RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მესხები საქართველოში ბრუნდებიან

01.09.2009  |  18:05

3815.jpeg17 ათასი თურქი-მესხი 2010 წლის დასაწყისში საქართველოდან, აზერბაიჯანში გადასახლდა. ამ ადამიანების რეპატრიაცია ქართველებისთვის - მტკივნეული საკითხია. ჯერ კიდევ 1944 წელს გასახლებული თურქი-მესხების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების ვალდებულება ქვეყანამ 1999 წელს ევროპის საბჭოში შესვლისას აიღო. თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ იქაურმა რაციონალურად მოაზროვნე პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ ეს პრობლემა საქართველოსთვის დიდ თავის ტკივილად გარდაიქმნება. მიუხედავად ამისა, თურქი-მესხების დაბრუნების საქმე, როგორც ჩანს დაიძრა გაყინული წერტილიდან.

საქართველოშინ მომავალი წლის დასაწყისში 17 ათასი თურქი-მესხის დაბრუნების შესახებ ცნობა თურქ-მესხთა საზოგადოების „ვათან"-ის თავმჯდომარე იბრაგიმ ბურხანოვმა გაახმოვანა. მისი თქმით, მომავალი წლის დასაწყისში მოსალოდნელია თურქ-მესხთა ყველა განცხადების განხილვა, მათთვის რეპატრირებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, წერს ARMENIA Today. იბრაგიმ ბურხანოვი ასევე აცხადებს, რომ 2010 წლის მაისიდან თავადაც დატოვებს აზერბაიჯანს და საკუთარ მოღვაწეობას საქართველოში გააგრძელებს. საერთო ჯამში აზერბაიჯანში 70 ათასი თურქი-მესხი ცხოვრობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისში მრავალი მათგანი აზერბაიჯანის რაიონებში დაფუძნდა (ძირითადად საატლი და საბირბადი).

უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წლის ზაფხულში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „იმ პირების რეაპტრიაციის შესახებ, რომლებიც საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკიდან 40-იან წლებში მე-20 საუკუნის ბოლოს იძულებით იქნენ გადასახლებულნი". დასაწყისში ვარაუდობდნენ, რომ საქართველოში დაბრუნების მსურველთა განცხადებები მიიღებოდა 2009წლის 1 იანვრამდე, თუმცა ამჟამად განცხადებების შეტანის ვადა გაგრძელდა 2010 წლის 1 იანვრამდე.

მრავალმა ექსპერტმა გააკრიტიკა კანონი. როგორც იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა newcaucasus.com ზაფხულში თბილისში ჩატარდა მრგვალი მაგიდის სხდომა, რომელიც მიეძღვნა დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციის პრობლემას. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ რუსი და ქართველი უფლებათა დამცველები. ძირითადა ორი თემა განიხილებოდა: მესხების გადასახლება ა.შ.შ-ში რომელბიც კრასნოდარის ოლქში ცხოვრობენ (რუსეთი) და ასევე საქართველოში მიღებული კანონი დეპორტირებული მოქალაქეების რეპატრიაციის შესახებ. ორივე პრობლემის გადაწყვეტა უფლებათა დამცველთა აზრით - არადამაკმაყოფილებელია.

რამოდენიმე ათასი თურქი-მესხი რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. მათ პრობლემები შეექმნათ მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. უფლებათა დამცველებმა სარჩელიც კი, შეიტანეს სტრასბურგის სასამართლოში. სასამართლომ დააბრუნა საჩივარი და მიუთითა, რომ მოქალაქეობის საკითხები მათ კომპეტენციაში არ შედის. 2004 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქი-მესხების ა,შ.შ-ში ნებაყოფლობითი ჩასახელბის პროგრამის რეალიზება მოახდინა. მრავალმა მესხმა გადაწყვიტა ბედი ოკეანის გაღმა ეცადა. რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებულ მესხებს, მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აღნიშნეს: იქ მიღებულ კანონში არ არის განხილული არც ზარალის კომპენსაცია, არც პოტენციური რეპატრიანტების მატერიალური მხარდაჭერა, არც მათი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის მექანიზმები.

როგორც წესი, ნებისმიერი ნაციონალური საკითხი, თანაც პრობლემების შლეიფით, რომლის ფესვებიც ისტორისაში მიდის ძალზე რთული გადასაჭრელია. თურქი-მესხების წარმოშობის შესახებ ისტორიკოსები დღემდე დაობენ. ერთერთი ვერსიით მე-17 საუკუნეში მესხეთზე გახშირდა ოსმანური იმპერიის თვადასხმები, რეგიონის გამუსულმანების მიზნით. რათა გადაერჩინათ თავი და საკუთარი ოჯახები, მესხები იძულებულნი გახდნენ მიეღოთ ისლამი. რის შედეგადაც გაჩნდა არაერთგვაროვანი ტერმინი თურქი-მესხები. სწორედ ისინი იყვნენ სტალინის მიერ „ხალხის მტრებად" გამოცხადებულნი და უმალ გასახლებულნი შუა აზიაში. 1968 წელს საქართველოდან გასახლებულ ყველა თურქს, უფლება მიეცა ეცხოვრა მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, მაგრამ არ ეძლეოდათ სამშობლოში დაბრუნების უფლება. აკრძალვა 1974 წელს მიხსნა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100