RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ევროპა საზღვრებს ხსნის, მაგრამ ქართველ არალეგალებს ყრის

01.09.2009  |  09:49

3810.jpegსაქართველომ და ევროკავშირმა ბრიუსელში შეათანხმეს იმ დოკუმენტების ტექსტები, რომლებიც ითვალისწინებენ ამ ამიერკავკასიური რესპუბლიკის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის პროცესის გამარტივებას. შეთანხმება ძალაში შევა წლის ბოლოს ხელმოწერის შემდეგ. რაიმე განსაკუთრებული გართულებების გარეშე ევროპაში გასვლის შესაძლებლობა ცხოვრებას გაუადვილებს ქართველებს, რომელთა უმეტესობისთვის უცხოეთში მიღებული შემოსავალი არსებობის ერთადერთი წყაროა. თუმცა, როგორც ცნობილია, ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი მხარე. ევროკავშირმა გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქე არალეგალების სამშობლოში დაბრუნება (რეადმისია).

ბრიუსელში 24-25 აგვისტოს საქართველომ და ევროკავშირმა შეათანხმეს მოლაპარაკებების ტექსტები რეადმისიისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. ამ რაუნდ თბილისში "კონსტრუქციული" უწოდეს და აღნიშნავენ, რომ "შეთანხმებებში გათვალისწინებული ქართული მხარისთვის პრიორიტეტული ყველა საკითხი".

უნდა აღინიშნოს, რომ კონსულტაციები საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე ჯერ კიდევ 17 თებერვალს დაიწყო. ეს პუნქტი გათვალისწინებულია პროგრამაში "აღმოსავლური პარტნიორობა" და ვრცელდება ექვს პოსტსაბჭოთა ქვეყანაზე - აზერბაიჯანზე, სომხეთზე, ბელორუსიაზე, საქართველოზე, მოლდოვეთსა და უკრაინაზე. ოფიციალური თბილისი სავიზო რეჟიმის გამარტივებას "ევროპის დაპყრობად" მიიჩნევს.

თუმცა, სავიზო რეჟიმის სანაცვლოდ, საქართველო იძულებული გახდა დათანხმებულიყო ევროპაში უკანონოდ მყოფი ქართველების დაბრუნებაზე. ასეთია ევროკავშირის ჩვეული პრაქტიკა. რას ვიზამთ, ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი მხარე: არალეგალების დაბრუნება ძალიან მტკივნეული პროცედურაა.

თითქმის ერთი კვირის წინ იყო სკანდალი პოლონეთში მყოფ არალეგალებთან დაკავშირებით. ქართველმა უკანონო ემიგრანტები პოლონეთის სასაზღვრო ბანაკში დაგეგმეს საპროტესტო აქცია იმის გამო, რომ ვერაფრით ვერ მოახერხეს ლტოლვოლების სტატუსი მიღბეა, რაც მათ უფლებას მისცემდა პოლონეთის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის და მუშაობის. თუმცა, პოლონური მხარის ინფორმაციით, ეს ხალხი პოლონეთში სავიზო რეჟიმის დარღვევით მოხვდა, რაც ართულებს პრობლემის დარეგულირებას. ამ ფაქტს არც ქართული მხარე უარყოფს.

მასმედიაში გაჩნდ აინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლონეთში ყოველდღიურად საქართველოდან 80-მდე ლტოლვილი ჩადის. თუმცა შემდეგ ამ ხალხის დიდი ნაწილი დასავლეთით ინაცვლებს ხოლმე. პოლონური ხელისუფლების მონაცემებით, უაკანსკნეი სამი თვის განმავლობაში ასეთი ფაქტები გახშირდა. მეზობელი თურქეთიდან კი 12 არალეგალი გადააგზავნეს საქართველოში. გასულ თვეში კი ქართულმა მასმედიამ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რომ საბრძნეთში მკაცრდებოდა კანონები არალეგალების წინააღმდეგ.

"საბერძნეთის პარლამენტი უკვე ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც უცხოელ მოქალაქეებს, რომლებსაც დოკუმენტები არ გააჩნიათ, წინასწარი დაკავების საკანში გააჩერებენ 6-დან 12 თვემდე",- საუბარი იყო განცხადებაში. იმავდროულად საგრძნობლად იცვლება ფულადი ჯარიმის ოდენობაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ისიც იყო აღნიშნული, რომ ბერძნულმა პოლიციამ გაახშირა დოკუმენტების შემოწმება, განსაკუთრებით იმ კვარტლებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ და იკრიბებიან სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტები.

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, საბერძნეთში ცხოვრობს დაახლოებით 100 000 ქართველი, მათ შორის 1000 ეთნიკური ბერძენი, რომლებიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში საბჭოტა კავშირის დაშლის შემდეგ გაემგზავრნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100