RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სინდისის გასუფთავება გაეროში

30.07.2009  |  11:00

3506.jpegსაქართველომ და რუსეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კვლავ დასდეს ერთმანეთს ბრალი ეთნიკურ წმენდაში. თბილისის წარმომადგენელმა ალექსანდრე ლომაიამ ჩვეულად დაიწყო რუსეთის გაკრიტიკება ოსებისთვის რუსული პასპორტების დარიგების გამო. მოსკოვის წარგზავნილა ვიტალი ჩურკინმა უპასუხა: რუსეთმა ქართველები "ახალი სრებრენიცის ცოდვისგან" იხსნა.

საქართველომ და რუსეთმა ერთმანეთი გასული წლის აგვისტოში ეთნიკური ქმენდის ჩატარებაში დაადანაშაულეს. ორი ქვეყნის წარმომადგენლები ვიტალი ჩურკინი და ალექსანდრე ლომაია ერთმანეთს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვდნენ. იქ განიხილებოდა დაცვის პასუხისმგებლობის პრინციპი. ის სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ დაიცვაა საკუთარი მოსახლეობა გენოციდისგან და ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევისგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან მოითხოვს რეაგირებას იმ შემთხვევაში, თუკი ეს ვალდებულებები არ სრულდება.

ამ პრინციპის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ამან შეიძლება მიგვიყვანოს დამოუკდიებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში გაუმართლებელ ჩარევამდე. იმავე აზრს მეხრობა ალექსანდრე ლომაიაც. დისკუსიების დროს მან რუსეთი დაადანაშაულა იმაში, რომ მოსახლეობის დაცვის მომიზეზებით მან განახორციელა ეთნიკუერი წმენდა. მისი თქით, ეს ადრევე იყო დაგეგმილი.

შეიძლებოდა ქართველებისთვის იმის შეხსენება, თუ 90-ან და 2000-ანა წლებში ჩატარებული რომელი წმენდების გამო მოისურვეს აფხაზებმა და ოსებმა რუსული პასპორტების მითებს, მაგრამ ვიტალი ჩურკინი ერთი წლის წინანდელი ამბების გახსენებით შემოიფარგლა. ხომ არავის აქვს ეჭვი, რომ ქართული ჯარის მიერ მძიმე არტილერიით სამხრეთ ოსეთის დაბომბვის დროს განადგურდა მვიდობიანი მოსახლეობა?

ამ სიტუაციაში რუსეთმა გამოყენა ერთადერთი შესაძლებელი მეთოდი. რუსული ჯარი შევიდა სამხრეთ ოსეთში და მოქმედებდა გაეროს 51-ე სტატიის მიხედვით, რადგანაც ქართველების პირდაპირი ცეცხლის ქვეშ მისი სამშვიდობოები აღმოჩნდნენ.

საუბარი იყო, ხაზი გაუსვა ჩურკინმა, არა მხოლოდ ჯარისკაცებზე. შეეძლო კი რუსეთს ლოდინი, როდესაც ხვრეტდნენ მშვიდობიან ოსებს? სამხრეთ ოსეთში ისედაც ბევრი ამგლოვიარო დღე აქვთ. "ჩვენ არ შეგვეძლო მეორე სრებრენიცის ცოდა აგვეღო ჩვენს თავზე. ეს ასე იქნებოდა ჩვენ რომ უბრალო დამკვირვებლების როლში დავრჩენილიყავით",- აცხადებდა რუსეთის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ სრებრენიცაში, საერთაშორისო ტრიბუნალის ოფიციალური ვერსიით, ბოსნიელმა სერბებმა განახორციელეს მუსულმანების გენოციდი, როდესაც 1995 წლის ივლისში დახვრიტეს 8000-მდე მამაკაცი და მოზარდი. ახლა გამომძიებლებს მოჰყავთ ფაქტებ, რომლებიც ნაწილობრივ ამართლებენ, ნაწილობრივ კი უარყოფენ სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის დანაშაულებს. მაგრამ ამ სავი ლაქის ჩამორეცხვა სერბეთის რეპუტაციიდან უკვე შეუძლებელია.

სერბ და კოსოვოელ ალბანელებს შორის კონფლიქტთან პარალელების გავლებისას ჩურკინმა განაცხადა: "რუსეთმა საქართველოს და ქართველებს საკუთარ მეზობლებთან ურთიერთობების დალაგების საშუალეა მისცა, როდესაც სააკაშვილს არ დააცალა საკუთარი დანაშაულებრივი ჩანაფიქრის შესრულება".

ქართველებს ხუთდღიანი ომის დასრულებისთანავე უნდა მოეშრებინათ აგრესორი პრეზიდენტი, განესაჯათ მისი ქმედებები და ბოდიში მოეხადათ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის. მაშინ კიდევ იქნებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების შანსი. მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება და პოლიტიკოსების უმრავლესობა სულ სხვა გზით წავიდნენ და ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულეს. თუკი ლომაიას გუშინდელ განცხადებას გავითვალსიწინებთ, მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს ამ მიმართულების დამღუპველობა.

"სამწუხაროდ, იმაშიც, რასაც ჩვენ საქართველოს სამხედრო ქმედებებში ვხედვათ ფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე, მის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ქმედებებში, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ახლაც ფიქრობს არა მშვიდობის ლატეგორიებით, არამეს პოლიტიკური და სამხედრო ისტერიის დანერგვის კატეგორიებით",- ხაზი გაუსვა ჩურკინმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100