RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ომბუდსმენი სუბარი პოსტს ტოვებს

03.08.2009  |  10:10

3528.jpegსაქართველოს ხელისუფლება სახალხო დამცველის სოზარ სუბარის შეცვლას ჩქარობს. მისი მუშაობს დასრულების ვადამდე ერთ თვეზე მეტია, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა თავისი ახალი კანდიდატის სასწრაფო არჩევას იჟინებს. დღეს დეპუტატებმა უნდა აირჩიონ ან უმრავლესობის კანდიდატი გიორგი ტუღუში, ან უმცირესობის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

2007 წლიდან მოყოლებული სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილს კიცხავდა, რომელიც პოლიციას იყენებდა სხვაგვარად მოაზროვნე ხალხის დასასჯელად. ან წლის გაზაფხულზე, როდესაც ოპოზიციის აქტივობა მკვეთრად გაიზარდა, სახალხო დამცველს სამუშაოც მოემატა. ყოველკვირეულად უწევდა ხელისუფლების კრიტიკით გამოსვლა ხან დემონსტრანტებზე ღამით თავდასხმის გამო, ხან აქციების მონაწილეების დაკავების გამო, ხანაც პლასტიკური ტყვიების გამოყენების მიზეზით. 21 ივლის გაკეთებულ ბოლო განცხადებაში მან მოითხოა სისხლის სამართლის პასუხისგებისთვის პოლიციის იმ თანამშრომლების დაკავება, რომლებმაც 15 ივნისს პოლიციის შენობასთან აქტივისტების დაკავებისას ძალადობა გამოავლინეს.

საქართველოს დემოკრატიის იმიჯს ოპოზიციის განცხადებებზე მეტად ანგრევდა ომბუდსმენის ოფისიდან წამოსული დამსახურებული კრიტიკა. 2004 წელს სუვბარი პარლამენტმა დანიშნა ამ თანამდებობაზე და მას ამ წელს გადარჩევის უფლება ჰქონდა. თუმცა პარლამენტის ვერც ერთმა ფრაქციამ ვერ გაბედა მის ახალ ვადაზე წარდგენა.

"სახალხო დამცველის" შესახებ კანონის თანახმად, სოზარ სუბარის უფლებამოსილება იწურება მხოლოდ 16 სექტემბერს. თუმცა პარლამენტი არ დაელოდა შემოდგომას. ქრისტიან-დემოკრატი გიორგი ბარამიძე არწმუნებდა ოპონენტებს, რომ ახალი კანდიდატების გასაცმობას საზოგადოებას მეტი დრო სჭირდება. მაგრამ საპრეზიდენტო პარტიის ფრაქციამ კვლავაც თავისებურად იმოქმედა: არჩევნების დანიშნა 31 ივლისს.

საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის პოსტზე საუთარი კანდიდატურაც წამოაყენა. ეს იყო გიორგი ტუღუში. პროფესიით იურისტი, ის მუშაობს სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთ განყოფილებაში. ის ასევე არის წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის წევრი.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ტუღუშის საქმიანობის მიმართულება ომბუდსმენის მიზნებს ემთხვევა. ბევრი აღიარებს რომ სუბარის დამსახურებაა სამართალცავ ორგანოებში წამების პრაქტიკის შეწყვეტა.

თავად ტუღუში დადებითად აფასებს სუბარის საქმიანოვა და პირობას დებს, რომ გააძლიერებს თითოეული მოქალაქის და დაკავებულის უფლებების დაცვას. "არსებობს პრინციპები, რომლებიც უნდა იყოს დაცული ყოველთვის",-განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ქრისტიან-დემოკრატებისგან ელოდნენ, რომ ისინი სოზარ სუბარის კანდიდატურას წამოაყენებდნენ. თუმცა პარლამენტის სხდომაზე სულ სხვა გვარმა გაიჟღერა - დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ექსპერტის ზვიად ქორიძის აზრით, ეს იყო საპარლამენტო ოპოზიციის კომპრომისული გადაწყვეტილება.

"ამ ბოლო ხანებში სოზარ სუბარი კონფლიქტური ფიგურა გახდა. ხელისუფლება მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა, საპარლამენტო უმრავლესობაც ერთხმად იქნებოდა მისი წინააღმდეგი. ამიტომაც გადაწყვიტეს ქრისტიან-დემოკრატებმა, ჩემი ზრით, ისეთი კანდიდატურის წამოყენება, რომელსაც ოდნავი შანდები მაინც აქვს",- აღნიშნა ქორიძემ.

პაატა დავითაიას თქმით, ლორთქიფანიძე დიდი პატივისცემით სარგებლობს და ესეც საკმარისია მისი კანდიდატურის წამოსაყენებლად.

თუმცა, უმრავლესობის წარმოამდგენლებმა "დაბრაკეს" ოპოზიციის არჩევანი და ლორთქიფანიძეს სამართალდამცავი საქმიანობის წარმოებისთვის არასაკმარისად ნეიტრალური პირი უწოდეს. სუბარის მსგავსად ის მანიფესტაციების შესახებ კანონის გამკაცრების წინააღმდეგ გამოდიოდა, ხვდებოდა დაკავებულ ოპოზიციონერებს. მურთაზ ზოდელავას თქმით, ლორთქიფანიძე პარლანემტში პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა. "უმცირესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატი არის პოლიტიკოსი, პოლიტიკური მიზნებით. კანონის თანახმად კი შეუძლებელია ომბუდსმენის საქმიანობის პოლიტიკოსობასთან შეთავსება",- ხაზი გაუსვა მან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100