RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს ხელისუფლება კანონით შეიარაღდა

24.08.2009  |  09:21

3742.jpegსაქართველოს ოპოზიციის მიერ დპაირებული საშემოდგომოსაპროტესტო ტალღა ჯერ კიდევ არდამდგარა, მაგრამ ხელისუფლებამ უკვე მიიღო პირველადი ზომები. დღეს ძალაში შედის კანონი შეკრებებსა და მანიფესტაციებზე, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ საქნციებს ამკაცრებს. თანაც მმართველი უმრავლესობის მიერ გაკეთებული დაპირების მიუხედავად, კანონი ძალაში შედის ვენეციური კომიტეტის დასკვნის გარეშე. ასე რომ შემოდგომაზე პირველივე აქციის შედეგად ოპოზიციონერები შეიძლება გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ.

კანონში ცვლილებების შეტანა პარლამენტმა 17 ივლისის რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა. ეს ცვლილებები მიმართული იყო მიტინგების გამართვის წესების გამკაცრებისკენ. ხელისუფლების ინიციატივით ჩატარებული შესწორებები უკრძალავს ნებისმიერ პოლიტიკურ აქციას ადმინიტრაციულ ან სამთავრობო შენობებთან ოცი მეტრის რადიუსზე მიახლოვებას. ასევე კონკრეტულად იხსნება ქუჩის სავალი ნაწილის გადაკეტვის პირობები: ეს დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აქციაზე საკმარიდი რაოდენობის ხალხია, როდესაც მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ამას ხელისუფლება განსაზღვრავს. დაკავების ვადა კი 30 დღის მაგივრად 90 დღე იქნება.

ოპოზიციონერები კრიტიკულად მიუდგნენ ამ შესწორებებს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ეს ცვლილებები რეპრესიების ახალ ტალღას შეუწყობდა ხელს. მისი თქმით, ეს შესწორებები დიქტატურისკენ ხსნის გზას და არ შეიძლება მათი მიღება. ლევან გაჩეჩილაძემ ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით ხელისუფლება ხალხს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს.

თუმცა საქპარლამენტო უმრავლესობამ ყურადღება არ მიაქცია ოპოზიციის აზრს და მაინც დათანხმდა. პროტესტის ნიშნად საპარლამენტო უმცირესობამ ხმის მიცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა. დეპატების დროს საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა წამოაყენეს წინადადება შესწორებების ვენეციური კომისიის მიერ გადახვედის თაობაზე, მათ სურდათ, რომ დასკვნის გარეშე კანონი ძალაში არ შესულიყო. თუმცა ეს არ მოხდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა ევროპელი კოლეგების გარეშე გაეკეთებინა ყველაფერი.

საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც თავისი არასაპარლამენტო კოლეგებისკენ განსხვავებით უფრო კომპრომისულია. თვლის, რომ ხელისუფლების მსგავსი ქმედებები მიზნად ოპოზიციის საპროტესტო მუხტის შესუსტებას ისახავს. ასეთი აზრი გამოთქვა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ.

ვენეციური კომიტეტის დასკვნა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში ოქტომბერში იქნება მზად, დიად ვერაფერს შეცვლის, თვლის ვეფხვაზე, რადგანაც "დასკვნას აქვს რეკომენდაციის ხასიათი და არ ავალდებულებს არავის". ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ დასკვნა გვიჩვენებს, თუ რამდენად შეესაბამება ეს ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს.

თუმცა, მისი აზრით, უარყოფითი დასკვნის შემთხვევაშიც, პარლამენტი აღარ გადათქვამს გადადგმულ ნაბიჯს.

უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შეხვედრის დროს ძალოვნებმა ოპოზიციონერებს პირობა მისცეს, რომ გადახედავდნენ პოლიტპატიმრების სიას და მათ საქმეებს, დღეს 3 და 4 წელი მიუსაჯეს რესპუბლიკური პარტიის ორ აქტივისტს. ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემულ სიაში არიან შეყვანილები. დაკავებულები უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივებით დაიჭირეს. ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ სწორედ ეს არის ხელისუფლების პასუხი ოპოზიციისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრამ ოპოზიციონერებთან მათი კოლეგების კრიტიკა გამოიწვია. "მე არ გამოვდივარ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, რომელიც თავიდანვე ხელისუფლებასთან დიალოგის მომხრე იყო. ჩემთვის გაუგებარია ასათიანისა და გამსახურდიას პოზიცია, რადგანაც ისინი ვერასოდეს ვერ იტანდნენ სააკაშვილის რეჟიმს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100