RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

აუქციონი ყოფილი სპიკერის აგარაკზე. ვინ გახდება ჯილდოს მფლობელი?

09.09.2009  |  16:55

3911.jpegნინო ბურჯანაძის საკამათო ქონების ბედი გადაწყდა. აუქციონი 7 ოქტომბერს შედგება. მხოლოდ ერთი კითხვაღა რჩება - ვინ ისურვებს გახდეს მფლობელი იმ ჯილდოსი, რომელიც პოლიტკური განხეთქილებისა და ინტრიგების სიმბოლოა?

"თბილისის საგადასახადო ინსპექციამ აგარაკი აუქციონზე გამოიტანა. წყნეთში მდებარე სახლის საწყისი ფასი არის 11 494 249 ლარი. ამაში შედის შენობები და მისი შემოგარენ 615 კვ.მ, ასევე 31 696 კვ.მ. ფართობის მიწები",- გაავრცელა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საშემოსავლო სამსახურმა.

პირობების თანახმად, აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა პირმა წინასწარ უნდა შეიტანოს დეპოზიტზე იმ ქონების ღირებულების 2%, რომლის ყიდვასაც აპირებს. ამასთანავე მყიდველი ვალდებულია აუქციონის შემდეგ გადაიხადოს მინიმუმ 50% შეძენილი ქონებისა, დანარჩენი კი დაფაროს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

აგარაკი, რომელზეც მიდის საუბარი, სულაც არ არის უბრალო. ის ნინო ბურჯანაძეს ფაქტიურად აჩუქა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს პოლიტიკიდან წასვლის სამახსოვროდ. ბურჯანაძე აცხადებდა, რომ აღარ აპირებდა პოლიტიკით დაკავებას, მას მხოლოდ სამართალდამცავი საქმიანობა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება სურდა. სააკაშვილმა გასცა ბრძანება, რომ ეს აგარაკი ბურჯანაძისთვის მიეცათ სიმბოლურ თანხად - 1 ლარად.

ეს საჩუქარი ნინო ბურჯანაძეს უკვე საკმაოდ სანანებელიც კი გაუხდა. ჯერ მას სასამართლომ სახელმწიფოსთვის 1,25 მილიონი ლარის გადასახის გადახდა დააკისრა წყნეთის აგარაკის ქონისთვის. ნინო ბურჯანაძის პოლიტიკაში, თანაც ოპოზიციურში, დაბრუნების შემდეგ საფინანსო კონტროლის ორგანოები მისი აგარაკით დაინტერესდნენ.

შედგა სასამართლო, რომელმაც დაადგინა, რომ მისი ღირებულება არის 12 მილიონი ლარი და მიზანშეწონილად მიიჩნია ფინანსთა სამინისტროსთვის 1,25 მილიონი ლარის გადახდა. თავად ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ აქვს თემიდასთან. სააკაშვილი ასე ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშის გასწორებას.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ნინო ბურჯანაძემაც შეიტანა სარჩელი სააკაშვილის წინააღმდეგ. თუმცა თბილისის სამოქალაქო სასამართლომ არ მიიღო ეს სარჩელი. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტმა ბრალი დასდო ყოფილ მოკავშირეს. მან განაცხადა, რომ ბურჯანაძე დაკავშირბეულია რუსულ სპეცსამსახურებთან და მის პარტიას რუსეთიდან აფინანსებდნენ.

სასამართლოს დასკვნაში წერია, რომ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკური დებატების დროს, არ გულისხმობს პასუხისგებაში მიცემას ჭორაობის გამო. თუმცა ნინო ბურჯანაძე გაჯიუტდა: "კანონი ავალდებულებს პრეზიდენტს, ტომ ან დაამტკიცოს თავისი ბრალდებები, ან პასუხი აოს ჭორაობის გამო". ახლა ბურაჯანძე სარჩელის შეტანას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

ბურჯანაძის ოპოზიციონერი მოკავშირეები, რომელთა შორისაც, როგორც ცნობილია, თანხმობა არ არსებობს, თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებენ სიტუაციას აგარაკის გარშემო. ჯონდი ბაღათურიამ გუშინ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რათა შეისწავლონ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება. ბაღათურიას თქმით, პრეზიდენტმა თავადაც აღიარა, რომ მისი მართვის დროს, მინისტრები უკანონოს მდიდრდებოდნენ, თუმცა მან ამის შესახებ მხოლოდ მაშინ განაცხადა, როოდესაც ყოფილი მინისტრები ოპოზიციაში გადავიდნენ.

ბაღათურია აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დროულად მიიღო ინფორმაცია მინისტრების უკანონო ქმედებების შესახევ, მან არ მიიღო კანონის მიერ გათვალისწინებული ზომები და საქმეები არ გადასცა სამართალდამცავ ორგანოებს. დეპუტატი თვლის, რომ პრეზიდენტმა ამით ხელი შეუწყო ელიტარულ კორუფციას. პარლამენტმა პრეზიდენტს კვლავ გაახსენა ბურაჯანძის აგარაკი.

"აგარაკის საკითხის" პოლიტიზაციის გათვალისწინებით, საეჭვოა მოიძებნოს ამ სადავო ჯილდოს შეძენის მსურველი. რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ მყიდველს ექნება შეძენილი ქონების ხელშეუხებლობის გარანტიების ქონის სურვილი. სხვათა შორის, ალბათ სწორედ ამიტომ ვერ უხერხებს ვერაფერს ხელისუფლება ქიბარ ხალვაშისთვის ჩამორთმეულ ქონებას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100