RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ჯოზეფ ბაიდენის ”სამი ვეშაპი” საქართველოსთვის

27.07.2009  |  10:25

3464.jpeg"უსაფრთხოება, ეკონომიკა და დემოკრატია"- იქცა განხილვის მთავარ თემად ა.შ.შ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზტისას საქართველოში. ბარაკ ობამას მოადგილემ, გააწონასწორა შეფის კეთილმეგობრული დამოკდიდებულება რუსეთის მიმართ, ქართველებისათვის მოსასმენად სასიამოვნო რამდენიმე განცხადებით. სააკაშვილსაც გული აუჩუყდა. მხოლოდ ბიჭი აკლდა სიტუაციას, რომელიც იტყოდა "მეფე ხომ შიშველია!"

საკუთარი ვიზიტის აქცენტები - უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიის აყვავება - ბაიდენმა თავად მონიშნა, იტყობინება სააგენტო Frans Press. მაგრამ ეკონომიკაზე მან ყველაზე ნალკები ისაუბრა. "საქართველო ერთ სულ მოსახლეზე, ამჟამად იღებს მსოფლიოში ყველაზე დიდ ამერიკულ დახმარებას. ამგვარი მხარდაჭერა გაგრძელდება მომავალშიც".- პირობა დადო "მდიდარმა ბიძიამ" საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას. უფრო დაწვრილებით ამ დახმარების შესახებ, როგორც თავად ბაიდენმა დააზუსტა, ორ ქვეყანას შორის ხელომწერილ ქარტიაშია მოხსენიებული, რომელიც 9 იანვარს იქნა მიღებული, ვაშინგტონში.

ვიცე-პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ ამერიკელებმა, ნახეს რა ლტოლვილები და ნანგრევებად ქცეული ტერიტორიები, დაპირდნენ ქვეყანას დახმარებას ომის შემდგომი კრიზისის დასაძლევად. სწორედ მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. თუმცა, ბაიდენს შეეძლო ეს არც შეეხსენებინა. სააკაშვილმა მშვენივრად იცის, თუ ვის მატერიალურ დახმარებას უნდა უმადლოდეს, ომის წამოწყებაში დამნაშავემ, რომ პრეზიდენტის პოსტი შეინარჩუნა. მიხეილ ნიკოლოზის ძემ ხელის კანკალით დააბნია "მეგობარ ჯოს" ორდენი კისერზე.

აი სააკაშვილმა კი, ჯერჯერობით ამერიკელებისაგან ჯილდო ვერ დაიმსახურა. ამას გარდა მან ხოცვა ჟლეტა მოაწყო ცხინვალში, რომელითაც ჩრდილი მიაყენა ამერიკის ადმინიტრაციას, ამას გარდა ქვეყანა სახალხო დაუმორჩილებლობამდე მიიყვანა, გალია-საკნებით დედაქალაქის ცენტრში. სასწრაფოდაა საჭირო ამ ყველაფრის გამოსწორება, დემოკრატიის განვითარებითა და გამყარებით - ამერიკელების მთავრი კოზირი. ისინი ხომ კავკასიაში მოვიდნენ დევიზით "დავაჯილდოვოთ ხალხები დემოკრატიით". სინამდვილეში დემოკრატია კი არა, არეულობა გამოვიდა.

ასე, რომ ა.შ.შ-ს ვიცე- პრეზიდენტს მოუწია საქართველოს ხელისუფლების მოწოდება პასუხისმგებლობისაკენ. "ის რაც აღნიშნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში (პარლამენში გამართული დებატებისას), ეს არ არის ყველაფერი ის რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. თქვენ აუცილებლად უნდა მიაღწიოთ ხელისუფლების ყველა შტოს დაბალანსებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები რეალურად დამოუკიდებლები უნდა იყონ და ხალხს მართალ ინფორმაციას უნდა აწვდიდნენ. დემოკრატია მაშინ გახდება რეალური, როდესაც სასამართლო იქნება დამოუკიდებელი, როდესაც პოლიტიკური პროცესები ქუჩაში კი არ ჩატარდება, არამედ პარლამენტში".- განაცხადა ბაიდენმა, პარლამენტში გამოსვლისას. ამ სიტყვებთან მიმართებაში ჟურნალისტებს დაჟავიუ ჰქონდათ. ზუსტად იგივე განაცხადა ბაიდენმა ერთი დღით ადრე უკრაინაში.

მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, ვარიაციებიც გაჩნდა. დემოკრატია საქართველოს კიდევ იმისთვისაც სჭირდება, რომ დაალაგოს ურთიერთობები ცხინვალთან და სოხუმთან. ბაიდენის სიტყვებით ხომ, მხოლოდ აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს შეუძლია აჩვენოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომ ერთ სახლში ცხოვრება შესაძლებელია. "აყვავებული საქართველო საკუთარ შვილებს მისცემს ოცნებების ასრეულების საშუალებას. ძალა - ერთობაშია".- აღნიშნა ბაიდენმა. მთავრობა უმალ შეუდგა მითითებების შესრულებას. ჩინოვნიკებმა და დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გადიან ხალხში, რათა მათი ჩივილები პირველი პირიდან მოისმინონ.

ჯოზეფ ბაიდენი შეეცადა ოპოზიციისათვისაც ესიამოვნებინა. პრეტენზიაზე, რომ არაპოპულარული ლიდერი ხელისუფლებაში ამერიკის მხარდაჭერის გამო რჩება, მან პირობა დადო, რომ არ ჩაერევიან საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში. როგორც მას გაჩეჩილაძემ გაუგო, მან გარანტია მისცა ქართველ ხალხს, რომ თუ კი ქვეყანაში არ ჩატარდება დემოკრატიული რეფორმები და არ იქნება დემოკრატია, მაშინ არც დახმარებას არ უნდა დაელოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან,

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100