RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სააკაშვილი ახლი მინისტრი საშუალებით აძლიერებს არმიას

31.08.2009  |  09:08

3798.jpegჟურნალისტების მიერ ნაწინასწარმეტყველები საკადრო კარუსელი დატრიალდა. ეკონომიკის მინისტრის კვალდაკვალ პოსტს, თავდაცვის უწყების თავკაციც შეელია. თავდაცვის მინიტრად 29 წლის ბაჩო ახალაიას დანიშნვამ, რომელსაც ბრალს სდებენ „სიკვდილის ესკადრონების" მოღვაწეობაში ანუ სპეცდანიშნულების დანაყოფები, რომლებიც ოპოზიციის მტკიცებით სააკაშვილის მოწინააღმდეგეებთან ანგარიშსწორებისათვის გამოიყენება - უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. ოპოზიცია აღშფოთებულია, თავად მიხეილ სააკაშვილი კი „თავდაცვის უწყებაში ძლიერი ხელის" აუცილებლობაზე საუბრობს. ახალმა დანიშნვამ შესაძლოა ნულამდე დაიყვანოს მოლაპარაკებითი პროცესი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ამასთან ერთად პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვიოს. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველ ექსპერტებს სხვადასხვაგვარი მოსაზრება აქვთ.

ქართულ მასმედიაში ჭორები თავდაცვის მინიტრის შეცვლის შესახებ უკანასკნელი რამოდენიმე თვის განმავლობაში დადიოდა. ინტელიგენტური ფსიქიატრი დავით სიხარულიძე დიდად არც სამხედრო გარემოცვაში და არც თავად სამინისტრო სტრუქტურაში ეწერებოდა. დანიშნვისთანავე წერდნენ ჟურნალისტები, რომ დავით სიხარულიძემ საერთო ენა ვერ გამონახა მინიტრის მოადგილე ბაჩო ახალაიასთან. ქართველი ექსპერტების აზრით, თავისდროზევე დავით სიხარულიძე ამ პოსტზე მხოლოდ იმის გამო დაინიშნა, რომ მისაღები ფიგურა იყო როგორც საზოგადოებისათვის ასევე დასავლეთისთვისაც. თუმცა კი, თავიდანვე თავდაცვით უწყებას მისი მოადგილე ახალაია მართავდა. ასე, რომ საკადრო გადაადგილებები გარდაუვალი იყო.

პროცესი იმ სკანდალურმა ისტორიამაც დააჩქარა, რომელშიც სიხარულიძე მოხვდა. ამერიკელი ჟურნალისტისათვის მიცემულ ინტერვიუში მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ამერიკელი ინდტრუქტორების მიერ ავღანეთში მსახურობისათვის მომზადებული ქართველი სამხედროები, შეძლებენ მონაწილეობის მიღებას რუსეთთან ახალ კონფლიქტში. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს განცხადება და გადაყენების ლოდინიც დიდი ხანი არ დაგვჭირვებია. თუმცა სიტყვა „გადაყენებას" ოფიციალური თბილისი გაურბის. სიხარულიძე ოფიციალური ვერსიით, გააგრძელებს მუშაობას საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე.

ახალაიას კანდიდატურა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე პირადად მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა. ახალაია გახლავთ „ევროპაში მაღალი დონის განათლება მიღებული კადრი", „რომელსაც მრავალი მტერი ჰყავს" ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან შეურიგებელი ბრძოლის გამო, როდესაც ის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა, განაცხადა სააკაშვილმა მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტირებისას. „დღეს ჩვენს ციხეებს უკვე კანონიერი ქურდები არ მართავენ და დანაშაული აღარ იმართება ციხიდან",-განაცხადა მან. „სწორედ ამ ადამიანმა (ბაჩო ახალაიამ) გააკეთა ეს. მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი და მე ვერ შევძელი ამის გაკეთება. მან ამ ყოველივეს გაკეთება მკაცრი წესების შემოღების ხარჯზე შეძლო... და ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ იგივენაირი მუშაობა თავდაცვის სისტემაში",- სააკაშვილის ციტირებას ახდენს Civil.ge.

პრეზიდენტის მთავარი არგუმენტი ამგვარია:"გაცილებით მეტია გასაკეთებელი და საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ხელი ამ უწყებაში". „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა შემდგომი აგრესიისგან. ამას სხვას ვერავის დავავალებთ და ამ გადაწყვეტილებას ჩვენს მაგივრად ვერავინ მიიღებს"- განაგრძო სააკაშვილმა. „ჩვენ ვართ ქვეყანა რომელიც ყველაზე მეტად აფასებს მშვიდობას, იმიტომ, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ მშვიდობით, მაგრამ ამავდროულად იმისთვის რათა ბოლომდე მოვიგოთ მშვიდობა, ომის თავიდან აცილება ყოველთვის საჭიროებს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას და ჩვენი შეიარაღებული ძალების მუდმივ განვითარებას".- განაცხადა პრეზიდენტმა საუკეთესო ფიარ-ტრადიციების დაცვით. თუმცაღა იმის აღნიშნვა კი გადაავიწყდა, რომ საქართველო კვლავ ემზადება ომისათვის?

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100