოთ სიღარიბე!" უმუშევრობის პრობლემის გადაჭრაც ბიუროკრატიული სქემით გადაწყვიტა: მეწარმეებს მისცეს დავალება, სასწაფოდ "დაესაქმებინათ" მოქალაქეები.

ეს ხერხი უკვე აპრიბირებული იყო ადგილობრივი მმართველობის ორგანოების 2006 წლის არჩევნებამდე. ერთი წლის შემდეგ, 2007 წლის დეკემბერში დასაქმების პროგრამაში რეგისტრაციის პუნქტებს ათასობით ადამიანი მიაწყდა. რამდენიმე დღეში მარტო თბილისში დარეისტრირდა 115 000 ადამიანი.არადა წლის დასაწყისში სააკაშვილმა 40 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პირობა დადო.

ახლაც რაღაც პარადოქსი გამოდის - ამ დღეებში პრეზიდენტი აჭარაში ჩავიდა და ბათუმში ახალი სასტუმროს მშენებლობას გაეცნო. მშენებლობა მიდის, სამუშაო ადგილები კი ისევ არ არის. არადა ამ წელს კეთდებოდა ხმამაღალი განცხადებები ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ. 2 მილიარდის ინვესტირების პირობა დადეს 2 000 მოქალაქის დასასაქმებლად.

ყველა პირობა დეკლარაციის დონეზე დარჩა. როგორც ჩანს, ნათელი მომავალი გადაიდო. თუმცა ბათუმში სააკაშვილმა განაცხადა: "დასრულდა ის დრო, როდესაც საქართველოში იყო დაუსაქმებელი და არაკვალიფიციური კადრები და მალე საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი იქნება". ამასობაში კი მხოლოდ სამშენებლო ბიზნესში ერთი წლის განმავლობაში 37 000 ადამიანი დარჩა უმუშევარი.

საქართველოს მოსახლეობის შეშფოთებას ისა ფაქტიც იწვევს, რომ მთელ მსოფლიოში მკაცრდება ზომები არალეგალური ემიგრანტების წინააღმდეგ. საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი თვითან თვემდე საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს.

უკვე გაზაფხულზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიზისის გამო ფულის ნაკადმა იკლო. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. აპრილში გადმორიცხვების თანხამ 27,4%-ით იკლო გასულ წელთან შედარებით.

თუკი ქართველ არალეგალებს საზღვარგარეთ მუშაობას აუკრძალავენ, საქართველოში სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნება.

როგორც რადიო "კომერსანტი" იუწყება, იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს პრობლემები მოელით. იტალიის სენატის გადაწყვეტილებით, ძალაში შევიდა კანონი "არალეგალურ მიგრაციაზე", რომლის თანახმადაც, არალეგალების წინააღმდეგ ზომები მკაცრდება. მსგავსი შემთხვევის გამოვლენისას ემიგრანტს ელის დაპატიმრება და დაუყოვნებელი დეპორტაცია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100