RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პოლიციის რეფორმა. მედლის მეორე მხარე

25.08.2009  |  10:06

3751.jpegქართველ პოლიციელებზე ლეგენდები ითხზება. იმით, რომ ისინი ქრთამს აღარ იღებენ. პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა აღფრთოვანებულია. ქართველებს შეუძლიათ დიდი განათლების გამოვლენით გამოხატონ ქვეყნის ხელისუფლებით უკმაყოფილება, ხანაც მისი ცუდად მოხსენიებაც შეუძლიათ. მაგრამ ისინი მაინც აღიარებენ: პოლიციის რეფორმა ყველაზე ნაყოფიერია. რეფორმიდან ხუთი წლის შემდეგ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: ამ ეტაპზე ამ რეფორმის გაგრძელება არის საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული სიამაყის საგანი შეიძლება უბრალოდ გაქრეს.

საქართველოს საპატრულო პოლიცია თანამოქალაქეებში ნდობით სარგებლობს. ის გამოზახებიდან 2 წუთში ადგილზე ჩნდება ხოლმე. ასეთ ცვლილებებს ძირითადად რადიკალური მიდგომის წყალობით მიაღწიეს. 2004 წელს გაათავისუფლეს 32 000-ზე მეტი მილიციელი, მათ ნაცვლად აიყვანეს ახლაგაზრდა ბიჭები, რომლებსაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ხელფასი მისცეს. მათზე მეტი მხოლოდ დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს აქვთ. თუკი საქართველოში საშუალოს ხელფასი არის 200-300 დოლარი, პატრულის პოლიცილებეი იღებენ 450-დან 1200 დოლარამდე. ამიტომაც არ იღებენ ქრთამს - ძალიან უფრთხილდებიან სამსახურს.

როგორღაც შევესწარი ერთ ძალიან საინტერესო შემთხვევას. ჩვენ უმნიშვნელოა დარღვევის გამო პატრულმა გაგვაჩერა. საჭესთან იჯდა ცნობილი ადამიანი, მრავალ დებატებში მონაწილეს, ცნობადი სახე. თუმცა მისი პოპულარობა სულაც არ აღმოჩნდა სარგებლიანი. გამოწერეს ჯარიმა და გააფრთხილეს, რომ ის სამი დღის განმავლობაში უნდა დაეფარა. აი გავიდა რეფორმიდან ხუთი წელი.

თბილისში ჩემი ახლანდელი ვიზიტის დროსაც მოხდა საინტერესო შემთხვევა. პატრულმა ჩვენ გვიან ღამით რუსთავის გზაზე გაგვაჩერა. პოლიციელმა თავი გაგვაცნო და დოკუმენტები მოითხოვა. ჩემმა ქართველმა მეგობარმა მოასწრო იმის თქმა, რომ ეს უბრალო შემოწმება იყო. თუმცა პოლიციელმა მაშინვე განაცხადა, რომ მძღოლი მთვრალი იყო. რადგანაც მთელი დღე ამ ადამიანთან ერთად მქონდა გატარებული და კარგად ვიცოდი, რომ მხოლოდ ქვენი ჰქონდა დალეული, ვერ დავფარე აღელვება. პოლიციელი კი მშვიდად იმეორებდ,ა რომ აუციელებელი იყო ჯარიმის გადახდა, თორემ მართვის მოწმობას წაიღებდა.

თავისი სიტუაციის ილუსტრაციისთვის პოლიციელმა ჯიბიდან ამოიღო ალკოჰოლის ტესტი და მასში ჩაბერვა შესთავაზე ჩემს მეგობარს. ჩვენდა გასაკვირად მოწყობილობამ აჩვენა, რომ ის მთვრალი იყო. სწორედ აქ მოხდა სცენა, რომელიც დღემდე თვალწინ მიდგას. სამწუხაროა, რომ თან ვიდეოკამერა არ მქონდა ამის გადასაღებად.

წარმოიდგინეთ: საუბარი ყვირილში გადავიდა. პოლიციელი და ჩემი მეგობარი ხელებით საუბრობდნენ, თითოეული მათგანი თავის სიმართლეს ამტკიცებდა. როდესაც ყვირილი შეწყვიტეს გაისმა კომპრომისული შემოთავაზება: პოლიციელს სიმართლის დასამტკიცებლად თავად უნდა ჩაებერა აპარატში. თუკი ის არ აანთებდა ჯარიმასაც გადავიხდიდით. უნდა აღინიშნოს პოლიციელის სიჯიუტეც, რომელიც ამ წინადადებაზე წამოვიდა და ჩაბერვის შემდეგ აპარატმა წითლად გაანათა. მოწყობილობა ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და ალკოჰოლი თავად პოლიციელსაც აღმოუჩინა.

მას ბოდიშის მოხდა მოუწია. გასამხიარულებლად გავეხუმრეთ, რომ განყოფილებას არ შევატყობინებდით გზაზე ნასვამი პატრულის ყოფნის შესახებ... დავშორდით მეგრობულ ნოტაზე და ერთმანეთს მშვიდობიანი ღამე ვუსურვეთ.

როგორც მოგვიანებით ჩემი მეგობრებისგან გავიგე, ეს შემთხვევა გამონაკლისი სულაც არ ყოფილა. ცოტა ხანია პოლიციელები გადავიდნენ თვითდაფინანსებაზე, ანუ რაც უფრო მეტ ჯარიმას გამოწერენ, მით მეტი ხელფასი ექნებათ. და აი რეფორმაც აღარ არის ისეთი ეფექტური.

რა თქმა უნდა, ძველ ღიპიან პოლიციელებამდე ახლანდელებს კიდევ ბევრი უკლიათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: კავკასიაში ევროპული სტანდარტების დანერგვა ძალიან ძნელია.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავტომფლობელები მხოლოდ პოლიციელების სამიზნეები არ არიან. საქმე ის არის, რომ თბილისში ავტომობილების პარკი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრად გაიზარდა. ზოგიერთი შეფასებით, ახლა თბილისში მილიონ ნახევარზე მეტი მანქანა მოძრაობს. რა თქმა უნდა, შეიქმნა საცობების პრობლემა. ეს არ გამოპარვია თბილისის მერს გიგი უგულავას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100