RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ამერიკელი ”დესანტი” კავკასიაში - Persona non grata

31.07.2009  |  10:27

3519.jpegუკანასკნელ დროს საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად იხილავს ევროკავშირის საქართველოში მისიის ამერიკელი დამკვირვებლებით შევსების საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის განხილვა მინიმუმ შემოდგომამდეა გადადებული, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დარწმუნებულები არიან - კავკასიაში ამერიკელების მოსვლით არავინ გახდება უკეთ.

"ამერიკელი დამკვირვებლების ევროკავშირის მისიაში ჩართვის იდეა საკმაოდ მავნებლურია,- აცხადებდა დაუსახელებელი წყარო.- პირველ რიგში, ამერიკელების გამოჩენა მკვეთრად გაზრდის საზღვარზე პროვოკაციების პოტენციალს, თუკი გავითვალისწინებთ გასული წლის მოვლენებში ამერიკის როლს. ამასთანავე, მთლიანობაში ამერიკეი დამკვირვებლების ყოფნა ვერაფერს შეცვლის. რუსეთის პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ ძალაში რჩება".

როგორც ცნობილია, გასულ კვირას ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს იმედი აქვს, რომ ამერიკა მონაწილეობას მიირებს საზღვრების მონიტორინგის პროცესში. თავისი გამონათქვამი ტყეშელაშვილმა ასე ახსნა:"ამერიკას დიდი პოტენციალი აქვს რუსეთზე გავლენის მოხდენისთვის".

მოგვიანებით ამ საკითხზეისაუბრა თემურ იაკობაშვილმა, რომელიც იხილავდა ამერიკელების ყოფნას კავკასიაში რეგიონში უსაფრთხოების დონის ამაღლების კონტექსტში. შემდგომ კი ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ მომავალაში ამერიკელებით შევსებული ევროკავშირის მისიის მონიტორინგულიდან პოლიციურზე გადაკეთების წინადადება წამოაყენა.

რაში სჭირდებათ ქართველეს ამერიკელი დამკვირვებლები? თბილისი მართლაც იმისთვის იწვევს ამერიკელებს, რომ რეგიონის სიტუაცია დასტაბილურდეს, თუ როგორც ტყეშელაშვილმა და ბარამიძემ თქვეს, მათ იმედი აქვთ რომ ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლას განახორციელებს?

საინტერესოა, რომ ამერიკელი დამკვირვებლების ნახვის სურვილით სულაც არ იწვიან ევროკავშირის წარმომადგენლები. მაგალითად, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ გულახდილად თქვა, რომ ევროკავშირი არ არის მზად, რომ მესამე ძალა ჩართოს თავის მუშაობაში კავკასიაში. ევროკავშირის უმეტესი ქევრი ქვეყანა თვლის, რომ საქართველოში მონიტორინგული მისია უნდა იყოს სუფთად ევროპული ოპერაცია, მასში ამერიკელი დამკვირვებლების მონაწილეობამ კი შეიძლება რეგიონში სიტუაციის გამწვავება გამოიწვიოს.

ამგვარად, ქართული ინიციატივა დღითი-დღე კარგავს რეალიზაციის შანსებს. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაგეგმილი გადატვირთვის დროს ამ უკანასკნელისთვის სულაც არ არის მომგებიანი მეორე მხარის გაღიზიანება, ტანაც არც ევროკავშირი დარჩა აღფრთოვანებული შესაძლო სამკუთხედის იდეით. ხვათა შორის, თბილისის პოზიციის მხარდამჭერი ქვეყნების სია ადვილი გამოსაცნობი იყო. ესენია - დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ნიდერლანდები. მაგრამ, როგორც ცნობილია, ევროკავშირის მისიაში მესამე ქვეყნების ჩართვისთვის საჭიროა, რომ შესაბამისი წინადადება უკლებლივ ყველა წევრმა ქვეყანამ გაამართლოს. მანამდე კი საკმაოდ შორია.

ისევე როგორც, შორია ევროკავშირის დამკვირვებლების ცხინვალსა და სოხუმშუ მუშაობამდე.

თავის მხრივ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკა არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება ევროკავშირის თავის ტერიტორიაზე შემოშვებას. მინისტრის თქმით, სოხუმში არც ამერიკელი დამკვირვებლების ჩართვაზე არიან თანახმა, რადგანაც ეჭვი ეპარებათ ამერიკელების ობიექტურობაში, რომელიც საქართველოს უჭერს მხარს.

გამოდის, რომ თბილისი "ამერიკული ოცნების" შესრულებისგან შორს დგას. ასე რომ ამერიკელი დესნატი კავკასიაში არის Persona non grata.

 

არტიომ გორბუნოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100