RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბაიდენის ვიზიტი თბილისში: შეუძლებლის შეპირების გარეშე

27.07.2009  |  10:30

3465.jpegსაქართველო ამერიკას დახმარებას სთხოვს, მის ხელისუფლებას უჩვენებს თავის ერთგულებას და "დაუცველობას". მიხეილ სააკაშვილი იღებს ამერიკელ კურატორს - ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს. ოპოზიციამ კი მას ქვეყნის ლიდერის შეცოდებების სია წარუდგინა.

კინოლოგები დედაქალაქის მთავარ ქუჩებსა და მოედნებზე, მეტროს დახურული სადგურები ცენტრის უსაფრთხოების დაცვისთვის, "საფერავის" ბოთლი სასაჩუქრე წარწერით, წმინდა გიორგის ორდენი... ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჯოზეფ ბაიდენს საქართველო მოსწონებოდა.

თავისი ჩივილები პრეზიდენტმა სტუმრი ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე The Washington Post-ს გაუმხილა. ის მოელის, რომ ამერიკა საქართველოს უახლეს იარაღს მიაწვდის რუსეთთან გასამკლავებლად. თუმცა პრეზიდენტმა დააკონკრეტა, რომ საუბარია თავდაცვით იარაღზე.

თუმცა თავად ჯოეფ ბაიდენმა "ბი-ბი-სისთან" ინტერვიუში უარყო სააკაშვილის ვარაუდები. მისი თქმით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აგვისტოს ომის შემდეგ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეეღტებული შტატები საქართველო უსაფრთხოების ფიზიკურ გარანტიებს ჰპირდება.

თბილისში ჯოზეფ ბაიდენი ღამით ჩამოფრინდა და გეგმების საწინააღმდეგოს პირველად სასტუმროში "თბილისი მარიოტი" წავიდა და არა სააკაშვილის რეზიდენციაში. ამასობაშ, ავალაბარში მას ოპოზიციონერები ელოდნენ. რომლებსაც სურდათ თავიანთი საყვედურები გაეზიარებინათ. მაგრამ ისინი ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე არ შეუშვა. საკნებიც კი გადააადგილეს.

რეზიდენციაში ვახშამი მაინც შედგა, თუმცა მოგვიანებით. იქ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას საქართველოს მონახულება ბარაკ ობამამ სთხოვა. ბაიდენი ჩამოვია იმ განცხადებით, რომ ამერიკა კვლავ დაუდგება მხარში საქართველოს. ეს ეხება დემოკრატიის განვითარებას და საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ დაპირებაში შედის სტუდენტთა გაცვლა და ბიზნესმენების შეხვედრები.

შეიარაღება არც ერთი სიტყვა არ თქმულა. თუმცა ბაიდენმა ახსენა, რომ საქართველოს და ამერიკას სამხედრო სფეროში საერთო ინტერესები აქვთ: ქართველი ჯარისკაცები ამერიკელებთან ერთად დგანან ახლა ავღანეთში. შეხვედრის დასრულებისას კი სტუმარმა დალია საქართველოს სადღეგრძელო და მიესალმა მის ლტოლვას დმეოკრატიისკენ.

თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკას მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხლახის მხარდაჭერისთვის. ამასთანავე არც რუსეთისთვის მწარე სიტყვის თქმა დაავიწყდა: თურმე თბილისიდან 40 კილომეტრში რუსები იარაღით დგანან და უმიზნებენ დედაქალაქს. პირადი მადლობა კი ბაიდენს იმით გადაუხადა, რომ გადასცა მას წმინდა გიორგის ღირსების ორდენი.

ჯერჯერობით ბაიდენს არაფერი ახალი არ უთქვამს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში საუბრობდა ბარაკ ობამა. თუმცა ქართველებს არ აწყობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ახლანდელი მდგომარეობა. დრო კი თბილისის წინააღმდეგ მიდის. საქართველოს ხელისუფლებას ამერიკისგან და ევროკავშირისგან მეტის მიღება სურდათ.

ალბათ სააკაშვილმა მეორე დღეს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე სცადა ბაიდენი დაერწმუნებინა არასასურველი "სტატუს-ქვოს" აზრში. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა კვლავ განაცხადა ნატოში შესვლის სურვილზე: "საქართველო არ აპირებს ნატოში ინტეგრაციის კურსის გადახვევას და დემოკრატიაზე უარის თქმას". თუკი გავითვალისწინებთ მის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატოში შესვლის იმედი თითქმის მოკვდა, შეიძლება ითქვას, რომ ამ კურსს თავად ქვეყნის ლიდერიც კი უიმედოდ მიიჩნევს.

ბაიდენს ბევრი კითხვა დაუგროვდა სააკაშილთან. მიუხედევად იმისა, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა მას პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ჰქონდა, მას ჰქონდა იმის საშუალება, რომ თბილისში ვიზიტამდე ვაშინგტონში გასაუბრებოდა ირაკლი ალასანიას, ნინო ბურჯანაძეს და ლევან გაჩეჩილაძეს. ამას გარდა ოპოზიციამ შეუდგინა და მას გადასცა სამი მიმართვა, რომლებშიც მითითებულია მმართველი რეჟიმის ყველა დანაშაული: ელიტარული კორუფცია, მმართველი კლანის შეუზღუდავი უფლებები, დემოკრატიული თავისუფლების ხელყოფა და კიდევ ბევრი სხვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100