RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს იდუმალი ტუსაღები, დასავლეთისთვის დიდი საიდუმლოა

12.08.2009  |  10:09

3624.jpegრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაბეჯითებით განაგრძობს მტკიცებას, რომ არსებობს Human Rights Watch-ის გამოუქვეყნებელი მოხსენება, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ჯერჯერობით საერთაშორისო უფლებათა დამცველები უარობენ ამგვარი ტექსტის არსებობას, ამავ დროულად სამხრეთ ოსი ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს ოსების გატაცებაში, რომლებიც მისივე მტკიცებით საიდუმლო ციხეებში ყავთ ჩამწყვდეული, სომხები კი ეჭვობენ, რომ ქართველ მეციხოვნეებს გასამართლებული ჯავახკის აქტივისტის, ვააგან ჩახალიანის ლიკვიდაცია აქვთ ჩაფიქრებული.

საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთზე განხორციელებული თავდასხმის წლისთავის წინ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილე - გრიგორი კარასინმა დაადასტურა რადიოსადგურ "გოლოს რასიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის აქამდე გამოუქვეყნებელი მოხსენების არსებობა, საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შექმნილი მდგონარეობის შესახებ.

როგორც რუსი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, გარეპოლიტიკური უწყებისთვის ცნობილია ექსპერტთა კვლევების შინაარსი. "იქ ნაჩვენებია, თუ საქართველოში რამდენად შემაშფოთებელი სიტუაციაა ამ სფეროში",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან აღნიშნა, რომ "ჯერჯერობით ამ დოკუმენტის არსებობას საერთოდ უარყოფენ, თუმცა ჩვენ გვაქვს უტყუარი მონაცემები, რომ ამგვარი მოხსენება გამოვიდა და ის ფიზიკურად არსებობს".

მისი სიტყვებით, Human Rights Watch-ის მოხსენება, არა მარტო რუსეთისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც იქნებოდა საინტერესო, რომელთა თვალშიც საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად ყველაფრისა კვლავ "დემოკრატიის შუქურად" რჩება. რისთვის მიაჩუმათეს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია, მითუმტეს თუ კი ეს დოკუმენტალურად არის დადასტურებული? რათა გაამხნევონ და მხარი დაუჭირონ, ისედაც არაერთ უბედურებაში დამნაშავე რეჟიმს?

პირველად Human Rights Watch-ის საიდუმლო მოხსენებაზე განცხადება, ივლისის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა,. "ორიოდე წლის წინ გაკეთდა ევროპის საბჭოს მოხსენება, რომლმაც სააკაშვილის რეჟიმის მრავალი ნაკლოვანება გამოამზეურა ანუ მისი ავტორიტარიზმი. ასევე მხედველობაში მაქვს ახლახანს გახმაურებული ინფორმაციის გადამოწმება იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ოგანიზაცია Human Rights Watch-მა შეადგინა მოხსენება, თუ როგორი მდგომარეობაა სააქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით. მაგრამ, რატომღაც ამ პატივსაცემი ორგანიზაციის სხვა მოხსენებებისგან განსხვავებით, ის არ გამოქვეყნდა და ჩუმად გადაეცა საქართველოს ხელისუფლებას". - თქვა მან.

ლავროვის განცხადების საპასუხოდ, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ უარყო ეს ინფორმაცია და ამგვარი მოხსენების არსებობის ფაქტი. "მის განცხადებაში მცდარად იყო ნავარაუდევი, რომ Human Rights Watch-მა მოამზადა მოხსენება საქართველოში დემოკრატიის არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც არ გამოქვეყნდა და გადაეცა თავად საქართველოს ხელისუფლებას". ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლავროვის განცხადება "არასწორია, ხოლო Human Rights Watch-ის ყველა აქტუალური ანალიტიკა და დოკუმენტაცია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სიტუაციასთან დაკავშირებით, ჩვენს საიტზე შეგიძლიათ მოიპოვოთ". ასევე უარმყოფელ წერილში ნათქვამია, რომ Human Rights Watch-ის მსოფლიო პრაქტიკა, მათ შორის საქართველოში და რუსეთშიც, ხშირად გულისხმობს ინფორმაციის გაცვლას შესაბამის მთავრობებთან, თუმცა ეს ინფორმაცია ყოველთვის ქვეყნდება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100