RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართველებს პოლონეთსა და თურქეთში შიმშილი და დეპორტაცია ელით

20.08.2009  |  17:24

3718.jpegსაქართველოსადმი მეგფობრულად განწყობილმა ქვეყნებმა ქართველი არალეგალების მიმართ დამოკიდებულება გაამკაცრეს. პოლონელებმა ქართველი ლტოლვილები ბანაკებში შიმშილამდე მიიყვანეს. თურქებმა კი უბრალოდ გამოაგზავნეს ისინი საქართველო. ქართველი ჩინოვნიკები თანამემამულეებს თანაუგრნობენ, მაგრამ არ ურჩევენ საზღვარგარეთ არალეგალურად გამგზავრებას.

ახლახან საქართველოში თურქეთიდან 12 ადამიანის დეპორტაცია მოახდინეს. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საკონსულომ. წარუმატებელი მოგზაურები მოხვდნენ არაკანონიერ ემიგრანტთა ბანაკში თურქულ ქალაქ ედირნეში. შვიდ მათგანს თან არანაირი დოკუმენტი არ ჰქონია. სამი უკვე თავად აოირებდა საქართველოში გამომგზავრებას, მაგრამ თურქმა მესაზღვრეებმა დააკავეს საბერძნეთში მიმავალ ავტობუსში.

ქართველებმა დაიჩივლეს, რომ თურქული მხარის წარმომადგენლები მათ ცუდად ეპყრობოდნენ. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამის შესახებ ანკარას არაფერს ეტყვის. ეს სამი წლის წინ შეიძლებოდა მოსკოვთან ჩხუბი მსგავსი საკითხის გამო, თურქეთთან კი ამის გაკეთება არახელსაყრელია. თუმცა რუსეთი არალეგალების რაოდენობით უფრო მეტად იტანჯებოდა ვიდრე თურქეთი.

ამ დღეებში კვლავ გრძელდება პოლონეთში ბანაკში ქართველი არალეგალების პროტესტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის პაატა კაპანაძის თქმით, საჭმელზე უარის თქმას შიმშილობას ვერანაირად უწოდეს. ისინი უარს ამბობენ ბანაკის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ საკვებზე. ქართველ გურმანებს პოლონური საჭმელები სულაც არ მოსწონთ. კაპანაძის თქმით, ისინი საჭმელს მაღაზიებში ყიდულობენ ბანაკის ტერიტორიაზე. ანუ, პროდუქტების ფული მათ აქვთ.

პროტესტანტებს იმედი აქვთ, რომ მიიღებენ ლტოლვილთა ოფიციალურ სტატუსს. აქციის მონაწილეებმა დაბლოკეს ბანაკის ტერიტორია და შიმშილობენ, წერს პოლონური მასმედია. თუმცა, პოლონური მხარის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სავიზო რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდნენ. ეს საკითხი ხელს უშლის საკითხის დარეგულირებას. "გუშინ გაირკვა, რომ ამ ოცი ადამიანი ოჯახებს სასამართლომ უარი უთხრა პოლიტიკურ თავშესაფარზე და ისინი დაექვემდებარებიან დეპორტაციას. თუმცა დეპორტაციასაც თავისი პროცედურა აქვს",- ხსნის ჩინოვნიკი. ამ ოცი ადამიანიდან არც ერთი არ არის, მისი მონაცემებით, პოლიტიკური დევნილი.

ლტოლვილის საკითხზე განცხადების განხილვას მიმდინარეობს ნახევარი წლის განმავლობაში. დღესდღეობით პოლონეთში ხუთი ათასამდე ადამიანი ელის გადაწყვეტილებას. ლტოლვილის სტატუსი ადმიანს ქვეყნის ტერიტორიაზე ლაგლურად ყოფნის უფლებას აძლევს.

თუმცა ქართველებს პროცედურის დაჩქარება სურთ და უნდათ გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლეს კომისართან შეხვედრა. ვარშავაში აღნიშნე,ს რომ ეს ადამიანი მზად არის მათ შეხვდეს, თუმცა არ ძალუძს კანონის შეცვლა.

წელს პოლონეთში საქართველოდან არალეგალური ემიგრანტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. მარტში ბელორუსიელმა მესაზღვრეებმა დააკავეს სამი ქართველი. მათ სურდათ საზღვრის გადაკვეთა და პოლონეთში სამსახურის დაწყება. პოლონური მხარის ცნობით ოფიციალურად იქ იმყოფება 1 200 საქართველოს მოქალაქე. პოლონური სტატისტიკით მხოლოდ მათი ნახევარი მიიღეს. სხვები, როგორც ჩანს, ბანაკებში მოხვდნენ.

ქართველები მშობლიურ ქვეყანაში ვერ ჩერდებიან, თუმცა მან, მისი ხელმძღვანელობის მტკიცებით, უკვე გამოიარა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ის რაც პარლამენტის კაბინეტებიდან და პრეზიდენტის რეზიდენციიდან უმნიშვნელო ვარდნად ჩანს ქართველების მცირე და საშუალო ბიზნესს აკოტრებს. ეკონომიკა გაყინულია, ფული აღარ არის, მცირდება სამუშაო ადგილები. ხალხი უკეთეს ცხოვრებას ქვეყნის გარეთ ეძებს.

საქართველოში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ ეხება იმ მიზეზებს, რომლებიც ამხელს მიგრაციას იწვევს. პოლონეთსა და თურქეთში მომხდარი ინციდენტების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გააფრთხილა მოქალაქეები, რომ თაღლითებისთვის თავის არიდება სცადონ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100