მთავარი | აზრები | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
- საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა? 23.05.2013 13:27 საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღს და ტყვია–წამალს ყიდდნენ. ამ სენსაციურ ინფორმაციას ექსპერტი მამუკა არეშიძე აქვეყნებს. არეშიძის მტკიცებით, იარაღი რამდენიმე სამხედრო ბაზიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის რამდენიმე საწარმოს ანგარიშზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო ჩარიცხული. ექსპერტი არ ასახელებს იმ ქვეყანას, საიდანაც ეს თანხები შემოვიდა.
- სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა 16.05.2013 18:17 ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915–1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება?
- სტალინის კულტი დედოფლისწყაროში 13.05.2013 11:05 მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება.
- ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები 13.05.2013 11:02 სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო ”სვობოდას” თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის ”მიეზღვა” გიორგი ფარესაშვილს?
- ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან? 25.04.2013 19:00 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?
- ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს 25.04.2013 18:58 პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან–მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია.
- რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი 18.04.2013 12:37 პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?
კავკასიის თავზე მოიქუფრა
05.08.2009 | 10:34ტრაგიკული თარიღიდან ერთი წლის თავზე საზღვარზე სიტუაცია კვლავ იზაბება. ახალი სორლების შემდეგ, რომლებიც საქართველოს მხრიდან განხორციელდა ცხინვალსა და მის შემოგარენზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცადება, რომელშიც ეს ქმედებები შეაფასა "როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ რეგიონში სიტუაციის გამწვავების მცდელობა".
"ანალოგიური სცენარით ვითარდებოდა მოვლენები 200 წლის აგვისტო, რამაც ქართყლი მხრიდან სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების და რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტზე თავდასხმამდე მიგვიყვანა",- საუბარია განცხადებაში. "მსგავსი ქმედებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მორიგი პროვოკაციების შემთხვევაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ჯარის ნაწილს ანიჭებს უფლებას ნებისმიერი ხერხით დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა,"- საუბარია პრეს-სამსახურის მიერ გაკეთებულ განხცადებაში.
ახლა რთულია იმის თქმა, თუ რამდენად დროული და ადეკვატური იყო რუსეთის ძალოვანი უწყების ეს პასუხი, მაგრამ თბილისისთვის ეს კარი მიზეზია, რომ ალაპარაკდნენ რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ახალ საფრთხეზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასწრაფოდ დაარწმუნა დასავლეთუ, რომ არ აპირებს სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ახალი ომის დაწყებას. სააკაშვილის თქმით, მას არ სურს რუსეთთან კიდევ ერთხელ შეტაკება, თუმცა ეს უკანასკნელი მისი პოსტიდან ჩამოგდებას ცდილობს. სააკაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ის კვლავ ხელისუფლებაშია, ნამდვილი სასწაულია.
ოფიციალური თბილისი და საქართველოში მყოფი ევროკავშირის დამკვირვებლები კატეგორიულად უარყოფენ სამხრეთ ოსეთის მისამართით ცეცხლის გახსნის ფაქტს. გამოდის, რომ ცხინვალი ტყულად სდებს ბრალს სააკაშვილის ხელისუფლებას/ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ეს ასეა.
"რუსული მხარე და მისი მარიონეტული რეჟიმები მიზანმიმართულად ამწვავებენ სიტუაციას და გამოწვევად იქცევიან",- საუბარია განცხადებაში, რომელშიც ქართული საგარეო საქმეთა უწყება გამოვიდა რუსეთის მისამართით ღია ბრალდებებით.
აი ასე, ერთის მხრივ საქართველო, პრეზიდენტის თქმით, არ აპირებს ძალით დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, მაგრამ მეორეც მხრივ, როგორც იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამიანისტრო, მის ტერიტორიულ მთლიანობას თურმე რუსეთი ემუქრება. ამიტომაც დასავლეთი სრული გაგებით უნდა მოეკიდოს დრამატულ სიტუაციას, რომელშიც საქართველოს რუსული აგრესიის და კავკასიაში დემოჯრატიული შუქურის განადგურების საფრთხის წინაშე დადგა.
სააკაშვილის და მისი პოლიტიკური ინსტიტუტების განცხადებების ლოგიკის გაგება არც ისე რთულია. აშკარაა, რომ თბილისმა გააცნობიერა, რომ საქართველოს მიმართ ამერიკისა და ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებამ შეცვლა დაიწყო.
ამერიკამ ქართული ჯარისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარი თქვა, ევროპა კი არ ჩქარობს საქართველოს ნატოში და ევროკავშირში მიღებას. ზედმეტად ბევრი პრობლემა აქვს ევროკავშირს და ნატოს იმისთვის, ტომ არ დაიწყოს რუსეთთან კონფლიქტი საქართველოს გამო.
მართალია დასავლეთი კვლავ ამტიცებს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ეკუთვნის, მის პოლიტიკოსებს შორის უკვე აღარ არის ძველი ერთობა საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების მხარდაჭერის საკითხში. შემთხვევითი არ არის, რომ დასავლეთი სულაც არ ჩქარობს ამ საკითხზე ევროკავშირის კომისიის დასკვნის გავრცელებას.
ეს ყველაფერი საქართველოს აშფოთებს და ის ცდილობს რუსეთის მხრიდან ომის საფრთხის ყველანაირი შემთხვევა გამოიყენოს. კარგი იქნებოდა, რომ ეს პროვოკაციული დემარშები მათ ავტორებს არ დაბრუნებოდათ. ქართულ ოპოზიციას გასული წლის მოვლენებიდან არაფერი დაუვიწყებია და არც უპატიებია. მიხეილ სააკაშვილს წინ ცხელი დღეები ელის.
ვასილი უსოლცევი
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info