RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

შეხვედრები გალში: პოლიტიკური რიტორიკიდან რეალურ საქმეებამდე

29.07.2009  |  17:59

3501.jpegაფხაზეთის გალის რაონში 28 ივლისს ჩატარდა მეორე ხუთმხრივი შეხვედრა აფხაზეთის, რუსეთის, საქართველოს, გაეროს და ევროკავშირის მონაწილეობით. ამჯერად მხარეები ტექნიკური საკითხების გადაწყვეტიდან ძირითად პრობლემებზე აპირებენ გადასვლას.

"შეხვედრის მიმდინარეონისას განხილული იქნება საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოსა და აფხაზეთის საზღვრაზე ინციდენტების ესკალაციის შემცირებას,- განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ღვინჯიამ.- ამას გარდა, ჩვენ ვაპირებთ დავაყენოთ საკითხი გაის რაიონის საამომრჩევლო კომისიის დავიტ სიგუას თაობაზე, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. მის შესახებ ინფორმაციას ჩვენ ქართული მხარისგან მოვითხოვთ".

როგორც ცნობილია, ორი კვირის წინ, პირველი შეხვედრის დროს გაეროს ოფისთან იოჰან ვერბკეს ელოდნენ სიგუას და და მეუღლე. ის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაუჩინარდა, 2006 წლის თებერვალში. მაშინ ხუთი ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანი შეირა სიგუას სახლში და ის ძალით წაიყვანეს. სოხუმში თვლიან, რომ ის ჯერ კდიევ თბილისშია და არაერთხელ მიმართეს საქართველოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით. 14 ივლისს ვერბკემ მიიღო სიგუას ნათესავები და პირობა მისცა, რომ ამ საკითხს წამოაყენებდა საქართველოს წარმომადგენლებთან გამართულ შემდეგ შეხვედრაზე.

მოლაპარაკებებზე ფახაზურ მხარეს წარმოადგენდნენ გალის რაიონი პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი რუსლან ქიშმარია, მაქსიმ ღვინჯია და რესპუსლიბკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა. თბილისმა შეხვცედრაზე გააგზანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილიო. ამას გარდა, მონაწილეზტა შპრის შედიან ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც მონიტორინგს ატარებენ არსებულ სიტუაციაზე, რუსეთის საელოჩოს თანამშრომლები.

პირველი შეხვედრა, რომელიც 14 ივლისს შედგა, უფრო მეტად კონსულტაციური იყო. მხარეებმა განიხილეს ტექნიკური საკითხები და მოილაპარაკეს ყოველ ორ კვირში შეკრებაზე. ახლანდელი შეხვედრა შედგა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციების ახალი ფორმატისა და ევროკავშირის რეგიონში მუშაობის დეტალების თაობაზე. საქმე ისაა, რომ გასულ კვირას ოფიციალურმა თბილისმა ვაშნგტონს მოუწოდა, რომ გამოეგზავნა ევროკავშირისთვის ამერიკელი ექსპერტები, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტში ჩათვალეს, რომ ევროპელი დამკვირვებლები მშვენივრად უმკლავდებიან სამუშაოს, ხოლო მისიის მანდატი სრულად განსაზღვრულია ევროკავშირის მიერ. გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისიის მანდატი 2010 წლის 14 სექტემბრამდე გააგრძელეს და მისიონერების რიცხვი 225-დან 300-მდე გაზარდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბრიუსელში რთული თემის განხილვას სექტემბერზე ადრე არ აპირებენ, მანამდე კი თბილისი ანტირუსული განცხადებების გაკეთებას აგრძელებს. 27 ივლისს საპარლამენტო კომისიამ განაცხადა, რომ თურმე რუსი სამხედროები ხალხის თავისუფლად გადაადგილებას უშლიან ხელს გალის რაიონშუ. საინტერესოა, რომ ადამიანთა უფლებების დაცვაზე საუბარი სწორედ გალის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე მოინდომეს.

მიუხედავად ამისა, თბილისის "არგუმენტებზე" რუსეთში მშვიდი რეაგირება ჰქონდათ.

"მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ არ დავუშვათ ამ შეხვედრის პოლიტიზირება, გადავწყვიტოთ ყველა საკითხი ქართველების და აფხაზების მოსახლეობის სასარგებლოდ, განსაკუთრებით კი სასაზღვრო რეგიონებში,- აცხადებდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო.- ჩვენ გვინდა პრაქტიკურლი რეზულტატის მიღება".

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების პროცესის ირგვლის, რომელშიც საქართველო და რუსეთი მონაწილეობენ, უკანასკნელ დროს იქმნება პოლიტიკური აჟიოტაჟი, ექსპერტები თლიამ რომ ადრე თუ გვიან საქართველო იქამდე მივა, რომ უარს იტყვის აგრესიულ რიტორიკაზე და კონცენტრაციას მოახდენს რეგიონში ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაზე. ამის კიდევ ერთი დასტურია გალში შეხვედრების დაწყება.

სოხუმი ამ შეხვედრიდან პირველ რეზულტატებს ელის.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100