RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართველი პოლიტოლოგები: საქართველო ცდებოდა, მაგრამ დამნაშავე რუსეთია

11.08.2009  |  11:58

3615.jpegუკვე წელიაწადი გავიდა კავკასიაში დატრიალებული აგვისტოს ტრაგედიის შემდეგ. საქართველომ უამრავი რამ გადაიტანა ამას შემდეგ: საკუთარი მმართველი რეჟიმის დანაშაულებრივი ავანტიურა სამხრეთ ოსეთში და რუსეთის მხრიდან ძალადობრივი აქცია მშვდიობის იძულების მიზნით, ასევე შოკი ყოფილი ნაციონალური რეგიონების ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისა... GeorgiaTimes-მა ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით მიმართა ქართველ პოლიტოლოგებს და შეკითხვები დაუსვა მათ. იმის შესახებ თუ რა გამოცდილება, რა გაკვეთილები გამოიტანა ქართულმა ისტებლიშმენტმა, იმ ტრაგედიიდან რომელშიც ქვეყანა მმართველმა გუნდმა ჩაითრია და საერთოდაც ისწავლა კი რამე - ამაზე მკითხველმა უნდა იმსჯელოს, ჩვენი თანამოსაუბრეების პასუხების მიხედვით.

ჩვენ სამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შევთავაზეთ თანამოსაუბრეებს:

-როგორ აფასებთ თქვენ გასული წლის აგვისტოს მოვლენებს. რად იქცა ეს თქვენი ხალხისათვის? რას ნანობთ?

-შესძლებელი იყო თუ არა ომის თავიდან აცილება და რა უნდა გააკეთებინათ ამისათვის კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ კი საქართველოს?

-როგორ გესახებათ თქვენ მომავალში აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან ურთიერთობა?

რამაზ საყვარელიძე , პოლიტოლოგი:

როგორ შეიძლება შეაფასო ტრაგედია ხალხისთვისაც, ქვეყნისთვისაც და კონკრეტული ადამიანებისთვისაც? თუ კი იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა იყო ამ ტრაგედიის მიზეზი - მრავალთა დაუფიქრებელი პოლიტიკა, როგორც რუსეთის, ასვე სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მხრიდან.

რუსეთმა შედეგად დაკარგა იმიჯი და მისი საომარი მოქმედებებით დამფრთხალმა დასავლოეთის ქვეყნებმა დაიწყეს ენერგომატარებლების ალტერნატიული გზის ძებნა და მრავალი ამდაგვარი რამ. შესაბამისად მან ბევრი რამ დაკარგა იმიჯთან ერთად. საქართველომ კი, ადამიანები და ტერიტორიები დაკარგა.

აფხაზმა და ოსმა ხალხმა კი, მომავალი დაკარგა, მოსკოვისაგან საკუთარი სრული დამოკიდებულებით. უკვე დაწყებულია მათი ასიმილაცია და მოამავალში ისინი ოსები შეიძლება აღმოჩნდნენ მხოლოდ საკუთარი გვარის რეგისტრაციის დონეზე, რეალურად კი ისინი აღარ იქნებიან საკუთარი კულტურის მატარებლები...

ჩვენ გვსურდა საკუთარი ურთიერთობები აგვეწყო ოსებთან და აფხაზხებთან სხვების ჩარევის გარეშე, ოჯახურად. ოჯახისათვის ხელის შეშლა ხომ არ შეიძლება. ეს ურთიერთობები დარეგულირებული იქნება, მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს, იმიტომ რომ ეს ხალხები, განსაკუთრებით კი აფხაზები, ძალიენ მგრძნობიარენი არიან იმ ყველაფრის მიმართ, რაც ემუქრება მათ თვითმყოფადობასა და დამოუკიდებლობას. ვიმედოვნებ, რომ ოსები და აფხაზები, მფარველობას ქართველებთან იპოვნიან, უკვცე რუსული წნეხისგან.

- კორ: ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ოსებთან შესაძლებელი იქნება დიალოგის აწყობა?

- იცით, ოსებთან პირველი ომის შემდეგ 9 წელი გავიდა და ურთიერთობრები იგივე ნაირი იყო. სხვათაშირის საქართველოში უფრო მეტი ოსი ცხოვრობს, ვიდრე ცხინვალის რეგიონში და მათ არავითარი პრობლემები არ აქვთ. ეს მოგონილი კონფლიქტებია, ისნი ხელოვნურადაა შექმნილი.

- კორ: თქვენ როგორ ფიქრობთ, იმისთვის რომ თავიდან ეცილებინათ შარშანდელი ტრაგედია, რა უნდა გაეკეთებინათ კონფლიქტის მხარეებს?

-ვის თვლით მხარეებად? თუ კი ჩავთვლით პოლიტიკოსებს, მაშინ ეს კონფლიქტი მათ ინტერესებში შედიოდა. იგივე პუტინი, რომელსაც თავი უნდა დაემკვიდრებინა რეალურ პირველ პირად, მეორე პირის როლის შესრულებისას, დაინტერესებული იყო ამ კონფლიქტით...

კორ: და რაც შეეხება ქართულ მხარეს?

1
 2 3 4 5
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100