RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სამართლიანობა ქართულად: მეოთხედი საუკუნე „ბუკეტი“-სათვის

02.09.2009  |  09:47

3823.jpegფოთის სასამართლომ ქართული მხარის მიერ დაკავებული ტანკერის „ბუკეტ"-ის კაპიტანს შედარებითი ვადა მიუსაჯა - 24 წელი. თურქეთის მოქალაქეს ბრალი დასდეს „საბაჟო კანონების დარღვევა განსაკუთრებულად დიდ ზომებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევა". დანარჩენი ეკიპაჟის წევრების ბედი რომლებიც აზერბაიჯანლები და თურქები არიან, ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. დასავლეთი სდუმს, სიტყვა აფხაზურმა მხარემ აიღო, რომელმაც პირობა დადო მომავალში საქართველოს გემები დააკავოს შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში.

გახმაურებული ისტორია 17 აგვისტოს შავი ზღვის აკვატორიაში თურქული ტანკერი „ბუკეტი"-ს დაკავების შესახებ, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, თანადათან უფრო საყურადღებო ხდება. დასაწყისისთვის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ქმედებებს სოხუმში პროვოკაცია უწოდეს, ახალგაზრდა რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ღია წერილით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს ჯონ საუერს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში ხავიერ სოლანას და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის თხოვნით გაერკვნენ საქართველოს ქმედებებში და მისცენ ადეკვატური შეფასება მომხდარს.

დასავლეთმა დუმილი არჩია, საქართველომ კი ორი დღის შემდეგ დააკავა ტვირთმზიდი „აფროსტარი", რომელსაც სოხუმში მეტალი ჩაჰქონდა. ამ შემთხვევაში აფხაზეთმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართა. ახლა უკვე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გემები და კატერები, რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვერების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, გააცილებენ და თუ კი საჭირო გახდება დაიცავენ გემებს, რომლებიც ახალგაზრდა რესპუბლიკის ტერიტორიულ წყლებში შევლენ.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვიდან ნეიტრალურ წყლებში გემების გაცილების სიახლემდე, „ბუკეტის" კაპიტნის სასჯელი ფულადი ჯარიმიდან ორი თვით თავისუფლების აღკვეთამდე მერყეობდა. მაგრამ, როგორც ჩანს სწორედ რუსეთის მოქმედებამ, რესპუბლიკისათვის დახმარების აღთქმით, საქართველოს ხელისუფლებისათვის საბაბი გახდა, ტანკერის კაპიტანზე „საჩვენებელი სასამართლოს" ჩასატარებლად. „საბაჟო წესების დარღვევა განსაკუთრებულად დიდ ზომებში და შესვლის წესების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე" სწორედ ამ ყველაფრისათვის თურქი თითქმის ნახევარი საუკუნით გაასამართლეს.

ოფიციალური სოხუმის რეაქცია მალევე გაჟღერდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველო თავისი ქმედებებით აფხაზეთს იძულებულს ხდის მიიღოს ადეკვატური ზომები და დააპატიმროს საქართველოსკენ მიმავალი გემები, გადმოსცემს „ინტერფაქსი". „ამგვარი იქნება ჩვენი პასუხი ქართველი მესაზღვრეების პირატულ ქმედებებზე",- თქვა მინისტრმა.

შამბას სიტყვებით, თბილისის წარმომადგენლების განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი აკავებენ გემებს აფხაზეთის აკვატორიაში, არ შეეფერება სიმართლეს, ვინაიდან ყველა ხომალდი ქართველი მესაზღვრეების მიერ ნეიტრალურ წყლებში იქნა დაკავებული, რაც საერთაშორისო სანაოსნო სამართლის დარღვევაა. „აფხაზეთი უკვე 15 წლის განმავლობაში, საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დიპლომატიური სახის ზომებს იღებდა, იმისათვის რომ ცივილიზებულად გადაეწყვიტა წარმოქმნილი პრობლემები მეზობელ ქვეყანასთან",- ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა.- მაგრამ ყოველგვარ მოთმინებას აქვს საზღვარი. პროვოკაციები არ წყდება არც ზღვაზე, არც ცაში და არც ხმელეთზე, ჩვენი მარავალრიცხოვანი მიმართვები გაეროსა და ევროკავშირში უყურადღებოდ რჩება".

შამბას მკაცრი პასუხი უდაო არგუმენტებს ემყარება. პირველ რიგში, აფხაზეთის ახალი სტატუსის შესაბამისად სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ რუქაზე, ტანკერი დაკავებული იქნა არა საქართველოს, არამედ ნეიტრალურ წყლებში. საქართველოს ქმედება სავაჭრო ხომალდების დაკავებისას ნეიტრალურ წყლებში, ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზღვაო და ჰუმანიტარულ სამართალს, ვინაიდან თურქეთიდან აფხაზეთში ჩასატანი ტვირთები მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათისაა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100