RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვააგნ ჩახალიანი - საქართველოში ”სასამართლო კლოუნადის” მსხვერპლი

28.07.2009  |  15:38

3485.jpegსაკითხების ფართო სპექტრში რომლებიც განიხილა ჯოზეფ ბაიდენმა არ შევიდა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი: ეროვნული ურთიერთობები. სწორედ ამ სფეროს პრობლემებმა მიიყვანა საქართველო სამოქალაქო ომამდე. თუმცა ვააგნ ჩახალანის საქმე, რომელიც 10 წლით ჩასვეს ციხეში, საერთოდ არ გამოჩენილა ქართული პრესის ფურცლებზე.

ჩახალიანმა სულ ტყუილად მოამზადა გამოსასვლელი სიტყვა: "ჩემი სახით ქართული ხელისუფლება ჯავახელ სომხებს სჯის". 22 ივლისს, როდესაც დაიწყო მისი საქმის საკასაციო საჩივრის განხილვა, საქართველოში ამისთვის არავის ეცალა - ბაიდენს ელოდნენ.

მხოლოდ სომხური მასმედია დარწმუნდა კიდევ ერთხელ, რომ საქარტველოში ადამიანთა უფლებებს საერთოდ არ უფრთხილდებიან, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი სხვა ეროვნების არის. ჯერ კიდევ აპრილში ვააგნ ჩახალიანს წაუყენეს ბრალი. ის იყო მოძრაობის "ერთიანი ჯავახეთი" ლიდერი და მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში ქართველების მიერ სომხური ეკლესიების ითვისების წინააღმდეგ. მას მიუსაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა იარაღი შენახვის, მასობრივი არეულობების ორგანიზაციის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. ჯარიმები დაუწესეს მის მამას და ძმას. ეს იმიტომ მოხდა, რომ სხვა სომხებს აღარ გაებედათ აქციებზე გამოსვლა.

სასამართლოზე ადვოკატების თხოვნები არ მიიღებოდა, არ არსებობდა ქართულიდან სომხურზე ნორმალური თარჯიმანი და ბრალდებულს ფრანგი ადვოკატის მოყავანზე უარი უთხრეს. განაჩენის გამოტანის შემდეგ ჩახალიანმა კასაციური სარჩელი შეიტანა, რომლის განხილვაც სასამართლომ მხოლოდ ზაფხულის შუა რიცხვებში დაიწყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდა კავშირი "ერკირის" კოორდინატორი რობერტ თაოთიანი. მან განაცხადა, რომ მოსმენამ იმავე სცენარით ჩაიარა, როგორც ახალციკის რაიონულ სასამართლოშო. "მოსამართლემ ყურადღება არ მიაქცია ჩახალიანის არცერთ თხოვნას იარაღზე დამატებით ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. მაგრამ როდესაც ადვოკატებმა განაცხადეს, რომ თავიანთი ფინასებით ჩაატარებდნენ ექსპერტიზას, მოსამართლემ უარი ვეღარ უთხრა". სხდომის დროს მოსამართლე თამარ ალანია ადვოკატების შენიშვნებს არ ითვალისწინებდა. ქართულიდან სომხურზე თარგმანი საშინელი იყო. ბრალდებულს არ მისცეს თავისი განცხადების ბოლომდე წაკითხვის უფლება და ეს განცხადება არ მიამაგრეს მის საქმეს.

შემდეგი სხდომა დანიშნულია 18 სექტემბერს. "გასაგებია ერთი, რომ ქართული ხელისუფლება გამიზნულად ატარებს ასეტ პოლიტიკას. მან ძალიან კარგად იცის, რომ ჩახალიანი და მისი ადვოკატები მზად არიან ევროპულ სასამართლომდე მისასვლელად, რათა აღადგინონ სამართლიანობა",- აცხადებდა რობერტ თათოიანი.

ჩახალიანი განცხადება მაინც გამოქვეყნდა რუსეთის სომხურ გაზეთში "ერკრამას". მასში სომეხ ბრალდებულს ჩამოთვლილი აქვს ყველა დარღვევა, რომელიც სასამართლო ინსტანციამ დაუშვა მისი საქმის გაყალბებისას. ახალციხის სასამართლომ უარი თქვა ყველა მოწმის გამოძახებასა და დაკითხვაზე.

ჩახალიანი წერს, რომ ხელისუფლებამ უკანონოდ გადაიტანეს საქმის მოსმენა ახალციხეშუ, სინამდვილეში ეს ახალქალაქში უნდა ომხდარიყო, ოთხი თვის განმავლობაში მისი ძმა უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ, გამოიყენეს დაშინების მეთოდები ჩახალიანის მეგობრების და თანამოაზრეებს წინააღმდეგ. ბოლოს კი კანონდარღვევით აუკრძალეს ფრნაგი ადვოკატის მოყვანა, ხოლო როდესაც დაცვის მხარემ გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება, მათ შეცვალეს თავად კანონი, რომელიც მანამდე უცხოელ ადვოკატებს საქართველოში სასამართლო დაცვის განხორციელების უფლებას აძლევდა.

ჩახალიანმა თავის განცხადებაში ამ სასამართლო პროცესს კლოუნადა უწოდა. როგორც ჩანს, ახალი პროცესიც მსგავსი იქნება. საეჭვოა რომ სომეხ აქტივისტს მოუსმინონ და შეწყვიტონ ჯავახეთში რეპრესიები და დისკრიმინაცია. ამას ვერც სომხეთის პრეზიდენტი ამჩნევს.

სანამ ჩახალიანს ციხეში ჩასვამდნენ ის თანამემამულეებს იცავდა, ცდილობდა მიეტანა ხელისუფლებამდე ის არი, რომ ჯავახეთი ადგილობრიცი სომხების ისტორიული სამშობლოა და ქართველებს არ აქვთ უფლება იქ სომხები შეავიწროვონ. ახლა ამს საკუთარი უფლებების დაცვა უწევს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100