RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მუხროვანის საქმე. უდანაშაულო დამნაშავეები?

15.09.2009  |  09:47

3972.jpegმუხროვანის აჯანყების საქმე მოულოდნელი მიმართულებით წარიმართა. ცნობილი გახდა, რომ ამოუცნობი აჯანყების მონაწილეების უმეტესობამ დანაშაული აღიარა. პრეზიდენტმა ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულა. ოპოზიციამ ამბოხებას სპექტაკლი უწოდა. რას ნიშნავს ახლანდელი აღიარებები? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მათი ჩვენებების შემდეგ განსასჯელთა სკამებზე შეიძლება ოპოზიციის ლიდერებიც აღმოჩნდნენ? ჩვენს კითხვებზე გვპასუხობენ ბრალდებულთა ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი და სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური.

მუხროვანის აჯანყების საქმის შემდეგი მოსმენა გუშინ შედგა. ჩვენი კორესპონდენტი გელა ნიკოლეიშვილს პროცესის დაწყებმადე 5 წუთით ადრე დაუკავშირდა. ადვოკატმა პირობა მოგვცა, რომ ყველა დეტალს შეგვატყობინებდა. მანამდე კი დაგვიდასტურა, რომ ბრალდებულთა უმეტესობამ დანაშაული აღიარა. 34-მა ადამიანმა დანაშაული სრულად აღიარა. 2-მა - ნაწილობრივ. 5-მა მათგანმა საერთოდ არ აღიარა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სამხედროები მართლაც ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას? ამ კითხვაზე ადვოკატმა გვიპასუხა: "ყველაზე სავარაუდოა, რომ ადგილი აქვს მოლაპარაკებას კულვარებში. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დადებული იყო პროცესუალური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გამოძიებასთან თანამშრომლობას". ამასთანავე ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ რეალიებიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად დანაშაულს საკუთარ თავზე უდანაშაულო ადამიანი იღებს.

მოყვება თუ არა ამ აღიარებებს ოპოზიციაზე კიდევ ერთხელ თავდასხმა? ადრე ხომ გამოითქვა აზრი, რომ ეს მთელი მუხროვანის ისტორია მიმართული იყო შევარდნაძის დროინდელი " გენერალთა კლუბის" დისკრედიტაციისკენ. თანაც, ამ კლუბის ბევრი წევრი მეგობრობს ბადრი ბიწაძესთან. " მუხროვანის აჯანყებასთან დაწყებული პროცესი, რეზულტატების მიუხედავად არ აისახება ოპოზიციურ მოძრაობაზე. არცერთ დაკავებულს არ უხსენებია ოპოზიციის ლიდერები".

რუსეთთან დაპირისპერებასთან გამწვავებას უნდა ველოდოთ?პრეზიდენტი ხომ აჯანყებაში რუსეთის კვალს ხედავდა. " ჯერჯერობით დაკითხულია მხოლოდ 4 ბრალდებული. მხოლოდ ერთმა მათგანმა თქვა, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი მას არწმუნებდა, რომ ფულს ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე გადაიხდიდა. გამოძიებას ამ ინფორმაციის არანაირი ფაქტი არ გააჩნია".

ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გამოძიების დასრულების დალოდება. თავად ებრალიძეს ვერ დავუკავშირდით. უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდრე ებრალიძე საიდუმლოებით მოცვული ფიგურაა. მისი სახელი ამ ბოლო ხანებში გამუდმებით ისმის. თუმცა მანამდე მისი არსებობის შესახებ საქართველოში თითქმის არაფერი იცოდნენ. მან განაცხადა თავის საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ, დადო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენს პირობა.

პარლამენტის თავდაცვის ადა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თრგამაძემ 21 მაისს ეს პეტერბურგელი ბიზნესმენი მოულოდნელად მუხროვანის აჯანყების ფინანსირებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულია ათობით ოფიცერი. სააკაშვილი აცხადებდა, რომ აჯანყების იდეოლოგები იყვნენ ქართული არმიის გადამდგარი პოლკოვნიკები გიორგი კრიალაშვილი და კობა ოთანაძე, ასევე ლევან ამირიძე. სამივე მათგანვა მიმალვა მოახერხა. 2 კვირის შემდეგ, სპეცოპერაციის დროს მოკლეს გიორგი კრიალაშვილი, კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე დააკავეს.

სააკაშვილი ტრადიციულად ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებდა. მასმედიაში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც მეამბოხეები ამბობენ, რომ რუსეთის დახმარების იმედი აქვთ. სააკაშვილმა მიმართა ხალხს და განაცხადა, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი ნატოს წვრთნების ჩასაშლელად დაგეგმა.

თუმც ამეორე დღესვე ქართულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოფიციალურად ქართულ მხარეს რუსეთისთვის ბრალი არ დაუდია. თავად მიხეილ სააკაშვილმა ცუკან დაიხია. ოპოზიციამ კი მუხროვანის აჯანყებას მაშინვე სპექტაკლი უწოდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100