RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რუსეთ-საქართველო: პატრიარქის ლოცვებით

17.08.2009  |  10:07

3671.jpegქართული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიების შეხვედრა უნდა შედგეს ამ წლის ბოლოს. ორი ქვეყნის მღვდელთმსახურები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ მოაგვარონ კონფლიქტები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარშემო. თუმცა აგვისტოს ომის წლისთავი პატრიარქმა ილია მეორემ და პატრიარქმა კირილემ განსხვავებული ლოცვებით აღნიშნეს. პირველმა მათგანმა ოსებს და აფხაზებ ღვთის სასჯელი უწინსწარმეტყველა, რაც გამოიხატება მათი ერების განადგურებაში. მეორემ კი ომს უწოდა სამი მართლმადიდებლური ერის ტრაგედია.

იმ დროს, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ავლენს მტკიცე ნებას საქართველოს მისამართით, რუსული მართლმადიდებლრი ეკლესია ყველანაირად ცდილობს სამშვიდობო ფუნქციის შესრულებას. კიევის მიმართაც, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა გამაფრთხილებელი შეტყობინებაგაუგზავნა, სრულიად რუსეთი პატრიარქმა კი - მადლობა მიღებისთვის. ასევე თბილისის მიმართაც, რომელთანაც კრემლმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები გასული წლის აგრესიის მერე, ეკლესია კი ურთიერთობების დალაგებას ცდილობს.

სულ ახლახანს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მიიღო მონაწილეობა სერაფიმ საროვსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ზეიმებში, რომლებიც ჩატარდა პირველ აგვისტოს რუსეთის სერაფიმო-დივეევის წმინდა სამების მონასტერში. მანამდე შავი ზღვია ნაპირზე შედგა რიგით მესამე რუსულ-ქართული პოეზიის ფესტივალი „ოქროს საწმისის ძიებაში", რომელიც დაიგეგმა ორი ეკლესიის მონაწილეობით. გასულ წელს პატრიარქ ალექსის გარდაცვალება გახდა ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტის მიზეზი.

მოსალოდნელია, რომ უკვე წელს კირილე შეხვდება ილია მეორეს. ალბათ, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველო თავისად მიიჩნევს. ილია მეორე არის მოსაოდნელი შეხვედრის ინიციატორი და თვლის, რომ ის იქნება მისაღები რუსული მხარისთვისაც, განაცხადა პატრიარქის მდივანმა მიხეილ ბოტკოველმა. „მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობს ტრადიცია, როდესაც ახალი პატრიარქი აკურთხებს და ლოცავს ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანას. ამ ქვეყნებში ვიზიტებს ახორციელებენ მართლმადიდებლური ეკლესიების ახალი ხელმძღვანელები. ასეთი შეხვედრის ჩატარების სურვილი ქართველმა პატრიარქმაც გამოთქვა. თუმცა ჯერჯერობით ვერ დავაკონჯრეტებთ, თუ როდის და სად შედგება ეს შეხვედრა",- თქვა მამა მიხეილმა.

ჭორებს თუ დავუჯერებთ, შეხვედრა შეიძლება შედგეს სოჭში ან ვლადიკავკაზში. მაგრამ თუკი ვიზიტის მიზანია ქრისტიანული ქვეყნის მონახულება, უპირატესობას სოხუმს მიანიჭებენ. ილია მეორე აფხაზეთში ჩასვლა უკვე დიდი ხანია უნდა, მაფრამ რესპუბლიკის ხელისუფლება თვლის, რომ მას ამ ვიზიტის ჩატარების უფლება არ აქვს რადგანაც აკეთებს ხოლმე პოლიტიზირებულ განცხადებებს და არ აღიარებს ამ ქვეყნის პოლიტკურ დამოუკიდებლობას. ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყეს ლაპარაკი, რომ ქართველ პატრიარქს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს აფხაზების დაბრუნების საკითხში.

როგორც ჩანს, ქართველები არ ასხვავებენ სულიერ და სამშვიდობო საქმეებს და მოსალოდნელ შეხვედრასაც, პირველ რიგში, აღიქვამენ როგორც პოლიტიკურ ნაბიჯს და ერთგვარ დიპლომატიურ ინსტრუმენტს. „პოლიტიკური თვალსაზრისით ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია,- აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი.- ცნობილია, რომ მოსკოვის საპატრიარქომ ღიარა აფხაზური ეკლესიის ქართველიპატრიარქისადმი კუთვნილება, ამიტომაც ჩვენს პატრიარქს აქვს აფხაზეთში ჩასვლის ყველანაირი უფლება. აფხაზეთში რუსეთის პატრიარქი იქნება სტუმარი, მიმღები მხარე კი საქართველოს პატრიარქი, რაც ამ შეხვედრას დამატებით პოლიტიკურ დატვირთვას მისცემს".

თავის მხრივ ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი შეგვახსენებს, თუ როგორ მტრულად არის განწყობილი აფხაზური მხარე ქართველი მღვდელთმსახურების მიმართ მას შემდეგ, რაც კოდორის ხეობაში ბერები მხილებულები იქნენ პოლიტიკურ პროპაგანდაში და გამოუშვეს საქართველოში. ამიტომაც ის თვლის, რომ ილია მეორეს გამგზავრება სოხუმში უსაფრთხოების თვალსაზრისით სარისკო გადაწყვეტილებაა. მისი გაფრთხილება განსაკუთრებით საშიში ხდება ამ დღეებში აფხაზეთსა და გაგრაში მომხდარი აფეთქებების შემდეგ.

ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებულია სესიაშვილი, რუსეთისა და საქართველოს სულიერ ლიდერების შეხვედრა მხოლოდ დადებით შედეგებს გამოიღებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100