RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ეკლესიას პოლიტიკაში ითრევენ

08.09.2009  |  10:01

3886.jpegსაქართველოში გასულმა შაბათ-კვირამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ახალ დაპირისპირებას დაუდო საფუძველი. ამის მიზეზეი გახდა ამნისტია, რომლის შედეგადაც გაათავისუფლეს სანდრო გირგვლიანის მკვლელები. იმავდროულად მოულოდნელი გაგრძელება მიიღო სკანდალმა, რომელიც გამოწვეული იყო საქართველოში რუსი ჟურნალისტების მაქსიმ შევჩენკოსა და ვლადიმერ მამონტოვისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა. ისინი საქართველოში ჩამოდიოდნენ ქართულ-რუსული საზოგადოებრივი კომისიის შეკრებაზე, რომლის მიზანიც იყო კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირება. ორივე შემთხვევაში სკანდალში ჩარევა ქართულ საპატრიარქოს მოუწია.

თბილისის მონახულების უშედეგო მცდელობის შემდეგ მაქსიმ შევჩენკომ და ვლადიმირ მამონტოვმა თავიანთ კომენტარებში გამოთქვეს ვარაუდი, რომ ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურა გააზრებულად უშლის ხელს ქართულ-რუსულ დიალოგს. საუბარი იყო იმაზეც, რომ სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ქართული ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა.

ამასთანავე მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კრემლი ცდილობს განხეთქილება ჩამოაგდოს ქართულ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის. ერთ-ერთმა ქართველმა სახელმწიფო ჩინოვნიკმა, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ "პირველი შემთხვევა არ არის რაც მოსკოვი ცდილობს პატივცემული პატრიარქი დაუპირისპიროს ხელისუფლებას და პრეზიდენტს". ის დარწმუნებულია, რომ კრემლში ყველანაირი მეთოდით ცდილობენ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიონ.

ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის აზრიც დაახლოებით ასეთია : რუსი ჟურნალისტებიც და ქართული მხარის კომისიის წარმომადგენლებიც სპეცსამსახურების აგენტები არიან. "ქართული ეკლესია შეიძლება ჩათრეული იყოს ძალიან საშიშ თამაშში. პატრიარქის დიდი ავტორიტეტი შეიძლება გამოიყენონ რუსეთის ინტერესების გასათეთრებლად".

ამის შედეგად საქართველოს საპატრიარქოს თითქმის თავის მართლება მოუწია და იმის მტკიცება, რომ არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. საქართველოს საპატრიარქო უარყოფს, რომ ის უცხოური სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.

"საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების დამცველი და მისი ქმედებები მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება. ეკლესიის მიმართ გამოთქმული ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა",-აცხადებს საქართველოს საპატრიარქო.

თუკი დავუჯერებთ ქართულ გაზეთს Georgian daily, პატრიარქმა რუს ჟურნალისტებთან დაკავშირებული ინციდენტის კომენტირებისას,კომისიის სხდომაზე გამოსვლის დროს, განაცხადა : "მე ვთვლი,რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ რუსეთის დელეგაცია სრული შემადგენლობით არ არის აქ. საქართველოს მშვიდობიანი ურთიერთობები სჭირდება რუსეთთან. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დიალოგი მშვიდობიანი გზით გაგრძელდეს. თუმცა ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა და სიბრძნე ჭირდება. მოხარული ვარ, რომ სტუმრად ოსებიც არიან. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობების დარეგულიერებას შევძლებთ".

ასე რომ, საპატრიარქოს მიმართ გაკეთებული ბრალდება სულაც არ არის არგუმენტირებული. თუმცა, მეორე დღესვე ტელეჟურნალისტებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ."ჩვენ არცერთი სიტყვით, არანაირად არ გვსურდა ეკლესიის დისკრედიტაცია". მიუხედავად ამისა, მალხაზ გულაშვილის მეუღლე, რომელიც არის ქართულ-რუსული კომისიის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი სასამართლოში უჩივის ტელეკომპანია იმედს. ნანა გაგუა ითხოვს იმის უტყუარ მტკიცებულებებს, რომ მისი მეუღლე რუსეთის აგენტია, როგორც ამას ქართველი ჟურნალისტები აცხადებდნენ.

ამ სკანდალმა მიჩუმება ვერც მოასწრო, რომ დაიწყო მეორე. ამნისტიის შედეგად, პრეზიდენტის განკარგულებით გაათავისუფლეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ოთხი ადამიანი. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ გასული ამნისტიის დროს, რომელიც ამა წლის მარტში, მათ პატიმრობის ვადა შეუმცირეს. ოპოზიციამ მაშინვე გამოთქვა უკმაყოფილება. მაგრამ სექტემბერში საქართველოს შსს-ს მიერ ოთხი დაკავებული ადამიანი - ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და აფციაური ვადამდე გაათავისუფლეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100