RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვაშინგტონი: დამშვიდდი, მიშა

06.08.2009  |  10:27

3565.jpegუკანასკნელი მოვლენები ქართულ-ოსურ საზღვარზე და აგვისტოს კონფლიქტის მოახლოებული წლისთავი დღეს ყველაზე მაღალ დონეზე განიხილება. ხაზზე იმყოფებიან ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები, რომლებიც არ დაუშვებენ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გამწვავებას. საინტერესოა, რომ ვაშინგტონი უკვე ატარებს აღმზრდელობით საუბრებს მიხეილ სააკაშვილთან. როგორც ჩანს, ტყუილად არა.

საზღვარზე რეგულარული ინციდენტების თემა იყო ერთ-ერთი უმთავრესი საინფორმაციო სივრცეში, მას ბარაკ ობამა და დიმიტრი მედვედევიც განიხილავდნენ, თუმცა რუსი და ამერიკელი პრეზიდენტების სასაუბრო თემა თავდაპირველად ობამას დაბადების დღე იყო. მათ ვერ შეძლეს გვერდი აევლოთ სამხრეთ კავკასიის პრობლემებისთვის. ამ საკითხში ობამას და მედვედევის აზრი ერთმანეთს დაემთხვა. ორივე ფიქრობს, რომ აუცილებელია რეგიონში დაძაბულობის მოხსნა, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა რობერტ გიბსმა. "ბარაკ ობამას მედვედევს შეახსენა, რომ აუცილებელია რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა",- საუბარია განცხადებაში.

თუმცა, მოსჯოვი არასოდეს გამოდიოდა და არც ახლა გამოდის საქართველოში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო დასწრების წინააღმდეგ. ამის შსახებ საუბრობდა გრიგორი კარასინი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვის კომპრომსული წინადადებები ეუთოსა და გაეროს რეგიონში ყოფნის თაობაზე დაბლოკეს დასავლეთის ქვეყნებმა და ქართულმა მხარემ.

სულ მალე ოფიციალურ ვაშინგტონს დაუკავშირდა მიხეილ სააკაშვილიც. მისი თანამოსაუბრე იყო ჯოზეფ ბაიდენი. მან საქართველოს ლიდერთან ერთად განიხილა მიმდინარე სიტუაცია და შეშფოთება გამოხატა რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო, ასევე მოუწოდა ყველა მხარეს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, ქმედებების დესტაბილიზაციისთვის თავის არიდებისკენ.

ასე შეერთებულმა შტატებმა ერთაზროვნად მიანიშნეს ქართველ ლიდერს, რომელიც კვლავ მისტირის დაკარგულ ტერიტორიებს და ყველანაირად ცდილობს რუსეთს ავნოს, რომ ახლა პირველი რიგში საჭიროა მდგომარეობის სტაბილიზაციაზე ფიქრი, აგრესიული რიტორიკისთვის კი სრულიად შეუფერებელი დრო აქვს შერჩეული. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადამ რომ სააკაშვილის დასავლური პროექტი ჩავარდა. რუსეთის და დასავლეთის ბოლო კონტაქტები აჩვენებს, რომ საქართველოს თაობაზე მათ უკვე სულ სხვა აზრი აქვთ. რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელის აზრით, ეს დაადასტურა მოსკოვში ბარაკ ობამას ვიზიტმაც.

მართლაც, აგვისტოს კონფლიქტის და მასში რუსეთის როლის განხილვა უკვე არც ისე მნიშვნელოვანი თემაა. უფრო მეტიც, თანდათანობით იცვლება ტონი იმ ქვეყნების შიდაპოლიტიკურ სიდკუსიებშიც, რომლებიც ერთი წლის წინ ულაპარაკოდ უჭერდნენ მხარს საქართველოს. ამერიკული კონგრესის ბოლო სხდომაზე სენატორები საუბრობდნენ, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში იარაღის ჩატანამდე აუცილებელია იქ საკადრო რეფორმის გატარება, სამხედრო განათლების გაუმჯობესება და საქართველოსთვის სამხედრო დოქტრინის დაწერაში დამხარება. ზოგიერთი კონგრესმენი კი კოლეგებს მოუწოდებს, რომ არ გააღიზიანონ მოსკოვი. "ჩვენ ძალიან დიდ ფსონებს ჩამოვედით და თუკი მართლაც გვსურს რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა, რატომ უნდა დავასხათ ცეცხლს ნავთი?",- კითხულობს კონგრესმენი ბილ დელაჰანტი.

აღსანიშნავია, რომ ბილ დელაჰანტი აგვისტოს მოვლენების შემდეგაც საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი სააკაშვილის რეჟიმის მიმართ: "ჩვენ დღეს კონგრესშიც გვესმის და გაზეთებშიც ვკითხულობთ, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის, მაგრამ ჩვენს პირად მოხსენებაში საქართველოში ადამიანი უფლებების დაცვის შესახებ არის ცნობები, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ სააკაშვილის ქმედებები არც ისე დადებითად უნდა შეფასდეს". როგორც ჩანს, ერთი წლის განმავლობაში დელაჰანტი კიდევ უფრო მეტად განმტკიცდა თავის აზრში.

როგორც ჩანს, დასავლეთსი მართლაც მიმდინარეობს აგვისტოს მოვლენების გადაფსება. როგორც გრიგორი კარასინმა შენიშნა, თანამედროვე სამყაროში კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით მოგვარება ამორალურია, გრძელვადიან გეგმაში კი - კონტრპროდუქტიული.

გვინდა გვჯეროდეს, რომ საჭირო დასკვნებს ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გამოიტანს. რაც არ უნდა იყოს ვაშინგტონის რჩევების გათვალისწინებას მიჩვეულები არიან თბილისში.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100