RSS
на русском en in english
17.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რუსეთმა ”გადააბიჯა” საქართველოს ენერგეტიკულ ფრონტზე - 11.08.2009

11.08.2009  |  10:24

3614.jpegსაქართველო უსაფრთხოების ძირითად გარანტიად, საკუთარ სატრანზიტო შესაძლებლობეს თვლის. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები გრანტებით, კრედიტებით და საინფორმაციო მხარდაჭერით უნაზღაურებენ თბილისს თავიანთ ენერგეტიკულ დერეფნებს, რუსეთის გვერდის ავლით. თუმცა მოსკოვი დროზე ადრე ჩამოწერეს. გასულ კვირას რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა თანამშრომლობის შესახებ მოილაპარაკა თურქეთთან, რითაც დააჩქარა გაზის პროექტის "სამხრეთის დინების" რეალიზება და თანაც გაამყარა ურთიერთობები, კავკასიაში ორ მთავარ მოთამაშე სახელმწიფოს შორის. ამასთან ერთად რუსეთმა უარი თქვა წესებზე, რომეიც მას თავს მოახვია ევროპულმა ენერგეტიკულმა ქარტიამ.

ევროპა ოცნებობს გათავისუფლდეს, რუსეთის ავბედითი ენერგოდამოკიდებულებისაგან. საქართველო კი ამ საქმეში შეუცვლელი პარტნიორია. ამის შესახებ კიდევ ერთი შეხსენება გააკეთა შარშანდელი ომის წლისთავზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ავრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მოსმენაზე. "წინა ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას "ბაქო-თბილის-ჯეიხანის" პროექტზე მუშაობისას. ამ პროექტს გარკვეული პარალელები აქვს Nabucco-ს პროექტთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ Nabucco-ს პროექტს და ვთვლით, რომ ის გახდება დამატებითი ენერგეტიკული დერეფანი ევროპისათვის",- განაცხადა ამერიკელმა.

სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება Nabucco-ოს მშენებლობის შესახებ 13 ივნისს იქნა გაფორმებული თურქეთში. დოკუმენტის ხელმოწერის წინ მოსკოვმა ანკარას შესთავაზა მონაწილეობა მიიღოს გაზსადენების მშენებლობასთან დაკავშირებულ ახალ პროექტებში, რომელიც შავ ზღვაში გაივლის და გვერდს აუვლის არასაიმედო უკრაინას. თურქეთის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ დაფიქრდებოდა, შემდგომ კი დათანხმდნენ ევროპული ქვეყნების ყველა პირობას, ნაბუქოთი გაზის ტრანზიტის გადახდასთან დაკავშირებით. ძირითადად მათ მხარი დაუჭირეს პროექტს, რომელიც კონკურენციას უწევს რუსულ "სამხრეთის დინებას". მაგრამ ანკარის ეს ნაბიჯი, რუსეთის დამარცხებად არ იქცა.

ერთი თვის შემდეგ, 6 აგვისტოს, რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა თურქეთის დედაქალაქში, რათა მოლაპარაკებებში გმირობა ჩაედინა: რამოდენიმე საათის განმავლობაში მხარეებმა 15 სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას და 7 სპეციალურ ოქმს მოაწერეს ხელი. ამ ორმხრივ შეთანხმებებს, თურქეთის მთავრობის თავკაცის ტაიპა ერდოღანის შეფასებით, რუსეთი და თურქეთი გაჰყავს ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის დონეზე.

რუსული დიპლომატიის ყველაზე დიდ წარმატებად შეიძლება თურქეთის თანხმობა ჩაითვალოს, გაზსადენი "სამხრეთის დინების" წყალქვეშა მონაკვეთის მშენებლობაზე. ახალმა მილმა უნდა შეამციროს ევროპელი გაზი მომხმარებელთა დამოკიდებულება ტრანზიტორებზე, ძირითადად იგულისხმება უკრაინა.

სანაცვლოდ რუსეთი დათანხმდა დაწვრილებით განიხილოს ნავთობსადენის "სამსუნ-ჯეიხანის" მშენებლობის საკითხი თურქეთის ტერიტორიაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გვერდის ავლით, შავი ზღვით გადაზიდონ ნავთობი. ადრე ეს პროექტი ბოსფორის განტვირთვას ისახავდა მიზნად, მილის ბურგას-ალექსანდროპულის მშენებლობით ( ბულგარეთი - საბერძნეთი). თუმცა, ბულგარეთის ახლმა პროამერიკულმა მთავრობამ, რუსულ კომპანიებთან პროექტების რელიზება შეაჩერა.

"მოლაპარაკებები არც ისე ადვილად მიმდინარეობდა, შეიძლება ითქვას რთულადაც... ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით ვიპოვნეთ გამოსავალი და კომპრომისი", - საბოლოო შეფასება მისცა თურქეთის ვიზიტს ვლადიმერ პუტინმა, იტყობინება "ინტერფაქსი". ამასთან ერთად პრემიერმა აღნიშნა, რომ "სამხრეთის დინების" მშენებლობა, სულაც არ უშლის ხელს ნაბუქოს. რუსული მილსადენის საპროექტო სიმძლავრე მაინც ორჯერ უფრო მეტი იქნება, ვიდრე ევროპულის. თურქეთიც არ იტყვის უარს არცერთ ოდნავ მაინც მოხიბვლელ ენერგეტიკულ პროექტზე, ის ხომ მოგებას მის ტერიტორიაზე გამავალი ტრანზიტიდან ნახულობს. რუსეთთან თანამშრომლობაზე ის მზად არის, მითუმეტეს ევროკავშირის ჯინაზე, სადაც ის ამდენი ხანია უშედეგოდ ითხოვს შესვლას და ამას ნაბუქოს შესაძლო შემოსავლების ნაწილიც კი შესწირა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100