RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მითებს საქმეს ვერ მიაკერებ

20.08.2009  |  10:10

3705.jpegგასული აგვისტოს მოვლენებმა სტრასბურგის სასამართლომდე მიაღწია. საქართველოში ომის შედეგად დაზარალებულ ოჯახებთან ერთად მომჩივან მხარეს შეუერთდა ჰოლანდიელი ტელეჟურნალისტი იერუნ აკერმანსი. ისინი რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოყენებას ასაჩივრებდნენ. ჩივილის მიზეზი კი იყო ჭრილობა, რომელი ჟურნალისტმა გასულ წელს ქალაქ გორში მიიღო ომის დროს.

შეგახსენებთ, რომ ეს ჟურნალისტი დაიჭრა ფეხი მიდი კოლეგა, ტელეოპერატორი სტან სტორიმანდი კი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა 12 აგვისტოს ქალაქ გორის ცენტრში.

ჟურნალისტები ხშირად კვდებიან სამხედრო კონფლიქტის გაშუქებისას. ეს ფაქტია, როგორი საწყენიც არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ინფორმაციულ ომში საქართველოსა და მისი მხარდამჭერებისთვის ჩვეულ ამბად იქცა ფაქტების მითვისება. აგვისტოს ომის დაწყებისას საქართველოს უცხოეთის თვალში სურდა აგრესიული რუსეთის მსხვერპლის როლის თამაში.

მართლაც, სააკაშვილის ავანტურის გამო საქართველოს კიდევ ათი ათასობით ლტოლვილი, მიზათგვერდში ახალი საფლავები და ხალხის დაშავება შეემატა. თუმცა, ვინ დაესხა თავს ცხინვალს, ვინ დააგრია ამ ქალაქის 90%, ვინ დახოცა უამრავი ოსი? ნუთუ სააკაშვილის არც ერთ მომხრეს არ დაუსვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვა?!

"მათი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ დაებლოკათ რუსეთის მცდელობები ინფორმაიცულ სივრცეში ოსების გენოციდის გაგების გავრცელების. სხვანაირად გამოვიდოდა, რომ რუსეთმა ომში რაინდის როლი შეასრულა, ამის დაშვება კი არაფრით არ შეიძლებოდა,- აღნიშნავდა თავის სტატიაში მწერალი და ისტორიკოსი კირილ ბენედიქტოვი.- ექსპერტი რანია ლოკშინა იმეორებდა: "სამოქალაქო ხალხის სიკვდილიანობა შეიძლება დაითვალოს ათეულობით, მაგრამ არანაირად ათასებით და ასებითაც კი" და ამბობდა, რომ დაიღუპა 47 ადამიანი.

47 ადამიანის გვამი მოხვდა ცხინვალის მორგში, რომელსაც სხვათა შორის ესროდნენ. წარმოიდგინეთ რამდენმა ადამიანმა დამარხა თავად ახლობლები. მხოლოდ 12 აგვისტოს შემდეგ ახერხებდნენ მათ საფლავებში გადატანას, მანამდე კი ბაღებში და ეზოებში ასაფლავებდნენ. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სასაფლაოების დავლა და ახალგარდაცვლილთა დათვლა. მაგრამ სამართალდამცავებმა ეს რატომღაც არ გააკეთეს".

სამაგიეროდ, დღეს მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ ომის დროს ადამიანის უფლებათა დაცვის თემა და მხარეების მიერ კასეტური იარაღის გამოყენებით სპეკულირება მოახდინონ.

ჯერ კიდევ აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოს სამხრეთ ოსეთში შეჭრის შემდეგ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს იყენებს კასეტურ იარაღს, მათ შორის აფხაზეთსა და სახმრეთ ოსეთში. ამასთანავე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოიპოვა საქართველოს მიერ ოსეთში ბრძოლისას კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტების დამადასტურებელი საბუთები. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა.

ქართული მხარის მიერ ოსური სოფლების დაბომბვის შემდეგ აღმოჩნდა კასეტური იარაღის კვალი.

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ სტორიმანსის სიკვდილის გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და ეს ტრაგედია ქართული მხარის ბრალია, რომელმაც დაამტკიცა კასეტური იარაღის გამოყენება კონფლიქტის დროს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული კასეტური ბომბები საკმაოდ ეფექტურად გამოიყენებოდა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ.

ჰოლანდიელების მიერ წამოყენებული ცნობების მიხედვით, შეუძლებელია იმის დამტკიცება, თუ ვის ეკუთვნოდა კასეტური იარაღი, რომელმაც ჰოლანდიელი ჟურნალისტი იმსხვერპლა,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი ნესტერენკომ.

თუმცა ფაქტების ჟონგლირება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, საერთაშორისო საზოგადოებას იმის აღიარება მოუწევს, რომ კავკასიაში ომი საქართველომ დაიწყო. ამის ირიბი მინიშნება იმაში ჩანს, რომ საქართველოს ნატოში მიღება დღის წესრიგიდან მოხსნილია. შეიცვალა ამ ომის აღწერის ტონალობაც დასავლურ მასმედიაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100