RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ოპოზიციური სიესტა

07.09.2009  |  09:52

3874.jpegსაშემოდგომო ქარბუქი, რომელსაც ოპოზიცია ქართველებს დაპირდა, შეიძლება არ შედგეს. სავსებით მოსალოდნელია ხავერდოვანი სექტემბერი. საქართველოს ოპოზიციამ გადაწყვიტა უარ წთქვა პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე. ის ჩაერთო ქვეყნის საამომრჩევლო კოდექსის მუშაობაში. აქტიურად განიხილება თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციური კანდიდატების წამოყენების საკითხი. ნიშნავს თუ არა ეს პოლიტიკური კრიზისის დასარულს? მართლაც გადაწყვიტეს თუ არა ოპოზიციონერებმა, რომლებიც არ მალავდნენ თავიანთ საპრეზიდენტო ამბიციებს, ახლა მუნიციპალური თანამდებობებით დაკმაყოფილება?

ქართულმა ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი თქვა პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე. როგორც პარასკევს განაცხადა კონსერვატორმა კახა კუკავამ, ოპოზიცია პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლის დაზუსტებულ გეგმებს მომავალ კვირაში გამოაქვეყნებდა. თუმცა უკვე ცნობილია, რომ აქციებს აუცილებლობის შემთხვევაში ჩაატარებენ. კახა კუკავამ თქვა, რომ პირველ ეტაპზე აუცილებელია იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიღწევა, რომელთა რიცხვიც, მისი მონაცემებით, ოთხმოცს აღემატება.

მანამდე საქართველოს ოპოზიციამ სექტემბერში თავისი გეგმების გახმოვანების პირობა დადო. ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე პარტიის ლიდერმა განაცხადა. ეკა ბესელია აცხადებდა, რომ მიდიოდა მათი გეგმების ძალიან აქტიური განხილვა. საქართველოს კონსერვატიულ პარტიაში იუწყებოდნენ, რომ ჯერჯერობით არ იყო გადაწყვეტილი, თუ რა ფორმით, რა რიცხვიდან და რა გრაფიკით ჩატარდებოდა აქციებ. ამასთანავე კონსერვატორები ირწმუნებოდნენ, რომ მოსალოდნელი იყო ბობოქარი შემოდგომა.

ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიცია გააგრძელებს ისე მოქმედებას, როგორც აუცილებელი იქნება ქვეყანაში რადიკალური და რეალური ცვლილებების მიღწევისთვის. ბურჯანაძემ პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებდა სერიოზულ კომპრომატებს სააკაშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.

სექტემბერი უკვე დაიწყო, მაგრამ ოპოზიციის გააქტიურების არანაირი ნიშანი არ შეიმჩნევა. როგორც ჩანს, საზაფხულო შესვენების დროს, ხელისუფლებამ თავისი პოზიციების გამყარება მოახერხა. სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშნა ბაჩო ახალაია. ოპოზიციის ლიდერები ამ ფაქტს ძალიან აკრიტიკებდნენ. თუმცა სააკაშვილმა არაერთხელ გააკეთა იმის მინიშნება, რომ მის მიერ მიერ გადაწყვეტილება არ ექვემდებარება განხილვას.

გარკვეულ წარმატებებს საქართველოს ხელისუფლებამ სხვა მიმართულებიტაც მიაღწუა: ოპოზიციური პარტიების ნაწილი მმართველ გუნდთან ატარებენ რიგი საკითხების აქტიურ განხილვას. აგვისტოშო შედგა ოპოზიციისა და ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს შორის შეხვედრა. მიაღწიეს შეთანხმებას იმის შესახებ, რომ უნდა გაათავისუფლონ ოპოზიცის მომხრეები. თუმცა ყველა დაპატიმრებული არც გამოუშვიათ, ოპოზიცია მაინც მზად არის გააგრძელოს ხელისუფლებასთან დიალოგი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ხუთშაბათს ირაკლი ალასანიას პარტია შეუერთდა სამუშაო ჯგუფს, რომელიც ამ წლის მარტიდან მოყოლებული მუშაობს საამომრჩევლო კოდექსის რეფორმაზე. მანამდე ოპოზიციონერები ხელისუფლებასთან მოცემულ საკითხში თანამშრომლობას გამორიცხავდნენ. "ჩვენ მოვედით იმის გასაგებად, თუ როგორია ვითარება ამ ჯგუფში, ვის როგორი პოზიცია აქვს, რა საკითხებე თანხმდებიან და რა საკითხებზე - ვერა. ჩვენი აზრის შესახებ კი მოგვიანებით შეგატყობინებთ",- განუცხადა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მანამ, სანამ შევხედრაზე წავიდოდა.

მმართველი უმრავლესობა არ ფარავდა თავის კმაყოფილებას. "წლის ბოლოსთვის მზად უნდა გვქნდეს ახალი საამომრჩევლო კოდექსი, რათა მომავალი წლის გაზაფხულზე თვითმმართველობის არჩევნები ჩავატაროთ",- აღნიშნა პარლამენტარმა აკაკი მინაშვილმა. ახალ მემარჯვენეთა ლიდერმა კახა კაციტაძემ განაცხადა, რომ საამომრჩევლო გარემოს შეცვლას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები მუშაოვებ საამომრჩევლო რეფორმაზე, მაგრამ მათ ჯერ არ აქვთ ერთიანი პოზიციური აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100