RSS
на русском en in english
25.11.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბრიუსელმა საზღვაო კვანძს მოკიდა ხელი

03.09.2009  |  22:41

3856.jpegსაერთაშორისო საზოგადოებამ ქართულ-აფხაზურ საზღვაო დაძაბულობას მიაქვია ყურადღება. საინტერესოა, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სერგეი ბაღაფშმა გასცა იმ ქართული გემებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება, რომლებიც აფხაზეთის საზღვაო საზღვარს დაარღვევდნენ, თბილისმა კი საპასუხოდ პირობა დადო, რომ დასავლეთს მიმართავდა დახმარებისთვის. შეძლებს თუ არა ბრიუსელი ამ საზღვაო დაპირისპირების გადაჭრას?

საერთაშორისო სამშვიდობოს როლში გამოვიდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში. მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო საუბარი, რომ ისინი აღშფოთებულები არიან რუსეთის, აფხაზეთისა და საქართველოს ხელისუფლებების მიერ გაკეთებული განცხადებებით, თითქოსდა შავ ზღვაში შესაძლებელია გემებზე თავდასხმა და მათი დაკავება. დამკვირვებლებმა მოუწოდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავის შეიკავონ ისეთი განცხადებებისა თუ ქმედებებისგან, რომლებსაც შეუძლიათ დაძაბულობის გაზრდა და ვითარების გაუარესება. ამასთანავე, განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ქართულმა, აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა უნდა განიხილონ ზღვის გარშემო შექმნილი სიტუაცია გალის რაიონში გასამართ შეხვედრაზე.

აფხაზეთმა უკვე მოახდინა რეაგირება ევროკავშირის მისიის განცხადებაზე. პრეზიდენტის ინფრომაციის მართვის ხელმძღვანელის მოადგილის ალხას ჭოლოკუას თქმით, სერგეი ბაღაფშის ბრძანება არის ქართული მხარის ქმედებებზე პასუხი. "ქართული გემები სულ უფრო ხშირად აკავებენ აფხაზეთისკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ტვირთს,- აცხადებდა ის.- ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ქართული მხარე შესაძლო შედეგების შესახებ". ჭოლოკუას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართველის პოლიტიკოსების ყველა განცხადებას, რომლებიც ეხება "პროვოკაციას" და "თაღლითობას", აფხაზური მხარე ძალიან ცივსისხლიანად იღებს, რადგანაც პროვოკაცია არის აფხაზეთისკენ მიმავალი გემების დაკავება. "მოვლენების მომავალი შესაძლო განვითარების მთელი პასუხისმგებობა საქართველოს დააწვება",- დაასკვნა მან.

საინტერესოა, რომ თურქული ტანკერის დაკავების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში, დასავლეთმა პირველად ამოიღო ხმა, თუმცა ეს მაშინვე მოხდა, რაც სერგეი ბაღაფშმა ამ პრობლემაზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება მოითხოვა. აფხაზეთის ლიდერმა მიმართა ჰავიერ სოლანას, ჯონ საუერსს და ნიკოლა სარკოზი და სთხოვა, რომ რეაგირება მოეხდინათ საქართველოს ქმედებებზე შავ ზღვაში და ყველაფრისთვის ადეკვატური შეფასება მიეცათ. მაშინ აფხაზეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საზღვაო ინციდენტი იმას მოწმობს, რომ საქართველოს კვლავ აგრძელებს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის პოლიტიკის გატარებას. აფხაზეთის ლიდერის აზრით, საქართველოს პროვოკაციული ქმედებები და საერთაშორისო საზოგადოების დუმილი აფხაზეთს აიძულებს დაეჭვდეს ამ სტრუქტურების მუშაობის ეფექტურობაშო.

მაშინ ამ მიმართვას პასუხი არ მოჰყოლია. მოგვიანებით, უკვე აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ყველა გემი ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს ნეიტრალურ წყლებში საერთაშორისო სამართლის დარღვევით. მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ დასავლეთი მხოლოდ მაშინ მიაქცევდა საქართველოს თავნება ქმედებებს ყურადღებას, როდესაც იმავე სიტუაციაში თბილისი აღმოჩნდებოდა.

ამგვარად, სოხუმის მკაცრი პასუხი, რომელიც გამოიხატა ბაღაფშის მიერ ყველა ქართული გემისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანებით, გახდა საქართველოსთვის უკანასკნელი გაფრთხილება. თბილისში აღარ დააყოვნეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს დახმარებისთვის. ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ სერგეი ბაღაფში ემუქრება საქართველოს, ამიტომაც ასეთ განცხადებას სჭირდება რეაქცია, როგორც სამართალდამცავი სტრუქტირებისგან, ისე საერთაშორისო საზოგადოებისგან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100