RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პუტინი „რუსთავი-2“-ის ეთერში. ნუთუ ურთიერთობების დათბობა?

02.09.2009  |  23:55

3846.jpegჯორჯოათაიმსის კორესპონდენტი ესაუბრა ქართველ და რუს პოლიტოლოგებს იმ ინტერვიუს შესახებ, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ ქართულ ტელეარხ „რუსთავი-2"-ს მისცა. ღირსშესანიშნავი მოვლენაა, თუ კი იმას გავითვალისწინებთ, რომ რუსული ტელეარხები გასული წლის აგვისტოდან საქართველოში დაბლოკილი იყო, ახლა კი ფრიად შეკვეცილი ფორმატით გადაიცემა. თანაც „რუსთავი-2" დიდი ხანია ოპოზიციურობის ორეოლს შეელია და სამთავრობო ხმად გადაიქცა. როგორ აღიქვეს რუსეთის პრემიერის გამოსვლა საქართველოში? რაიმეს უნდა ველოდეთ ქართულ საინფორმაციო სივრცეში მოხდარი ამ „გარღვევისგან"?

პოლონეთში, მეორე მოსფლიო ომის დაწყბეიდან 70 წლისთვაისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „გამოიჭირა" ქართველმა ჟურნალისტმა რუსეთის ფედერაციის პრემიერი. კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ინტერვიუ არ იყო დაგეგმილი. ვლადიმერ პუტინმა არ იუარა „რუსთავი-2"-ის ჟურნალისტისათვის ინტერვიუს მიცემა. საუბრის თემა - საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეული აგვისტოს ომი და და აფხაზეთ - სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთელს პასუხისმგებლობას რუსეთსა და საქართველოს შორის მოხდარ უკანსკნელ მოვლენებზე, საქართველოს აკისრებს.

„რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მხარს უჭერdით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ მას მერე რაც გააკეთა ბატონმა სააკაშვილმა, სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. ჩვენ არ გვქონდა არჩევანი",- აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. მისი სიტყვებით ტრაგედიამდე რუსეთის საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებებმა მიიყვანეს, რუსეთის პრემიერის ციტირებას ახდენს „გოლოს რასიი". „საქართველოს უფრო ადრე, რომ მიეკუთვნებინა ავტონომია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის და რომ არ დაეთრგუნა ოსებისა და აფხაზების თავისუფლება, არაფერი არ მოხდებოდა", - მოჰყავს პუტინის სიტყვები რუსეთის ბიზნეს კონსალტინგს.

მოსკოვს არ ჰქონდა არჩევანი, აღნიშნა რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა. "რასაც თქვენ ოკუპაციას ეძახით, ამას კავკასიის მცირე ხალხები აფხაზები და ოსები გათავისუფლებას, დამოუკიდებლობის მოპოვებას უწოდებენ. არ მინდა ვაწყენინო ან დავამცირო საქართველო, იმით რაც მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ტრაგედიამდე ჩვენ საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო მოქმედებებმა მიგვიყვანეს".- პუტინის ციტირებას ახდენს „ნოვოსტი-გრუზია". განსაკუთრებულად გაამახვილა ყრადღება პრემიერმა იმაზე, რომ პრობლემა - სააკაშვილის რეჟიმშია და რომ რუსეთი პატივისცემით არის განწყობილი ქართველი ხალხის მიმართ.

ოფიციალური თბილისი ვლადიმერ პუტინის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც შინაარსობრივად ქართველოს ხალხისადმი მიმართვაა, კომენტარებს არ აკეთებს. ამავდროულად კი, თავად ფაქტი იმ ქართული ტელეკომპანიის ეთერში ამგვარი ინტერვიუს გამოჩენის, რომელიც ამ უკანესკნელი დროის განმავლობაში რეჟიმის რუპორად იქცა, დამაფიქრებელია. ქართული მასმედია, ხომ არც მალავს რუსეთის პრემიერის მიმართ სიმპატიებისგან ძალზედ შორს მყოფ დამოკიდებულებას, მას ხშირად უწოდებენ 2008 წლის აგვისტოს „იდეოლოგსა და სულისჩამდგმელს".

თუმცა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, გამოჩენილი ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილი ამბობდა, რომ თუ კი მაშინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გადაწყვიტავდა ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და ჩამოვიდოდა თბილისში, ხალხი მას ხელში აყვანილს წამოიყვანდა აეროპორტიდან! თავად სააკაშვილიც ომამდე ნახევარი წლით ადრე ეპატიჟებოდა პუტინს თბილისში. ნოვოოგრიოვოში შეხვედრაზე, მაშინ საქართველოს კვლავ არჩეული პრეზიდენტი არწმუნებდა რუსეთის პრემიერს, რომ მზად არის „განაახლოს (რუსეთთან ურთიერთობებში კეთილი ტრადიციები) და თუ კი ახალი ფურცლიდან არ დაიწყება, ყოველ შეთხვევაში შთაბეროს ახალი ენერგია თანამშრომლობას".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100