RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართველი ლიდერი მხილებების სეტყვაში მოყვა

07.08.2009  |  10:24

3578.jpeg2008 წლის აგვისტოს წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე მასმედიაში ისეთი სენსაციური ცნობები გაიპარა, რომელსაც საბოლოოდ შეუძლიათ მოხსნან აგვისტოს ომის ინიციატორის საკითხი. უფრო მეტიც, ამ ინფორმაციას შეუძლია გააკვირვოს სააკაშვილის მომხრეები. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ლიდერის ისედაც შერყეულმა რეპუტაციამ უძლიერესი დარტყმა მიიღო.

სააკაშვილის ერთ-ერთი მამხილებელი არის ნინო ბურაჯანძე. მისი თქმით, 2008 წლის 7 აგვისტოს სატელეფონო საუბარში მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ ცხინვალის დაბომბვის განკარგულება გასცა. "მე ის გავაფრთხილე კატასტორფული შედეგების შესახებ,- იხსენებს ბურჯანაძე.- მას ცხინვალის ერთ დღეში აღების იმედი ჰქონდა. სააკაშვილი არაადეკვატურად აღიქვამდა რუსეთს, მისი გარემოცვა კი არასწორ რჩევებს აძლევდა. პრეზიდენტს არწმუნებდნენ, რომ რუსეთი კონფლიქტში არ ჩაერეოდან ან თუ ჩაერეოდა, წააგებდა".

იმის შესახებ, თუ ვინ იყო სააკაშვილის "მრჩეველი", ბურჯანაძეს არაფერი უთქვამს. მაგრამ მის განცხადებებს ისედაც შეუძლია მთელი მსოფლიოს გაკვირვება. საქმე ისაა, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი პატარა დაუცველი ქვეყნის იმიჯი ნელ-ნელა ინგრევა.

თუკი ნინო ბურჯანაძის განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ერთ-ერთი ვერსია, რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის კვლევის შედეგები შემაძრწუნებელია. კომიტეტის ხელმძღვანელის ალექსანდრ ბასტრიკინის თქმით, სოფელ აჩაბეთში გამოძიებისას ნაპოვნი იყო ოპერაციის გეგმა, რაც ითვალისწინებდა ცხინვალის წყალმომარაგების მოწამვლას. მასიურმა დაბომბვებმა ხალხი აიძულა სარდაფებში ჩასულიყვნენ, ქართული ხელისუფლება კი ამ სარდაფების დატბორვას აპირებდა. მოწმეების თქმით, ცხინვალში ქართველები გამიზნულად ესროდნენ სარდაფებს. ამასთანავე, ქართველმა ტყვეებმა აღიარეს, რომ მათ ქართული მიწის უცხო ერისგან გათავისუფლება ჰქონდათ დავალებული. "განა ეს არის ოსების გენოციდის მცდელობის დადასტურება?",- კითხულობს ბასტრიკინი.

კიდევ ორი არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალი გაგვიმხილა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი ნოგოვიცინმა. "დადგენილია ორი ფაქტი, როდესაც ქართველი მფრინავები რუსეთის საჰარეო ჯარების ნიშნით დაფრინავდა და ორჯერ გამოიყენა ის. 8 აგვისტოს, როდესაც დევნილების კოლონა დაბომბეს და 9 აგვსტოს ზარის შემოვლით გზაზე მიმავალ რუსეთის ჯარის კოლონას დაესხნენ თავს". მოგვიანებით ეს თვიმთმფრინავები რუსებმა გაანადგურეს, მაგრამ ნოგოვიცინის თქმით, მსგავსი პროვოკაციები დანაშაულია. მან ასევე განაცხადა, რომ ახლა აუცილებელი მსოფლიოსთვის იმის დამტკიცება, რომ რუსეთი არანაირი აგრესიისთვის არ ემზადებოდა.

ამგვარად, მიხეილ სააკაშვილის რეპუტაციას დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს. მაგრამ დაისჯება თუ არა პრეზიდენტი ზემოთ მოყვანილი ფაქტების გამო?

ალესქანდრ ბასტრიკინი საუბრობს იმაზე, რომ რუსეთში ქართველი სამთავრობო პირების პასუხისგებაში გადაცემა არ არის შესაძლებელი. "მათ აქვთ იმუნიტეტი, რომელიც იცავს უცხო ქვეყნების იუსტიციის მოქმედებისგან. ასეთი იმუნიტეტი საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის დადგენილი".

თუმცა, როგორც ამ დღეებში გრიგორი კარასინმა განაცხადა, რუსეთის საგამოძიებო მასალებს საერთაშორისო კვლევაც იყენებს ევროკავშირის ეგიდით. კარასინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სააკაშვილის ვერ გაექცევა მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პირველ რიგში საკუთარი ხალხისგან. კარასინის აზრით, საქართველოს მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ პოლიტიკოსების ბედს.

ასეთი სასჯელი შეიძლება ბევრად უფრო სასტიკი აღმოჩნდეს, ვიდრე ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100