RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პატრიარქის დროა?

09.09.2009  |  10:07

3901.jpegგასულ კვირას საქართველოს საპატრიარქო ორი სკანდალის შუაგულში აღმოჩნდა. ხელისუფლებასთან დაახლოვებული ნაწილი მასმედიისა წერდა იმის შესაბ, რომ პატრიარქის ავტორიტეტი შიძლება გმოყენებული იყოს რუსეთის ინტერესების "გასათეთრებლად", რადგანაც ილია მეორემ დალოცა კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების ქართულ-რუსული საზოგადოებრივი კომისიის საქმიანობა. შემდეგ კი მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქმა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ და ახლა უკვე შეწყალებულ ადამიანებს ერთი წლით მონასტერში ცხოვრება მიუსაჯა. ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილისგან ეკლესიის დაცვისკენ მოუწოდა.

ამ ბოლო ხანებში ოპოზიცია საგრძნობლად გაპასიურდა - არც მიტინგები, არც საპროტრსტო აქციები. მოკლედ, ტრადიციისამებრ, საქართველოში სიმშვიდე ქარბუქს მოასწავებს. თანაც ხელისუფლება, თითქოსდა სპეციალურად, ოპონენტებს მტკივნეულ ადგილას აჭერს ფეხს. პრეზიდენტის ამნისტიის წყალობით გაათავისუფლეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ოთხი ადამიანი. მაღალჩინოსანი პოლიციელები - ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და აფციაური, ვადამდე გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

ოპოზიცია- საპარლამენტოც და არსაპარლამენტოც - განრისხდა და ახალი საპროტესტო აქციებით დაიმუქრა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით 117-ე მუხლით დაკავებული არც ერთი ადამიანის არასოდეს არ შეუწყალებიათ და არ გაუშვიათ ვადამდე, რადგანაც ეს მუხლი ეხება მხოლოდ მძიმე დანაშაულებს. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ თუკი კიდევ მოიძებნება ამ მუხლის წაყენების შემდეგ ამნისტირებული ხალხი, ის ბოდიშს მოიხდის.

დეპუტატი იმ ფაქტსაც შეეხო, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები ერთვარ პრობაციის პერიოდს გაივლიან რომელიმე მონასტერში. მან აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არის ხელისუფლების მხრიდან ამ ხალხზე ზრუნვის ერთ-ერთი გზა. ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომილია მეორემ ამ ადამიანებს ერთი წლით მონასტერში ცხოვრების უფლება მისცა. აი პატრიარქის სიტყვას ნამდვილად ვერ შეეკამათებიან ოპოზიციონერები. ალბათ, ხელისუფლების გათვლაც სწორედ ეს იყო.

თუმცა უკვე საღამოს საქართველოს საპატრიარქომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია დამნაშავეების მონასტერში გაგზავნის მცდელობის შესახებ. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ ბოლო ხანებში ზოგ გაზეთსა და ინტერნეტ-გამოცემაში ტარდება მიზანმიმართული ანტი-საეკლესიო საინფორმაციო კამპანია. გუშინ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია გირგვლიანის მკვლელების ერთი წლით მონასტერში გაგზავნის შესახებ. ამ მორიგმა დეზინფორმაციამ გამოიწვია არეულობა საზოგადოებაში. თავს ვალდებულად ვთვლით განვაცხადოთ, რომ კათალიკოს პატრიარქს არ აქვს არანაირი კავშირი მათ ვადამდე გათავისუფლებასთან და არანაირ მონასტერში არ გაუგზავნია ისისნი",- განაცხადა საპატრიარქოს პრეს-მდივანმა მამა დავით შარაშენიძემ.

7 სექტემბრის საღამოს შედგა ნინო ბურჯანაძისა და ილია მეორის სასწრაფო შეხვედრა. ამის შემდეგ ოპოზიციის დელეგაციამ განაცხადა, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოში ყველაზე ვატორიტეტული ადამიანის - პატრიარქის, დისკრედიტაციას. ბურჯანაძემ სამშაბათს ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს პანიკურად ეშინია ილია მეორის და ამიტომაც ცდილობს მის დისკრედიტაციას. "ხელისუფლება ატარებს დანაშაულებრივ პოლიტიკას ეკლესიის წინააღმდეგ, ამიტომაც ჩვენ უნდა დავიცვათ ის",- განაცხადა ექს-სპიკერმა.

თავიდან, მისი თქმით, ხელისუფლება შეეცადა დაედანაშაულებინა პატრიარქი რუსული იდეოლოგიის გავრცელებაში, ახლა კი იმაში სდებს ბრალს, რომ მან თითქოსდა მკვლელები მონასტერში გააგზავნა.

უფრო მეტიც, ოფიციალური თბილისი იმ აზრსაც ავრცელებს, რომ კრემლში გამიზნულად აგდებენ განხეთქილებას საქართველოს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის. რა არგუმენტებს მოიყვანს ახლა ქართული ხელისუფლება, როდესაც სიტუაცია ირკვევა და ნათელი ხდება, რომ მთავრობა, რომელიც ყოველთვის პიარ-კაპმანიების კარგად ორგანიზებით გამოირჩეოდა, ამახინჯებს ფაქტებს და უბრალოს მანუოულირებს ეკლესიით და საზოგადოებრივი აზრით?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100