RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ეროვნული საკითხი. რისგან სტკივა თავი თბილისს

21.08.2009  |  21:52

3735.jpegსაქართველოდ ააზერბაიჯანი არა მხოლოდ მეზობლები, არამედ სტრატეგიული პარტნიორები არიან. ორივე მხარე მონაწილეობს რიგ რეგიონალურ პროექტებში, ასევე ნაბუკოს გახმაურებულ პროექტში. თუმცა ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. თავისი პოლიეთნიკური ტოლერანტულობიტ სახელგანთქმული საქართველო 1991 წლის შემდეგ გამუდმებით ავრცელებს ნაციონალიზმის საკითხებს. ახლა ბაქოში საუბრობენ თავიანთი ქართველი თანამემამულეები სავალალო მდგომარეობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ. როგორია საქართველოში აზერბაიჯანული საკითხის გადაჭრის პერსპექტივები?

პოლიეთნიკური საქართველოს თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ ეროვნული უმცირესობები იქ კომპაქტურად ცხოვრიობენ. თანაც მათი ისტორიული სამშობლოს კუთვნილ ტერიტორიებზე. ეს არც იქნებოდა პრობლემა. ქართველი ხალხი ყოველთვის ტოლერანტული იყო და ყოფაცხოვრებაში არასოდეს იყო, არც იქნებოდა და იმედი გვაქვს, რომ მომავალში არასოდეს იქნება ნაციონალიზმი. თუმცა საქართველოს დმაოუკიდებლობის მიღების პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა: ერთმანეთის შემცვლელი პოლიტელიტები ნაციონალისტური ლოზუნგებით გამოდიოდნენ გამიდმებით. ზვიად გამსახურდია აცხადებდა: "საქართველო ქართველებისთვის", ახლა ქვეყანას მართავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც გამუდმებიტ აცხადებს, რომ ყველა ეროვნებად თანაბარი უფლებები აქვს, საქმით ყოველთვის ავიწროვებს არატიტულოვან ერებს.

საბოლოოდ კი მმართველი უმრავლესობა კიცხავს რეგიონებში სეპარატისტულ განწყობას და ყევლაფერში მოსკოვს ადანაშაულებს. და მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელები არასოდეს ითხოვნდნენ ავტონომიის სტატუსს, კონფლიქტური სიტუაციები აქ პერიოდულად ხდება. საქართველოში მოქმედი ეოვნული მოძრაობის "ჰეირატის" თავმჯდომარის ზუმრუდ გურბანოვის გამოსცლა საქართველოში აზერბაიჯანელების აუტნელი ყოფის შესახებ გავრცელდა ახლახან ბაწოში და საქართველოს ხელისუფლებისთვის ბაქოელი საზოგადოების თვალში ქულები არ დაუწერია.

"2008 წლის ომიდ შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარი მთლიანად დაკეტილია და აზერბაიჯანელები საკუთარი საქონლის გაყიდვას ვეღარ ახერხებენ,- აცხადებდა გურბანოვი.- ამის შედეგად აზერბაიჯანულ რეგიონში მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა". მისი თქმით, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში საქართველოდან ფულის საშოვნელად 60 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი გავიდა. უმეტესი ნაწილი ისტორიულ სამშობლოში დასახლდა. თუმცა აზერბაიჯანშიც აქყდება ეს ხალხი მიგრაციულ პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მანამდე "ჰეირატის" თავმჯდომარემ ალიბალა ასკეროვმა განაცხადა, რომ საქართველოში აზერბაიჯანელებს სერიოზული პრობლემები აქვთ განათლებისა და კულტურის სფეროში. ბაქოში გადაწყვიტეს, რომ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება აზრბაიჯანული ინვესტიციებით იმ რეგიონებში, სადაც ქომპაქტურად არიან დასახლებულები აზერბაიჯანელები. სწორედ ეს საკითხები იქნება განხილული უახლოეს მომავალში თბილისში აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრის შახინ მუსტაფაევის ვიზიტის დროს.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. 1990-2000 წლებში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არაერთხელ იქმნებოდა კონფლიქტური სიტუაციები, რომელბამ ეთნოპოლიტიკური ელფერი შეიძინეს. პირველ ადგილას ყოველთვის იდგა სოციალურ-ეკონომიკური და უფლებათა დაცვის პრობლემები. აზერბაიჯანელებმა ასეთი პრეტენზიები წაუყენეს საქართველოს ხელისუფლებას: აზერბაიჯანელები კადრობრივი დისკრიმინაცია, მათთვის საქართველოშო კარიერული პერსპექტივების არ არსებობა; დისკრიმინაცია მიწის ნაკვეთების გამოყოფისას; აზერბაიჯანული სკოლების დახურვა; ქართველი მესაზღვრეებისა და მებაჟეების მიერ მათი დამცირება. თითქმის ათი წლის შემდეგ დღის წესრიგში ისევ იგივე პრობლემები დგას.

გასული წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი, 2006 წლის თებერვალში საქართველოს პოლიციამ ზალის გამოყენებით დაარბია მარნეულის რაიონშიმაცხოვრებელი აზერბაიჯანელების მიერ გამართული მიტინგი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100